მთავარი

არის თუ არა ეს ბილეთი!!! – ანუ შეგვიძლია თუ არა გავყიდოთ ბილეთი?

დატოვე კომენტარი

maxresdefault

ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი. გვიყვარს იმდენდ, რომ როცა დიდად არ გვივარგა არც შინაური კლუბი და არც ეროვნული ნაკრები, მონდომებით ვგულშემატკივრობთ არაქართველებს, ოღონდ ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი და სანახაობა ვნახოთ… ერთ-ერთ ასეთ ზეიმად უნდა ქცეულიყო 11 აგვისტოს გამართული სუპერთასის ფინალი, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მონაწილე კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გრანდია კატალონიის „ბარსელონა“. კლუბი, რომლის ფერების დანახვაზეც კი ჟრუანტელი გვივლის გულშემატკივრების უმეტესობას, კლუბი, რომლის თამაშებზეც სად აღარ ვიკრიბებოდით და ვიკრიბებით გულშემატკივრები – ჯერ იყო „სპორტ კაფე“, მერე „ივენთ ჰოლი“, „ბერნარდი“, ისევ „ივენთ ჰოლი“. ასე, 6 წელია უკვე, ვიკრიბებით იმისათვის, რომ დიდ ეკრანზე ერთად ვნახოთ საყვარელი კლუბის თამაში და როგორც წესი, ბილეთებზე ამ დროსაც ტაციაობაა ხოლმე. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ გაიაზროს ყველამ, რომ ლოგიკურად, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო დიდი ინტერესი იმ თამაშის მიმართ, რომელიც დინამოზე გაიმართბეოდა და სადაც „ბარსელონა“-ს რეალურად ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა გულშემატკივარს. ასევე, არც „სევილიაა“ ხელწამოსაკრავი გუნდი და მასაც ეყოლება გულშემატკივარი საქართველოში, დარწმუნებული ვარ.

როცა პირველად გავიგე, რომ აწ უკვე ავადსახსენებელი biletebi.ge-ზე გაიყიდებოდა ბილეთები, გულმა რეჩხი მიყო – თეატრის ბილეთები ძლივს ვიყიდე ორჯერ მანდ და როგორ მოერევიან მეთქი ასეთი თამაშის ბილეთებს. მაგრამ მერე, თავი დავიმშვიდე, ამხელა ორგანიზაციაა „უეფა“, ამხელა მატჩია დაგეგმილი და მოემზადებიან მეთქი იქამდე. ბილეთების გაყიდვამდე შევდიოდი ხშირად საიტზე და უფრო და უფრო არ მომწონდა, ის გაუგებარი შეცდომები, რასაც შიგადაშიგ საიტი ყრიდა. მე 6 წელია IT-ში ვარ, აქედან 1,5 Windows სისტემის ადმინისტრატორი. ადმინისტრატორისთვის ეს ჯერ კიდევ მცირე გამოცდილებაა, მაგრამ აქ გამოცდილებაც  არ იყო საჭირო, უფორ მეტიც – არა IT სპეცალისტებიც ხვდებოდნენ, რომ ამხელა ინტერესს ძლიერი სერვერული სისტემა თუ გაუმკლავდებოდა… სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენი ცუდი წინათგრძნობა 22 ივნისს ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში ახდა… სერვერი ნაჯაფარი ცხენივით დავარდა და ბილეთების მსურველები დავრჩით F5-ის და სასწაულის იმედზე… ყველას გახსოვთ ალბათ, biletebi.ge-ს წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები – ხან ჰაკერულ შეტევებზე, ხან ვერ გათვლილ რაოდენობაზე, რომლის შემდეგაც „სელველმა გაწედა“. ერთი განცხადებაც და მეორეც, იყო თავის მართლების უსუსური მცდელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ასეთი მატჩის მიმართ ამხელა ინტერესს რომ არ ელოდო ადამიანი, რომელსაც ცოტა მაინც აზროვნება შეგიძლია – არის აბსურდი. მაშინ ჭურში უდა ცხოვრობდე და გაგონილიც არ უნდა გქონდეს ფეხბურთი რა არის. biletebi.ge-მ არათუ ვერ ან არ გათვალა ეს ყველაფერი, თავხედობა ეყო და ფეისბუქზე ათას ტყუილს წერდა, რატომღაც ეგონათ, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მათ გარდა არავის ჰქონდა შეხება და მათი ქეციანი სერვერის გარდა, სერვერი არ არსებობდა საქართველოში. საქართველო პატარა ქვეყანაა (და ყოველდღიურად უფრო აპატარავებენ ჩვენდა სავალალოდ), აქ ყველა ყველას იცნობს ლამის. აიტი სფეროც ასეთია – მალე ვრცელდება ჩვენთვის გასაგები შიდა ამბები, ხოდა მოგახსენებთ – მათი პირველი სერვერი, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი სტაციონარული კომპიუტერი იყო, რომლის მონაცემებიც ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე თქვენი კომპიუტერის, ჩემო მკითხველო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი კომპიუტერი, სადაც ახლა ამ პოსტს ვწერ, იმ ე.წ. „სერვერთან“ შედარებით, ნასას სერვერია. ასე, რომ სულ ცოტა გამოცდილი სპეციალისტსაც შეეძლო განესაზღვრა, რომ ის სერვერი 500 კაცსაც კი ვერ გაუძლებდა, არათუ ამდენ ერთდროულ მიმართვას!

მეტი

10 რჩევა დამწყებ ფოტომოყვარულებს

დატოვე კომენტარი

cute-girl-photographer-Favim.com-604025

დღეს ციფრულ ეპოქაში თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ფოტოაპარატი, ან მობილურში ჩაშენებული ფოტოკამერა მაინც აქვს უმეტესობას, რაც რა თქმა უნდა, პრაქტიული და მოსახერხებელია, როცა გინდა დააფიქსირო სამახსოვრო კადრები. მით უმეტეს, რომ ამ კადრების გამოფენის არეალი ახლა უკვე ყველას დიდი გვაქვს – Facebook! Winking smile თუმცა, მოდი შევთანხმდეთ – ფოტოს გადაღებისათვის არ კმარა მხოლოდ კამერის მიშვერა და თითის დაჭერა. საჭიროა კომპოზიციის, განთების და ა.შ. შერჩევა. სულ ერთია, რითი იღებთ, ტელეფონის ყველაზე მარტივი კამერით თუ ნახევრადპროფესიონალური კამერით. ზოგადად, თანამედროვე ფოტოკამერები თითქმის ყველაფერს აკეთებენ პატრონის მაგივრად – ასწორებენ ფოკუსს, ეძებენ სახეს, ღიმილს და სხვ. თუმცა, საქმე თქვენც საკმაოდ გრჩებათ.

მეტი

ჩემი FTP დაბრუნდა!

დატოვე კომენტარი

ftp

და დაბრუნდა საჭირო პროგრამებიც. ნელ-ნელა განვაახლებ ბმულებს. თუმცა, სრულ საოფისე პაკეტს და ნეროს ამ ეტაპზე ვეღარ დავაბრუნებ, რადგან სივრცე შემცირდა, სამწუხაროდ.

უმეტესობას კი დაგიბრუნებთ, რასაც ხშირად იწერთ. პირველი იქნება ქართული კლავიატურა Smile

ყველას, ვინც ჩემი ბლოგიდან პროგრამებს იწერდა

დატოვე კომენტარი

deleted

სამწუხაროდ, “კავკაზუს ონლაინმა” რატომღაც წამიშალა ყველა დირექტორია ჩემი კუთვნილი FTP-დან და მიჰყვა ყველა პროგრამაც… ვეცდები, უახლოეს დღეებში მოვაგვარო ეს პრობლემა და დაგიბრუნოთ ყველა პროგრამა, რომელიც უცებ გჭირდებათ და ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო.

ყველას ბოდიშს გიხდით, ვინც გაწბილებული დარჩა ამ დღეებში, გაფუჭებული ბმულების გამო. Sad smile

რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…

7 Comments

ilia chavchavadze deda ena

არაერთხელ გვსმენია, ან წაგვიკითხავს ეს ფრაზა, მაგრამ ვეჭვობ, ყველას ჰქონდეს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა…

დღეს ბევრი წერს იმაზე, რომ ქართული ენა დეგრადაციის წინაშე დგას. თუმცა შედეგს მაინც ვერ ვხედავთ. საშინელი გაუმართავი ფრაზები თუ გამოგონილი სიტყვები  იწერება ყველგან. ამ მხრივ განსაკუთრებით ჟურნალისტები სცოდავენ. სულ ბოლოს worldsport.ge-ს ჟურნალისტის “გამოგონებამ” გამაოგნა! ციტატა:

1. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები აშკარად გადაზედმეტდა და ზოგმა გაზაფხულზე უკვე პოლონეთ-უკრაინაში წარმოიდგინა თავი;
3. გადაზედმეტდა კონკრეტული ფეხბურთელების კლასიც (თუ “კლასი” ჰქვია), განსაკუთრებით, ზოგიერთი მათგანის;

ოჰ, რა ბრწყინვალე ახალი სიტყვა შეეძინა დღეს ქართულ ენას “გადაზედმეტდა”! წაიკითხავენ ახლა ამას და აიტაცებენ 😦 თანაც ამ საიტზე ძალიან ბევრი მოზარდი შედის, გადაიღებენ მეტყველებაში და… ჩემი მეგობარი კი მეკამათება, ჯერ ქართული ფეხბურთი და მერე სხვაო. მასაც ვუთხარი და ყველას მინდა გავუმეორო: ქართველებს ანდერძად გვაქვს დატოვებული ეს გენიალური სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება… თუ ამ სამს გავუფრთხილდებით, გადარჩება სამშობლოც, ცნობიერებაც და ფეხბურთიც!!! არაა აუცილებლად ფილოსოფოსი იყო, რომ ეს გაიგო, ცოტა დაფიქრებაა საჭირო 🙂

მეტი

ს.კ. "ბარსელონას" ფორმები

3 Comments

player_fc_barcelona_1903_year.jpg%3Fw%3D450%26h%3D305

კიდევ ერთი პოსტი უნდა მივუძღვნა ჩემს საყვარელ კლუბს… ახლა მით უმეტეს, იმსახურებენ, როცა პრინციპულ მეტოქეს, “მადრიდის რეალს სძლიეს” და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც “მანჩესტერს” შეხვდებიან. .. კვლავ განმეორდება 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ოღონდ მაშინ 27 მაისს შედგა შეხვედრა, ახლა კი 28-ში იგეგმება 🙂

თუმცა ეს ყველაფერი მომავალია. მე კი მინდა ცოტა ისტორიას გადავხედოთ… ფორმა და მისი სტილი, ფერები, მნიშვნელოვანია ნებისმიერი კლუბისათვის, რადგან ფორმაც როგორც გერბი სავიზიტო ბარათივითაა ხოლმე. ხშირად ფორმიდან გაომდინარე იძენს გუნდი მეტსახელსაც. მაგალითად, ბარსელონას მეტსახელი “ბლაუგრანა” მისი ფორმიდან გამომდინარეობს, უფრო სწორად ფორმის ფერებიდან: ლურჯი და ბროწულისფერი. ამასვე აღნიშნავს სიტყვა “ბლაუგრანა” კატალონიურ ენაზე.

მეტი

სახალისო პოლიტიკური ამბები – გაგრძელება

10 Comments

politic

წინა თემის ბმული 🙂

* * *

ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს ცნობილმა ინგლისელმა ადმირალმა ჰორაციო ნელსონმა შეცდომა დაუსვა, რის შესახებაც გადაწყვიტა დეტალურად მოეხსენებინა უფროსობისათვის. სათანადო მოხსენება, თავი მართლებასთან ერთად ფაქტის ჭეშმარიტ აღწერას წარმოადგენდა. ადმირალის თანამებრძოლმა და მეგობარმა, კაპიტანმა ბოლმა, რომელიც მოხსენებას გაეცნო, შენიშნა, რომ ეს იყო ლაკონურობისა და ნათელი სტილის ნიმუში, მაგრამ მისი გაგზავნა ხელმძღვანელობისათვის მიზანშეუწონლად მიიჩნია.

– მეგობრულად გირჩევთ, – მიმართა ადმირალს მეგობარმა, – არასოდეს არ იმართოლთ თავი მანამდე, სანამ თქვენთვის ბრალი არ დაუდიათ შეცდომაში.

მეტი

ბლოგის არსი

2 Comments


ცოტა ბლოგის შესახებაც… მოკლედ,  ეს იქნება ჩვეულებრივი ბლოგი რა თქმა უნდა, თუმცა ცოტა საიტის ვარიანტებიც ექნება მეტი

გამარჯობა, გამარჯობა

7 Comments


მოკლე და კონკრეტულად, ბლოგსპოტზე წვალების შემდეგ, ისევ ჩემთვის კარგად ნაცნობ ვორდპრესს მივადექი და შევქმენი ბლოგი, ჩემთვის და ყველა მეგობრისათვის… მეტი