maxresdefault

ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი. გვიყვარს იმდენდ, რომ როცა დიდად არ გვივარგა არც შინაური კლუბი და არც ეროვნული ნაკრები, მონდომებით ვგულშემატკივრობთ არაქართველებს, ოღონდ ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი და სანახაობა ვნახოთ… ერთ-ერთ ასეთ ზეიმად უნდა ქცეულიყო 11 აგვისტოს გამართული სუპერთასის ფინალი, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მონაწილე კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გრანდია კატალონიის „ბარსელონა“. კლუბი, რომლის ფერების დანახვაზეც კი ჟრუანტელი გვივლის გულშემატკივრების უმეტესობას, კლუბი, რომლის თამაშებზეც სად აღარ ვიკრიბებოდით და ვიკრიბებით გულშემატკივრები – ჯერ იყო „სპორტ კაფე“, მერე „ივენთ ჰოლი“, „ბერნარდი“, ისევ „ივენთ ჰოლი“. ასე, 6 წელია უკვე, ვიკრიბებით იმისათვის, რომ დიდ ეკრანზე ერთად ვნახოთ საყვარელი კლუბის თამაში და როგორც წესი, ბილეთებზე ამ დროსაც ტაციაობაა ხოლმე. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ გაიაზროს ყველამ, რომ ლოგიკურად, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო დიდი ინტერესი იმ თამაშის მიმართ, რომელიც დინამოზე გაიმართბეოდა და სადაც „ბარსელონა“-ს რეალურად ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა გულშემატკივარს. ასევე, არც „სევილიაა“ ხელწამოსაკრავი გუნდი და მასაც ეყოლება გულშემატკივარი საქართველოში, დარწმუნებული ვარ.

როცა პირველად გავიგე, რომ აწ უკვე ავადსახსენებელი biletebi.ge-ზე გაიყიდებოდა ბილეთები, გულმა რეჩხი მიყო – თეატრის ბილეთები ძლივს ვიყიდე ორჯერ მანდ და როგორ მოერევიან მეთქი ასეთი თამაშის ბილეთებს. მაგრამ მერე, თავი დავიმშვიდე, ამხელა ორგანიზაციაა „უეფა“, ამხელა მატჩია დაგეგმილი და მოემზადებიან მეთქი იქამდე. ბილეთების გაყიდვამდე შევდიოდი ხშირად საიტზე და უფრო და უფრო არ მომწონდა, ის გაუგებარი შეცდომები, რასაც შიგადაშიგ საიტი ყრიდა. მე 6 წელია IT-ში ვარ, აქედან 1,5 Windows სისტემის ადმინისტრატორი. ადმინისტრატორისთვის ეს ჯერ კიდევ მცირე გამოცდილებაა, მაგრამ აქ გამოცდილებაც  არ იყო საჭირო, უფორ მეტიც – არა IT სპეცალისტებიც ხვდებოდნენ, რომ ამხელა ინტერესს ძლიერი სერვერული სისტემა თუ გაუმკლავდებოდა… სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენი ცუდი წინათგრძნობა 22 ივნისს ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში ახდა… სერვერი ნაჯაფარი ცხენივით დავარდა და ბილეთების მსურველები დავრჩით F5-ის და სასწაულის იმედზე… ყველას გახსოვთ ალბათ, biletebi.ge-ს წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები – ხან ჰაკერულ შეტევებზე, ხან ვერ გათვლილ რაოდენობაზე, რომლის შემდეგაც „სელველმა გაწედა“. ერთი განცხადებაც და მეორეც, იყო თავის მართლების უსუსური მცდელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ასეთი მატჩის მიმართ ამხელა ინტერესს რომ არ ელოდო ადამიანი, რომელსაც ცოტა მაინც აზროვნება შეგიძლია – არის აბსურდი. მაშინ ჭურში უდა ცხოვრობდე და გაგონილიც არ უნდა გქონდეს ფეხბურთი რა არის. biletebi.ge-მ არათუ ვერ ან არ გათვალა ეს ყველაფერი, თავხედობა ეყო და ფეისბუქზე ათას ტყუილს წერდა, რატომღაც ეგონათ, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მათ გარდა არავის ჰქონდა შეხება და მათი ქეციანი სერვერის გარდა, სერვერი არ არსებობდა საქართველოში. საქართველო პატარა ქვეყანაა (და ყოველდღიურად უფრო აპატარავებენ ჩვენდა სავალალოდ), აქ ყველა ყველას იცნობს ლამის. აიტი სფეროც ასეთია – მალე ვრცელდება ჩვენთვის გასაგები შიდა ამბები, ხოდა მოგახსენებთ – მათი პირველი სერვერი, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი სტაციონარული კომპიუტერი იყო, რომლის მონაცემებიც ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე თქვენი კომპიუტერის, ჩემო მკითხველო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი კომპიუტერი, სადაც ახლა ამ პოსტს ვწერ, იმ ე.წ. „სერვერთან“ შედარებით, ნასას სერვერია. ასე, რომ სულ ცოტა გამოცდილი სპეციალისტსაც შეეძლო განესაზღვრა, რომ ის სერვერი 500 კაცსაც კი ვერ გაუძლებდა, არათუ ამდენ ერთდროულ მიმართვას!

More

Advertisements