მთავარი

დაბადების დღეს გილოცავ…

7 Comments

დღეს დიდი დღეა, დიდი. უკვე 21 სექტემბერია,  ეს კი ნიშნავს, რომ დღეს ამ ბლოგის ავტორის, ჩემი უსაყვარლესი მეგობრის, უბრალოდ კარგი ადამიანის –  ნინო კევლიშვილის (Barcelonisimo)  დაბდების დღეა. More

Advertisements

“ბარსელონას” ლეგენდები – კარლეს რექსაჩი.

3 Comments

მიგელისა და ჩავი ერნანდესის შემდეგ კარლეს რექსაჩს ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული “ბარსელონას” მაისურით –  452.  12 წლის იყო, როცა კატალონიური კლუბის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. 34 წლისამ სწორედ “ბარსელონაში” დაასრულა კარიერა. 54 წლის ასაკში კი, 2001 წელს, კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. More

23 ივლისი – ემის უკანასკნელი დღე.

3 Comments

დღეს ცნობილი გახდა, რომ წუხელ, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა პოპულარული მომღერალი ემი უაინჰაუზი. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომღერლის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. More

ბოიანი წავიდა. :(

2 Comments

“ბარსელონაში” ბოიან კრიკიჩი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. დიახ, იყო, ახლა კი ის უკვე იტალიური “რომას” თავდამსხმელია. მეც, როგორც თითქმის ყველა “კულეს” მისი ძალიან მეიმედებოდა და მეგონა რომ “ბარსას” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდებოდა, თუმცა იმედები არ გამიმართლდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი  მუდმივმა ტრავმებმა დატანჯა. სწორედ ტრავმები მიიჩნევა “ბარსაში”  მისი კარიერის დასრულების მთავარ მიზეზად. More

„ბარსელონას“ ლეგენდები – ლადისლაო კუბალა

2 Comments

1999 წელს, კლუბის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. ლადისლაო კუბალამ, რომელიც 1951-61 წლებში თამაშობდა კატალონიურ გრანდში, დიდი უპირატესობით იმარჯვა. უნგრეთიდან დევნილმა კუბალამ კატალონიელებთან კონტრაქტი 1950 წლის 15 ივნისს გააფორმა, თუმცა ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 1 წლის შემდეგ ჩაატარა. More

„ბარსელონას“ ლეგენდები – ელენიო ერერა

დატოვე კომენტარი

ელენიო ერერა მსოფლიო ფეხბურთის  ისტორიაში გამორჩეული მწვრთნელია, საფეხბურთო სამყაროს ისტორიკოსები კი ერთ-ერთი პოპულარული ტაქტიკური სქემის – „კატენაჩოს“ შემქმნელად სწორედ მას მიიჩნევენ. თუმცა ეს იყო მილანის „ინტერში“,  მანამდე კი მან „ბარსელონასთან“ ერთად მოიპოვა აღიარება: 1958 წელს მაშინდელი ბაზრობათა (შემდეგ უეფას თასი, ახლა უკვე ევროპის ლიგა  😀 ) თასი მოიგო, 1959 წელს  ესპანეთის ჩემპიონატი და თასი, 1960 წელს კი კვლავაც იმარჯვა ლა ლიგაში და მეორედ აღმართა ბაზრობათა თასი. More

“ბარსელონას” ლეგენდები – ანტონი რამალიეტსი.

დატოვე კომენტარი

რიკარდო ზამორას შემდეგ ანტონი რამალიეტსი “ბარსელონას” საუკეთესო მეკარედ ითვლება. სიმბოლურია, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო კარის დარაჯმა უძლიერესი მეკარისთვის განკუთვნილი რიკარდო ზამორას პრიზი 1952, 1956, 1957, 1959 და 1960 წელს ხუთჯერ მოიგო. More

Older Entries