MultiTouchVirtualKeyboard

ბლოგზე მაქვს ქართული კლავიატურის დამატების წესი Windows XP-სთვის – იხ.ბმული: ქართული კლავიატურა / Georgian Keyboard ეს ძველი პოსტია და რადგან დღეს უკვე Windows 7 –ს იყენებს ბევრი, გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ, ქართული კლავიატურის დამატების წესები Windows 7-ზე. მით უმეტეს, რომ ბევრი მეკითხება და ბევრი კომენტარი დაგროვდა ძველ პოსტზეც ამის შესახებ.

ენის დამატების წესი გავს ორივე Windows-ზე, მაგრამ Windows 7 –ზე თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ არანაირი პროგრამის ინსტალაცია, ქართული ენის დასამატებლად!.. Windows 7-ში ინტეგრირებულია ქართული კლავიატურაც.

მოკლედ, ვხსნით Start – Control Panel-ს და თუკი აქ გაქვთ ჩართული დალაგება კატეგორიების მიხედვით, მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ აირჩიოთ ბრძანება: Change keyboards or other input methods

1.3.4

2 Georgian Keyboardთუკი განლაგება არის Large Icons ან Small Icons როგორც ეს ნაჩვენებია  ფოტოზე, მაშინ Control Panel ში ნახავთ ჩანართს Region and language და დააჭირეთ მასზე მუსის მარცხენა ღილაკით Smile

qartuli klaviatura sevenize

გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა აირჩიოთ: Keyboard and languages, შემდეგ კი დააჭიროთ ღილაკს Change Keyboards

4

რა თქმა უნდა აჭერთ OK-ს და იხსნება მომდევნო ფანჯარა, სადაც აუცილებლად გჭირდებათ ღილაკი Add

5

მომდევნო ფანჯარაში მოძებნეთ Georgian (Georgia) მონიშნეთ და დააჭირეთ + ღილაკს და გაშლილ მენიუში აირჩიეთ განლაგება Keyboard (QWERTY )

6

ამის მერე რა თქმა უნდა, აუცილებლად აჭერთ ღილაკს OK და დანარჩენ ორ ფანჯარაშიც ასევე აუცილებლად აჭერთ ღილაკს OK .

თუ ყველაფერს ზუსტად გააკეთებთ, ქართული კლავიატურა აუცილებლად ჩაჯდება ამოცანათა პანელზე. კითხვები დატივეთ კომენტარებში Winking smile

ყურადღება: ანალოგიურია ქართული (ან ნებისმიერი სხვა) კლავიატურის დაყენება Windows Vistaze-ზეც.