მთავარი

რეკლამა ჩვენებურად

%(count)s კომენტარი

the simpsons

ქართველები დიდი ხანია შევთანხმდით იმაზე, რომ ვართ ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ერი. ასეთი ერთსულოვანი შეთანხმება მგონი არაფერზე არ გვაქვს საერთოდ და ამიტომაც ჩვენი სიზარმაცესთან შეზავებული ნიჭი ეტყობა ყველაფერს, მათ შორის რეკლამასაც.

მე არ ვარ მარკეტინგის სპეციალისტი, მაგრამ მეც კი ვიცი ცნობილი პრინციპები: რეკლამა უნდა იყოს ინფორმაციული, ადვილად აღქმადი და ისეთი, რომ დარჩეს თავში მნახველს. მოკლედ, რეკლამის შედეგად უნდა მოგინდეს პროდუქციის ყიდვა, მომსახურების მიღება და ა.შ.  თუკი მაყურებელს რეკლამა შეუყვარდა კიდეც, ეს უკვე ბონუსია ალბათ, მისი შემქმნელებისათვის.

ჩვენში ეს სხვანაირად ესმით მგონი. აქ მთავარი უკვე რეკლამაა. შინაარსი კი ხან პლაგიატია, ხან ბანალური, ხან ალოგიკური, ხან მარაზმი და იშვიათად – კარგი.

More

შემოდგომა…

3 Comments

290810_1111

შემოდგომა…

წელიწადის დრო, რომელიც არ მიყვარს.. თუმცა არ მიყვარს ქალაქში, სოფლად კი სულ სხვაა…

ახლაც მენატრება ალიონზე წამოდგომა, შემოდგომის სუსხის შეგრძნება და ცხელი ყავით გათბობა და პაპიდას დიდ შალში გახვევა… ვერაფერი შეედრება ჯერ კიდევ მწვანე, აქა-იქ წითელ-ყვითლად შეფერადებულ ტყეს…

ორღობეებში ატეხილ გადაძახილებს – რთველისთვის ემზადებიან კახელები…

სუნი…

დამწვარი თივის, ახლად დაწურული ყურძნის, სიმინდის გამხმარი ფუჩეჩის და ნაკელის სუნი დგას ხოლმე ამ დროს ორღობეებში. ვინც არ იცის, იქნებ გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ესაა ის სუნი, სუნი კი არა სურნელი, რაც არის შემოდგომობით სოფლად და ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება, ისეთი თბილია და მშობლიური…

ისევე მშობლიური, როგორც შემოდგომის ჯერ კიდევ თბილი მზე, რომელიც შუადღისით გაბატონდება ცის კაბადონზე და გულში ისე გიკრავს სხივებით, როგორც დიდი ხნის უნახავ შვილს დედა…

შემოდგომა მომნატრებია – შემოდგომა სოფლად…

ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს და მონატრებულ მაკას…

ვის უნდა შერცხვეს?

2 Comments

democracy1

საშინლად არ მინდოდა, ბლოგზე ასეთი მძიმე პოსტები, მაგრამ ახლა დუმილი არ შეიძლება.. მით უმეტეს, როცა ბლოგის საკონტაქტო მეილზე წერილი მივიღე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლისაგან, რომელსაც უცვლელად, ე.წ. “სქრინის” სახით შემოგთავაზებთ ბოლოს, მაგრამ ჯერ სათქმელი…

გუშინ კიდევ ერთი აგრესიული შეხლა-შემოხლა ვიხილეთ და წამსვე შერცხვა საზოგადოების ფსევდო პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს… დაიწყეს საუბარი, რომ ქართველები ვართ ჯერ კიდევ გაუნათლებელი და ბნელი ხალხი, რომ ვართ ველურები… უკაცრავად!!! მე და ბევრი ჩემნაირი გუშინ იქ არ ყოფილა და უმეტესობას გული გაგვისკდა, როდესაც ვიხილეთ მოძღვრები ხელში ტაბურეტებით და გინებით მორბენლები… დიახ, ეს საშინელებაა! თუმცა, რელიგიის და ეკლესიის დისკრედიტაციის მოსურნეები ალბათ ბედნიერები იყვნენ, ამ ყველაფრით… ჩვენ ვიცით, რამდენი უღირსი “მოძღვარი” ჰყავს შეფარებული ეკლესიას და რამდენი ღირსეულიც მსახურობს ამავდროულად. მაგრამ უღირსების წარმოჩენა ხდება მუდამ და მთელი ეკლესიის ლაფში ამოსვრა და მერე ქრისტიანობის დაკნინების მცდელობა. ამიტომ მაინტერესებს, ვინც მსგავს მიდგომეს ეთანხმებით, წაკითხული გაქვთ თუ არა, ძველი ან ახალი აღთქმა, სახარება, ანდაც ბიბლია? ვეჭვობ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტეს და ქრისტიანობას არ გააგიგივებდით ადამიანებთან! ასე, რომ სიბნელე და გაუნათლებლობა თქვენსკენ მოიკითხეთ, არც თქვენ ხართ ნაკლებნი ამ ხალხზე, თქვენი მწვალებლური ბუნებით! იგივე ითქმის იმ ხალხზეც, ვინც დაარბია თუნდაც სამარშრუტო ტაქსები და არც უფიქრია, რომ სხვა მოქალაქეებსაც შეუმქნეს საფრთხე. დიახ, აკლიათ რელიგიური და ზოგადი განათლებაც, აკლიათ შეგნებაც, მაგრამ ამით თქვენ მათზე მაღლა ვერ დგებით, ფსევდო ლიბერალებო!

More

10 რჩევა დამწყებ ფოტომოყვარულებს

დატოვე კომენტარი

cute-girl-photographer-Favim.com-604025

დღეს ციფრულ ეპოქაში თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ფოტოაპარატი, ან მობილურში ჩაშენებული ფოტოკამერა მაინც აქვს უმეტესობას, რაც რა თქმა უნდა, პრაქტიული და მოსახერხებელია, როცა გინდა დააფიქსირო სამახსოვრო კადრები. მით უმეტეს, რომ ამ კადრების გამოფენის არეალი ახლა უკვე ყველას დიდი გვაქვს – Facebook! Winking smile თუმცა, მოდი შევთანხმდეთ – ფოტოს გადაღებისათვის არ კმარა მხოლოდ კამერის მიშვერა და თითის დაჭერა. საჭიროა კომპოზიციის, განთების და ა.შ. შერჩევა. სულ ერთია, რითი იღებთ, ტელეფონის ყველაზე მარტივი კამერით თუ ნახევრადპროფესიონალური კამერით. ზოგადად, თანამედროვე ფოტოკამერები თითქმის ყველაფერს აკეთებენ პატრონის მაგივრად – ასწორებენ ფოკუსს, ეძებენ სახეს, ღიმილს და სხვ. თუმცა, საქმე თქვენც საკმაოდ გრჩებათ.

More

უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი

13 Comments

abortion-mychoice

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცოტა უცნაურ საზოგადოებაში გვიწევს ახლა ცხოვრება. აიტაცებენ რაღაც თემას და ითხოვენ მის გატანას.. ამჟამად აბორტის აკრძალვის თემაა აქტუალური. ბევრგან წავაწყდი სიკუსიას, ბევრი პეტიცია თუ ჯგუფი შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა აკრძალვის მოთხოვნისათვის. არ მოვაწერ ხელს და ვეცდები ავხსნა, რატომ..

დასაწყისშივე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აბორტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე პირადად, ჩემთვისაც ის მკვლელობაა, თუმცა აკრძალვა არ მიმაჩნია გამოსავლად. ეს უფრო დაამძიმებს ისედაც რთულ, დემოგრაფიულ მდგომარეობას, რადგან იატაკქვეშა აბორტმახერები მომრავლდებიან, რომლებიც კაცმა არ იცის, როგორ და რა პირობებში გააკეთებენ ამ ურთულეს ოპერაციას. თუკი, ახლა წელიწადში 36 000 ბავშვი არ იბადება (სტატისტიკა მართლაც შემზარავია), აკრძალვის შემდეგ მზად ვართ, რომ 36 000 ახლგაზრდა ქალიც მოკვდეს?

საერთოდაც, როცა ჩანასახის სიცოცხლის უფლებაზე ვსაუბრობთ, ქალების უფლებებიც არ უნდა დავივიწყოთ. არავის, არ აქვს უფლება, ქალს აიძულოს ორსულობა. სიტყვაზე, სახელმწიფო მიხედავს უკვე დაბადებულ, არასასურველ ბავშვს, რატომ გვავიწყდება, რომ ორსულობა მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესებისგან შედგება. ჯერ ერთი, ორსულს კარგი კვება და მოვლა უნდა, შემდეგ მინიმუმ ორი სეზონისათვის მან გარდერობი მთლიანად უნდა განაახლოს, რადგან ზომები იცვლება, ბუნებრივია. ბევრ ქალს არ სურს ეს, ან არ აქვს საშუალება. შესაბამისად, არავის არ აქვს უფლება, ქალს აიძულოს გამრავლების ობიექტად, ინკუბატორად ყოფნა, ეს ქალთა უფლებების დარღვევაა და ყველამ ვიცით, როგორ პირობებში ცხოვრობენ უარყოფილი ბავშვები, თავშესაფრებში. ჯერ შექმენით პირობები ბატონებო და შემდეგ ისაუბრეთ აკრძალვაზე!!! ამასთან, როცა სხვა საკითხების გათვალისწინებისას ვსაუბრობთ რელიგიური უმცირესობების შესახებ, ახლაც არ უნდა დაგვავიწყდეს ეს კატეგორია.

More

პიკასო და კომპანია „ეფლი“

%(count)s კომენტარი

 

PabloPicasso-580x570

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა შუაშია პიკასო „ეფლთან“ ? რა შუაშია და, როგორც აღმოჩნდა, სტივ ჯობსი პიკასოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მისმა შემოქმედებამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, „ეფლის“ ვიზუალური და გრაფიკული მხარის განვითარებაში. ასე მაგალითა, ჯობსმა მისი ნამუშევრები გამოიყენა „Think Different“ -ის ერთ-ერთ სარეკლამო აქციაში. ამასთან, ეს არ ყოფილა ერთი შემთხვევა – პიკასოს შემოქმედებამ იმაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა „ეფლის“ პროდუქციაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჯობსს თავისი მოგონებების წიგნში პიკასოს ფრაზაც აქვს ციტირებული: „კარგი მხატვრების ასლს, დიდი მხატვრები მოიპარავენო“. ამდენად, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პიკასოს შემოქმედებამ ასეთი დიდი ადგილი დაიკავა „ეფლის“ ვიზუალურ მხარეში. More

IP–ს დაყოფა, ქვექსელის შექმნა

31 Comments

Subneting

წინა პოტში ვისაუბრე IP მისამართების ორობით სისტემაზე და ქსელის ნიღაბზე, რომელიც დაგვჭირდება ქვექსელის შექმნისას, ე.წ. საბნეტებისათვის. რადგანაც, ახლა უფრო მოსახერხებელია სიტყვის “საბნეტის” გამოყენება, სამწუხაროდ, მომიწევს ქართული ენის ნორმების დარღვევა და ამ ტერმინის გამოყენება. რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვა გზა არაა, პოსტი დამწყებებისთვისაა და მათთვის უფრო ნაცნობია, ტერმინი – საბნეტი. წინა პოსტის ბმული: IP – მისამართების ორობითი სისტემა და ქსელის ნიღაბი

More

Older Entries Newer Entries