მთავარი

პიკასო და კომპანია „ეფლი“

%(count)s კომენტარი

 

PabloPicasso-580x570

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა შუაშია პიკასო „ეფლთან“ ? რა შუაშია და, როგორც აღმოჩნდა, სტივ ჯობსი პიკასოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მისმა შემოქმედებამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, „ეფლის“ ვიზუალური და გრაფიკული მხარის განვითარებაში. ასე მაგალითა, ჯობსმა მისი ნამუშევრები გამოიყენა „Think Different“ -ის ერთ-ერთ სარეკლამო აქციაში. ამასთან, ეს არ ყოფილა ერთი შემთხვევა – პიკასოს შემოქმედებამ იმაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა „ეფლის“ პროდუქციაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჯობსს თავისი მოგონებების წიგნში პიკასოს ფრაზაც აქვს ციტირებული: „კარგი მხატვრების ასლს, დიდი მხატვრები მოიპარავენო“. ამდენად, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პიკასოს შემოქმედებამ ასეთი დიდი ადგილი დაიკავა „ეფლის“ ვიზუალურ მხარეში. More

გერნიკა…

14 Comments

პაბლო პიკასოს “გერნიკა” ომის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა –  უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტები, რომელთაც მხარს გერმანელი ნაცისტები უჭერდნენ, მემარცხენე რესპუბლიკელების მთავრობას თავს დაესხნენ. ამ დიდი შოკის მომგვრელი სურათით პიკასოს იმ მსხვერპლისა და ნგრევის ჩვენება სურდა, რაც 1937 წელს ნაცისტთა მიერ რესპუბლიკელთა მხარდამჭერი ქალაქის, გერნიკას დაბომბვას მოჰყვა.

More

ახლებური ხედვა…

4 Comments

რენესანსის პერიოდში, ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, ძალიან პოპულარული იყო რელიგიური სურათები. თუმცა ძველ, ბიბლიურ იგავებს ახლა უკვე სრულიად განსხვავებულად გამოხატავდნენ. მოქმედება ხშირად თანამედროვე გარემოში  გადაჰქონდათ, ხოლო ხატვის ახალი ტექნიკის, მათ შორის პერსპექტივის გამოყენება სურათებს უფრო რეალისტურს ხდიდა.

More

პეიზაჟის არჩევა…

14 Comments

შუა საუკუნეებში ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ პეიზაჟს არ შეიძლებოდა დამოუკიდებელი მნიშნველობა ჰქონოდა. მას მხოლოდ ისტორიული სცენების ფონად იყენებდნენ. ხშირად ეს იყო მთავარი გმირების უკან განლაგებული რამდენიმე ქვა. (XIV  საუკუნის ერთ–ერთ წიგნი მხატვრებს ქვების მოგროვებასაც კი ურჩევდა.) თუმცა,  XVI  და  XVII  საუკუნეებში ყველაფერი  შეიცვალა.

More

ილუზიის შექმნის ხელოვნება…

5 Comments

ნატურმორტი ასახავს უძრავ საგნებს:ყვავილებს, ხილს, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და ნებისმიერ სხვა საგანს, რომლის დახატვასაც მხატვარი მოისურვებს. მე–19–ე  საუკუნის ბოლომდე თითქმის ყველა  ნატურმორტის ავტორის მიზანი იყო მაქსიმალური რეალისტურობის მიღწევა. მხატვრები ამ მხრივ ძალიან დახელოვნდნენ.

More

რა არის მხატვრობა?

დატოვე კომენტარი

სიტყვა  “მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიულ  გამოქვაბულის  სურათებით დაწყებული – თანამედროვე სამხტვრო გალერეის კედელზე დამოკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. More

რა უნდა ვიცოდეთ სურათის შესახებ?

3 Comments

სურათით რომ დატკბე, მის შესახებ რაიმეს ცოდნა აუცილებელი არაა, თუმცა, უკეთესია, თუ დამატებითი ინფორმაცია გექნება. ამ გვერდებზე ასეთი ინფორმაციის მცირე ნაწილია მოცემული. More

Older Entries