მთავარი

პიკასო და კომპანია „ეფლი“

%(count)s კომენტარი

 

PabloPicasso-580x570

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა შუაშია პიკასო „ეფლთან“ ? რა შუაშია და, როგორც აღმოჩნდა, სტივ ჯობსი პიკასოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მისმა შემოქმედებამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, „ეფლის“ ვიზუალური და გრაფიკული მხარის განვითარებაში. ასე მაგალითა, ჯობსმა მისი ნამუშევრები გამოიყენა „Think Different“ -ის ერთ-ერთ სარეკლამო აქციაში. ამასთან, ეს არ ყოფილა ერთი შემთხვევა – პიკასოს შემოქმედებამ იმაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა „ეფლის“ პროდუქციაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჯობსს თავისი მოგონებების წიგნში პიკასოს ფრაზაც აქვს ციტირებული: „კარგი მხატვრების ასლს, დიდი მხატვრები მოიპარავენო“. ამდენად, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პიკასოს შემოქმედებამ ასეთი დიდი ადგილი დაიკავა „ეფლის“ ვიზუალურ მხარეში. More

23 ივლისი – ემის უკანასკნელი დღე.

3 Comments

დღეს ცნობილი გახდა, რომ წუხელ, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა პოპულარული მომღერალი ემი უაინჰაუზი. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომღერლის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. More

Karl Lagerfeld – მოდის მეფე.

2 Comments

დაიბადა 1938 წლის 10 სექტემბერს ჰამბურგში, ბანკირის საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამის ფინანსურმა შეძლებამ, რომელმაც დიდძალი ფული ევროპაში კონსერვირებული რძის ექსპორტით იშოვა, ბიჭს საშუალება მისცა შესანიშნავი განათლება მიეღო. ადრეულ ასაკში ბრწყინვალედ შეისწავლა ინგლისური, იტალიური და ფრანგული ენები, გადაიკითხა მშობლების მდიდარი ბიბლიოთეკა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მის “მეს” ჩამოყალიბებაში დედამ – სუფთასისხლიანმა არისტოკრატმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. More

რიხარდ ვაგნერი – სკანდალური, გენიოსი, რეკორდსმენი

6 Comments

vagner

რიხარდ ვაგნერი 1813 წლის 22 მაისს დაიბადა  ქალაქ ლაიპციგში. რიხარდი კარლ ფრიდერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი იყო . ვაგნერს დაბადებიდან 6 თვეში მამა გარდაეცვალა, ამიტომ დედამ, ჯოანა ვაგნერმა დაიწყო მსახიობ ლუდვიგ გეიერთან ცხოვრება. გეიერი აგრეთვე დრამატურგი გახლდათ, 1814 წლის აგვისტოში გეიერი და ჯოანა დაქორწილდნენ.

More

ფრანც პეტერ შუბერტი

5 Comments

შუბერტი ერთ-ერთი უძლიერესი კომპოზიტორია მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. ის 1797 წლის 31 იანვარს ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ ლიხტენთალში დაიბადა.

More

გერნიკა…

14 Comments

პაბლო პიკასოს “გერნიკა” ომის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა –  უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტები, რომელთაც მხარს გერმანელი ნაცისტები უჭერდნენ, მემარცხენე რესპუბლიკელების მთავრობას თავს დაესხნენ. ამ დიდი შოკის მომგვრელი სურათით პიკასოს იმ მსხვერპლისა და ნგრევის ჩვენება სურდა, რაც 1937 წელს ნაცისტთა მიერ რესპუბლიკელთა მხარდამჭერი ქალაქის, გერნიკას დაბომბვას მოჰყვა.

More

ახლებური ხედვა…

4 Comments

რენესანსის პერიოდში, ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, ძალიან პოპულარული იყო რელიგიური სურათები. თუმცა ძველ, ბიბლიურ იგავებს ახლა უკვე სრულიად განსხვავებულად გამოხატავდნენ. მოქმედება ხშირად თანამედროვე გარემოში  გადაჰქონდათ, ხოლო ხატვის ახალი ტექნიკის, მათ შორის პერსპექტივის გამოყენება სურათებს უფრო რეალისტურს ხდიდა.

More

Older Entries