მთავარი

ს.კ. "ბარსელონას" ფორმები–ნაწილი II

%(count)s კომენტარი

FC-Barcelona-Champions-league-Winner

ვაგრძელებ კარგა ხნის წინ დაწყებულ პოსტს “ბარსელონას” ფორმების ისტორიის შესახებ. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ს.კ. "ბარსელონას" ფორმები

2000-01 საშინაო                                2000-01 საგარეო

Barcelona_00_01 homeBarcelona_00_01 away

More

“ბარსელონას” ლეგენდები – ანტონი რამალიეტსი.

დატოვე კომენტარი

რიკარდო ზამორას შემდეგ ანტონი რამალიეტსი “ბარსელონას” საუკეთესო მეკარედ ითვლება. სიმბოლურია, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო კარის დარაჯმა უძლიერესი მეკარისთვის განკუთვნილი რიკარდო ზამორას პრიზი 1952, 1956, 1957, 1959 და 1960 წელს ხუთჯერ მოიგო. More

“ბარსელონას” ლეგენდები – სეზარ როდრიგეს ალვარესი.

დატოვე კომენტარი

სეზარ როდრიგეს ალვარესი, იგივე სეზარი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია: პრიმერა დივიზიონში კატალონიელთა მაისურით 195 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი 235-ჯერ გამოიჩინა თავი. მარიანიო მარტინის შემდეგ (1943),  სეზარი “ბარსელონას” მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორის ტიტული მოიგო. More

“ბარსელონას” ლეგენდები – რიკარდო ზამორა

დატოვე კომენტარი

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რიკარდო ზამორა ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითლება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კი პრიმერა დივიზიონის საუკეთესო მეკარეს სწორედ ამ ლეგენდარული მეკარის სახელობის  პრიზით აჯილდოვებს. More

“ბარსელონას” ლეგენდები – ხოსეპ სამიტიერი.

%(count)s კომენტარი

ხოსეპ სამიტიერი  “ბარსელონას” ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო. ის 1919-1932 წლებში თამაშობდა კატალონიელთა შორის და 326 გოლი გაიტანა, თუმცა გოლების უმეტესობა ესპანეთის ჩემპიონატის დაარსებამდე სხვადასხვა ტურნირებში შეაგდო და ამიტომ, ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის, ისევე როგორც პაულინო ალკანტარა (კატალონიის ჩემპიონატში და ესპანეთის თასზე ჩატარებულ 357 თამაშ, 357 გოლი), ვერ ხვდება. More

copa america – ისტორია.

%(count)s კომენტარი

  არგენტინაში კოპა ამერიკის რიგით 43-ე გათამაშებამ აიღო სტარტი. კოპა ამერიკა სანაკრებო დონის ტურნირთა შორის ყველაზე ძველი შეჯიბრებაა.1910 წელს სარკინიგზო ხაზი გაიხსნა, რომელიც არგენტინის დედაქალაქს, ბუენოს აირესს ჩილესთან აკავიშერებდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად არგენტინის ხელისუფლებამ საფეხბურთო ტურნირის ჩატარება განიზრახა და ამ მიზნით მიწვევა ურუგვაის, ბრაზილიასა და ჩილეს გაუგზავნა. More

ს.კ. "ბარსელონას" ფორმები

3 Comments

player_fc_barcelona_1903_year.jpg%3Fw%3D450%26h%3D305

კიდევ ერთი პოსტი უნდა მივუძღვნა ჩემს საყვარელ კლუბს… ახლა მით უმეტეს, იმსახურებენ, როცა პრინციპულ მეტოქეს, “მადრიდის რეალს სძლიეს” და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც “მანჩესტერს” შეხვდებიან. .. კვლავ განმეორდება 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ოღონდ მაშინ 27 მაისს შედგა შეხვედრა, ახლა კი 28-ში იგეგმება 🙂

თუმცა ეს ყველაფერი მომავალია. მე კი მინდა ცოტა ისტორიას გადავხედოთ… ფორმა და მისი სტილი, ფერები, მნიშვნელოვანია ნებისმიერი კლუბისათვის, რადგან ფორმაც როგორც გერბი სავიზიტო ბარათივითაა ხოლმე. ხშირად ფორმიდან გაომდინარე იძენს გუნდი მეტსახელსაც. მაგალითად, ბარსელონას მეტსახელი “ბლაუგრანა” მისი ფორმიდან გამომდინარეობს, უფრო სწორად ფორმის ფერებიდან: ლურჯი და ბროწულისფერი. ამასვე აღნიშნავს სიტყვა “ბლაუგრანა” კატალონიურ ენაზე.

More

Older Entries