მთავარი

ევროპისკენ მიმავალი გზა რეცეპტებზე არ გადის!

2 Comments

მთავრობის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ – პრეპარატების უმეტესობა გაიცეს რეცეპტით, მოსახლეობის და ექიმების საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია.

მე პირადად ამ აკრძალვას ნაწილობრივ ვეთანხმები – არ შეიძლება მიიყარო ანტიბიოტიკები თვითნებურად. ალერგიას კი ტაბლეტებიც შველის, ხოლო თუ რთულადაა საქმე, მაშინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაიკეთო ტავეგილი ან სუპრასტინი ინექციის სახით. თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რატომღაც საკმაოდ დიდ ლაფსუსებს უშვებს.

1. ყბადაღებული “ნიმესილი” – იგივე ნიმესულიდი. ახლა გახდა ეს პრეპარატი სიცოცხლისათვის საშიში და საგანგაშო. შესაბამისად რეცეპტით გასაცემთა სიაში მოხვდა! არადა, ურეცეპტოდ გასაცემთა სიაშია დიკლოფენაკი, სავაჭრო დასახელებით “დიკლოფეროლი” – რომელიც ბევრად უფრო ტქოსიკურია, ვიდრე ნიმესილი! ჩემი ყველა ექიმი ერთხმად ამბობს ამას. მე მაწუხებს ქრონიკული სინუსიტი და მისი გამწვავების პერიოდში, ნიმესილის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის აუტანელი ტკივილის გაყუჩება. ნიმესილით ჩავანაცვლე დიკლოფეროლი 6 წლის წინ… მაშინ, როცა დიკლოფეროლმა ისე მომწამლა, კინაღამ საიქიოს გამისტუმრა (მიღების წესები და დოზირება არ დამირღვევია, ტავად პრეპარატი კი ექიმმა დანიშნა) !.. ეს ისტორია მოვყევი ღიად, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, პასუხი არაფრის მომცემი იყო. სამაგიეროდ, ორიოდ არაადეკვატური გამომიხტა, უადგილო და უაზრო კომენტარებით, რომელთა მოგერიების მერეც, მივხვდი რომ კედელს ცერცვს ვაყრიდი… ჰო, ურეცეპტოდ გასაცემი “კეტონალ დუო” კუჭის საშინელ ტკივილს იწვევს!!!

ასევე ურეცეპტოდ გასაცემთა სიაშია “დეტრალექსი”. საკმაოდ რთული პრეპარატი, რომლის მიღებაც არ შეიძლება ექიმის და კოაგულოგრამის გარეშე, მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ნიშნავენ. აქ კი სატელევიზიო რეკლამაც უკეთდება და ურეცეპტოდაც გაიცემა. რატომ? ამ კითხვაზე არც რეგულირების სააგენტოს გაუცია პასუხი, არც ჯანდაცვის სამინისტროს!

More

Online ბაზრობა-აფიორები ქართულად :)

8 Comments

sale

ეს პოსტი დიდი ხნის წინ მინდოდა დამეწერა, მაგრამ მოუცლელობის, უგანწყობობის და სხვათა გამო ვერ მოვაბი თავი.. დღეს ვიწყებ და იმედია, გავალ ბოლოში.

სათაურში “მარკეტინგი” რომ გამომეყენებინა, ალბათ უფრო “თაამედროვე” იქნებოდა, მაგრამ ჯერ ერთი ბარბარიზმია და მეორეც – რა თემასაც მინდა შევეხო, ბაზრობა-თვალთმაქცობაა და არა რეალური ბიზნესი.

დავიწყოთ ფასდაკლებების საიტებიდან, ასეთები მრავლადაა დღეს უკვე: hotsale, ideals, brao, swoop. vovovo და სხვ. იმდენია, ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. საიტებზე პროდუქცია და მათი ასორტიმენტი მრავალფეროვანია, თუმცა ყველა როდი შეესაბამება ხარისხს…

ჩემი პირველივე შენაძენიც ამის დასტური იყო. შარშან გადავწყვიტე, რომ შემეძინა თმის უთო და სწორედ მაშინ ვნახე შემოთავაზება მაღაზია “ილიტეკისაგან”

More

რეკლამა ჩვენებურად

%(count)s კომენტარი

the simpsons

ქართველები დიდი ხანია შევთანხმდით იმაზე, რომ ვართ ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ერი. ასეთი ერთსულოვანი შეთანხმება მგონი არაფერზე არ გვაქვს საერთოდ და ამიტომაც ჩვენი სიზარმაცესთან შეზავებული ნიჭი ეტყობა ყველაფერს, მათ შორის რეკლამასაც.

მე არ ვარ მარკეტინგის სპეციალისტი, მაგრამ მეც კი ვიცი ცნობილი პრინციპები: რეკლამა უნდა იყოს ინფორმაციული, ადვილად აღქმადი და ისეთი, რომ დარჩეს თავში მნახველს. მოკლედ, რეკლამის შედეგად უნდა მოგინდეს პროდუქციის ყიდვა, მომსახურების მიღება და ა.შ.  თუკი მაყურებელს რეკლამა შეუყვარდა კიდეც, ეს უკვე ბონუსია ალბათ, მისი შემქმნელებისათვის.

ჩვენში ეს სხვანაირად ესმით მგონი. აქ მთავარი უკვე რეკლამაა. შინაარსი კი ხან პლაგიატია, ხან ბანალური, ხან ალოგიკური, ხან მარაზმი და იშვიათად – კარგი.

More

შემოდგომა…

3 Comments

290810_1111

შემოდგომა…

წელიწადის დრო, რომელიც არ მიყვარს.. თუმცა არ მიყვარს ქალაქში, სოფლად კი სულ სხვაა…

ახლაც მენატრება ალიონზე წამოდგომა, შემოდგომის სუსხის შეგრძნება და ცხელი ყავით გათბობა და პაპიდას დიდ შალში გახვევა… ვერაფერი შეედრება ჯერ კიდევ მწვანე, აქა-იქ წითელ-ყვითლად შეფერადებულ ტყეს…

ორღობეებში ატეხილ გადაძახილებს – რთველისთვის ემზადებიან კახელები…

სუნი…

დამწვარი თივის, ახლად დაწურული ყურძნის, სიმინდის გამხმარი ფუჩეჩის და ნაკელის სუნი დგას ხოლმე ამ დროს ორღობეებში. ვინც არ იცის, იქნებ გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ესაა ის სუნი, სუნი კი არა სურნელი, რაც არის შემოდგომობით სოფლად და ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება, ისეთი თბილია და მშობლიური…

ისევე მშობლიური, როგორც შემოდგომის ჯერ კიდევ თბილი მზე, რომელიც შუადღისით გაბატონდება ცის კაბადონზე და გულში ისე გიკრავს სხივებით, როგორც დიდი ხნის უნახავ შვილს დედა…

შემოდგომა მომნატრებია – შემოდგომა სოფლად…

ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს და მონატრებულ მაკას…

ვის უნდა შერცხვეს?

2 Comments

democracy1

საშინლად არ მინდოდა, ბლოგზე ასეთი მძიმე პოსტები, მაგრამ ახლა დუმილი არ შეიძლება.. მით უმეტეს, როცა ბლოგის საკონტაქტო მეილზე წერილი მივიღე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლისაგან, რომელსაც უცვლელად, ე.წ. “სქრინის” სახით შემოგთავაზებთ ბოლოს, მაგრამ ჯერ სათქმელი…

გუშინ კიდევ ერთი აგრესიული შეხლა-შემოხლა ვიხილეთ და წამსვე შერცხვა საზოგადოების ფსევდო პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს… დაიწყეს საუბარი, რომ ქართველები ვართ ჯერ კიდევ გაუნათლებელი და ბნელი ხალხი, რომ ვართ ველურები… უკაცრავად!!! მე და ბევრი ჩემნაირი გუშინ იქ არ ყოფილა და უმეტესობას გული გაგვისკდა, როდესაც ვიხილეთ მოძღვრები ხელში ტაბურეტებით და გინებით მორბენლები… დიახ, ეს საშინელებაა! თუმცა, რელიგიის და ეკლესიის დისკრედიტაციის მოსურნეები ალბათ ბედნიერები იყვნენ, ამ ყველაფრით… ჩვენ ვიცით, რამდენი უღირსი “მოძღვარი” ჰყავს შეფარებული ეკლესიას და რამდენი ღირსეულიც მსახურობს ამავდროულად. მაგრამ უღირსების წარმოჩენა ხდება მუდამ და მთელი ეკლესიის ლაფში ამოსვრა და მერე ქრისტიანობის დაკნინების მცდელობა. ამიტომ მაინტერესებს, ვინც მსგავს მიდგომეს ეთანხმებით, წაკითხული გაქვთ თუ არა, ძველი ან ახალი აღთქმა, სახარება, ანდაც ბიბლია? ვეჭვობ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტეს და ქრისტიანობას არ გააგიგივებდით ადამიანებთან! ასე, რომ სიბნელე და გაუნათლებლობა თქვენსკენ მოიკითხეთ, არც თქვენ ხართ ნაკლებნი ამ ხალხზე, თქვენი მწვალებლური ბუნებით! იგივე ითქმის იმ ხალხზეც, ვინც დაარბია თუნდაც სამარშრუტო ტაქსები და არც უფიქრია, რომ სხვა მოქალაქეებსაც შეუმქნეს საფრთხე. დიახ, აკლიათ რელიგიური და ზოგადი განათლებაც, აკლიათ შეგნებაც, მაგრამ ამით თქვენ მათზე მაღლა ვერ დგებით, ფსევდო ლიბერალებო!

More

10 რჩევა დამწყებ ფოტომოყვარულებს

დატოვე კომენტარი

cute-girl-photographer-Favim.com-604025

დღეს ციფრულ ეპოქაში თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ფოტოაპარატი, ან მობილურში ჩაშენებული ფოტოკამერა მაინც აქვს უმეტესობას, რაც რა თქმა უნდა, პრაქტიული და მოსახერხებელია, როცა გინდა დააფიქსირო სამახსოვრო კადრები. მით უმეტეს, რომ ამ კადრების გამოფენის არეალი ახლა უკვე ყველას დიდი გვაქვს – Facebook! Winking smile თუმცა, მოდი შევთანხმდეთ – ფოტოს გადაღებისათვის არ კმარა მხოლოდ კამერის მიშვერა და თითის დაჭერა. საჭიროა კომპოზიციის, განთების და ა.შ. შერჩევა. სულ ერთია, რითი იღებთ, ტელეფონის ყველაზე მარტივი კამერით თუ ნახევრადპროფესიონალური კამერით. ზოგადად, თანამედროვე ფოტოკამერები თითქმის ყველაფერს აკეთებენ პატრონის მაგივრად – ასწორებენ ფოკუსს, ეძებენ სახეს, ღიმილს და სხვ. თუმცა, საქმე თქვენც საკმაოდ გრჩებათ.

More

IP – მისამართების ორობითი სისტემა და ქსელის ნიღაბი

23 Comments

binary and decimal

IP დამისამართება, მისი გადაყვანა ორობითიდან ათობითში და პირიქით, შემდეგ ქვექსელების ანუ ე.წ. საბნეტის შექმნა საკმაოდ საინტერესო თემაა, თუმცა ქართულად ნორმალური მასალა პრაქტიკულად არ იშოვება, ვერც რუსულად ვნახე ვერაფერი ნორმალური, ვერც ინგლისურად, სანამ სისკოს წიგნი არ ჩამივარდა ხელში… ხოდა, გადავწყვიტე, ეს მასალა დამედო ბლოგზე, იქნებ ვინმეს დაეხმაროს ეს პოსტი Smile

რადგან აქამდე მოხვედით და ამ სტატიას კითხულობთ, თქვენთვის აღარ იქნება საჭირო, იმის განმარტება რა არის და რა ევალება IP მისამართს, რა განსხვავებაა შიდა და გარე IP-ს შორის და ა.შ. (თუ არადა, ვიკიპედიაზეც არის ამაზე მასალა და დროს არ დავკარგავ, თუმცა, ამ სტატიის წაკითხვამდე აუცილებლად გადახედეთ, თუ არ იცით).

დღეს ვისაუბროთ შიდა IP დამისამართებაზე. ქსელის ნიღბსა და ორობით სისტემაზე. არ მინდა ძალიან გავართულო სტატია, დღეს ავხსნი საწყისებს და თუ დაგაინტერესებთ, შემდეგ პოსტებში ჩავუღრმავდები ამ თემას. ახლა კი, მივხედოთ ელემენტარულ საკითხებს.

More

Older Entries