მთავარი

როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ…

3 Comments

XXI საუკუნე ნელ–ნელა ეშხში შედის და უკვე ნათელია, ამ საუკუნეში უხასიათობამ იმატა, ეს ნამდვილად სტრესის საუკუნეა და როდესაც სტრესი და ცუდი განწყობა ცდილობს თავისი გამარჯვება იზეიმოს, More

Advertisements

პოეზიის ერთი წუთი…

დატოვე კომენტარი

Spring Rain Flowers

ანთ ნაწვიმარი მარმაში მეცვა,
ქარმა მაჩუქა ფერი მძივების,
მცხეთის უბიდან ვუმზერდი ზეცას
და შენზე ფიქრით ვერ ვიძინებდი.
გზებს გავყოლივარ, ბილიკს თოვლიანს
და ქარიშხლებთან მქონია დავა,
შენ ერთგულება არ გითხოვია,
მე ქვეყნად შენი ერთგული დავალ.
ცალირემივით ვტოვებდი ქალაქს,
რომ ტყის დუმილში ლექსზე მელოცა,
შენ ისევ ლურჯი თვალები დაგაქვს,
მე ისევ ბავშვის გული შემომრჩა.
პატარა ქალი, პატარა გული
და სიყვარულით სავსე თვალები,
მე ნაწვიმარი, ვით გაზაფხული,
არ გეყვარები?

ნაზი კილასონია

კახელის ბრძნული შეგონება

5 Comments

ღვინოს დავლევ, წყალს არა

qartuli sufra

როცა ნერვები დაჭიმულია,

ღვინო სიცოცხლე და სტიმულია!

 

ცხოვრება გირტყამს მძიმედ ხან ჩქარა,

ხან გაგიბზარავს გულს სიტყვა ავი,

ნერვებს ნუ ასდევ სინჯე „ხვანჭკარა“

ან წვრილი ჭიქით შესვი მანავი.

More

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ…

10 Comments

8c403eb8f9f6

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ და მოგვადგება კარზე ზამთარი,

შორს მოლოდონით გათანგულ ხეებს წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის.

მე ვფიქრობ თქვენზე, დიდი ხნის შემდეგ, ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს,

გთხოვთ მაპატიოთ, რომ ვერაფერი, ვერ ავასრულე, რაც დამარიგეთ…

ამბოხებული დაცხრნენ ვნებები, მუქდება ღამე ჩაქრა დაისი.

გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას, რომ ბედისწერა უცდის თავისი…

More