მთავარი

მოხუცი დურგალი და მისი რძალი

7 Comments

This and the next are nice

იყო ერთი მოხუცი დურგალი. განთქმული იყო თავისი ხელობითა და გონებით. ეს დურგალი მაღალი ბოძის წვერზე ააგებდა ისეთ სახლსა, რომელიც ამ ბოძზე ტრიალებდა და მუდამ მზე ანათებდა მის ოთახებს. მის მეტს ქვეყანაზე არავის შეეძლო ასეთი სახლის აშენება.

More

მეფობა ვერაფერი ხელობაა

12 Comments

Kings Crow2

იყო ერთი ძალიან ახალგაზრდა ხელმწიფე. მამა გარდაეცვალა თუ არა, ხალხმა მაშინვე მეფედ დასვა. ახალგაზრდაც იყო, ძალიან უყვარდა ნადირობა და მოიჩიტა კიდეც ამისთვის. ადრევე შეუდგა საცოლის ძებნასაც.

როგორც სანადიროდ, ისე საცოლის საძებრად ტანსაცმელ გადაცმული, მარტოდმარტო დაიარებოდა. ამ ხეტიალის დროს ერთი ქალწული ძალიან მოეწონა და მის პატრონს თავისი მოურავი გაუგზავნა და სთხოვა, რომ მიეთხოვებინათ თავისი ქალი ყმაწვილი მეფისთვის.

More

რძალი და ბრმა დედამთილი

3 Comments

robed_old_woman

ერთ რძალს ბრმა დედამთილი ჰყავდა. ერთ დღეს დედამთილმა ქათმის ხორცი მოინდომა და თავის რძალს სთხოვა: შვილო, შენ ისედაც დიდი ამაგი გაქვს ჩემზე, ეს სიკეთეც გამიწიე. ერთი პატარა მამალი ან ვარია დამიკალ, ქათმის ხორცისთვის კბილები მიკაწკაწებსო.

More

მეფე და ვეზირი

%(count)s კომენტარი

იყო ერთი მეფე, ჰყავდა სამი ვეზირი. ერთ დღეს მოიხმო მეფემ ვეზირები და უთხრა: – გამიგეთ, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რამდენი ხნის სავალია, ღმერთს საითა აქვს პირი და მე რამდენი ვღირვარო?

ვეზირებმა ვერ ახსნეს. მაშინ მეფემ უბრძანა: – მე სამი დღის ვადას გაძლევთ და ამ სამ დღეშო ან თქვენ ამიხსენით და ან იპოვეთ კაცი ამის ამხსნელი, თორემ სამივეს თავებს დაგაჭრითო.

More

მეცხვარე და მისი ნათლული

დატოვე კომენტარი

კავკასიონის მაღალ მთებში, პატარა სოფელში, ცხოვრობდა ვინმე მეცხვარე.  ერთ წელიწადს მეცხვარე შირაქში მიდიოდა ცხვრის ფარის სანახავად. ზამტარი იყო,  მთელ დღეს წყნარად თოვდა, მაგრამ შებინდებისას კი ამინდი შეიცვალა. ჯერ ნიავწანწალამ დაუბერა, მერე კი ქარბუქი ამოვრდა და მთელი მიდამო ნამქერში გაეხვია. ცხენი და მხედარი ბრმად მიიკვლევდნენ გზას. ქარი ქვისასავით აყრიდათ თვალებში თოვლის მონახვეტს. ერთგან ხიფათსაც კი გადარჩნენ: უმოაჯირო ხიდი უნდა გაევლოთ, ცხენმა ნაპირისკენ დაიწია და, ბედზე მხედარს თვალი რომ არ გაეხილა, ორივენი კლდეში გადაიჩეხებოდნენ. More

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

9 Comments

.
გადავწყვიტე, რომ ჩემი ბლოგი დავუთმო მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს და რა თქმა უნდა დიდი ადგილი ქართულ ხალხურ ზღაპრებს დაეთმობათ.  დიდი სიბრძნეა ჩადებული ზღაპრებში და ამასთან,  მასში ასახულია ერის ზნე, ყოფა-ცხოვრება, აზროვნება, ტრადიციები…  More