მთავარი

ბუდიზმი–ისტორია და მოძღვრება

11 Comments

buddha

ეს მასლა ერთ-ერთი ფორუმისთვის მოვამზადე, მაგრამ გადავწყვიტე, აქაც დავდო, დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება იმედია Winking smile ბევრი შესავალიც არ უნდა, პირდაპირ დავიწყებ…

ცოტაოდენი რამ ბუდიზმის ისტორიიდან:

ბუდიზმი ჯერ  ფილოსოფიური მოძღვრებად ჩამოყალიბდა, ვიდრე რელიგიად გადაიქცეოდა.

ძვ. წ. VI ს-ში, სიდჰარტი გაუტამა (ბუდას თავდაპირველი სახელია) , ჰიმალაის მთებთან მდებარე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შიკიების სახელმწიფოს მეფის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მის დაბადებას დედის სიცოცხლე შეეწირა და წინასწარმეტყველმა მეფე გაუტამა დაარიგა, რომ მის შვილს არ უნდა ენახა ადამიანთა ტანჯვის სამი ფენომენი: ავადმყოფი, მოხუცებული და მიცვალებული. მეფეც ისე ზრდიდა შვილს, რომ ეს ყველაფერი მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყო. მაგრამ უკვე ცოლ-შვილიანმა სიდჰარტმა ნახა ეს სამივე მოვლენა და როგორც ნაწინასწარმეტველები იყო, მიატოვა სამეფო კარი და განდეგილობაში ეძებდა ადამიანთა ტანჯვის ამ სამი ფნომენის მიზეზთა დადგენას.

More

მარტინ ლუთერ კინგი – შავკანიანთა უფლებების დამცველი.

16 Comments

მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს ატლანტაში. ის იყო გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა – იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები. მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა “მე მაქვს ერთი ოცნება”  წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ. კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა. More

აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

3 Comments

წ ა რ ს უ ლ ი    მ ო მ ა ვ ა ლ შ ი

More

ნაპოლეონი – “ფრანგთა იმპერატორი”

17 Comments

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვისკუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. მის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა გენუის რესპუბლიკა კორსიკა გარკვეულ საფასურად გადაეცა მისთვის 4 წლის ვადით.[1] ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტე და სხვა კორსიკელები პასკუალე პაოლის მეთაურობით შეეწინააღმდეგნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამნისტია გამოაცხადეს და ერთ–ერთი პირველი მათ მხარეს კარლო ბუონაპარტე გადავიდა. 1764 წელს 2/7 ივნისს მან იქორწინა ლეტიცია რამოლინოზე. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მ მიაღწია სრულწლოვნებას.

More