maxresdefault

ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი. გვიყვარს იმდენდ, რომ როცა დიდად არ გვივარგა არც შინაური კლუბი და არც ეროვნული ნაკრები, მონდომებით ვგულშემატკივრობთ არაქართველებს, ოღონდ ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი და სანახაობა ვნახოთ… ერთ-ერთ ასეთ ზეიმად უნდა ქცეულიყო 11 აგვისტოს გამართული სუპერთასის ფინალი, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მონაწილე კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გრანდია კატალონიის „ბარსელონა“. კლუბი, რომლის ფერების დანახვაზეც კი ჟრუანტელი გვივლის გულშემატკივრების უმეტესობას, კლუბი, რომლის თამაშებზეც სად აღარ ვიკრიბებოდით და ვიკრიბებით გულშემატკივრები – ჯერ იყო „სპორტ კაფე“, მერე „ივენთ ჰოლი“, „ბერნარდი“, ისევ „ივენთ ჰოლი“. ასე, 6 წელია უკვე, ვიკრიბებით იმისათვის, რომ დიდ ეკრანზე ერთად ვნახოთ საყვარელი კლუბის თამაში და როგორც წესი, ბილეთებზე ამ დროსაც ტაციაობაა ხოლმე. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ გაიაზროს ყველამ, რომ ლოგიკურად, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო დიდი ინტერესი იმ თამაშის მიმართ, რომელიც დინამოზე გაიმართბეოდა და სადაც „ბარსელონა“-ს რეალურად ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა გულშემატკივარს. ასევე, არც „სევილიაა“ ხელწამოსაკრავი გუნდი და მასაც ეყოლება გულშემატკივარი საქართველოში, დარწმუნებული ვარ.

როცა პირველად გავიგე, რომ აწ უკვე ავადსახსენებელი biletebi.ge-ზე გაიყიდებოდა ბილეთები, გულმა რეჩხი მიყო – თეატრის ბილეთები ძლივს ვიყიდე ორჯერ მანდ და როგორ მოერევიან მეთქი ასეთი თამაშის ბილეთებს. მაგრამ მერე, თავი დავიმშვიდე, ამხელა ორგანიზაციაა „უეფა“, ამხელა მატჩია დაგეგმილი და მოემზადებიან მეთქი იქამდე. ბილეთების გაყიდვამდე შევდიოდი ხშირად საიტზე და უფრო და უფრო არ მომწონდა, ის გაუგებარი შეცდომები, რასაც შიგადაშიგ საიტი ყრიდა. მე 6 წელია IT-ში ვარ, აქედან 1,5 Windows სისტემის ადმინისტრატორი. ადმინისტრატორისთვის ეს ჯერ კიდევ მცირე გამოცდილებაა, მაგრამ აქ გამოცდილებაც  არ იყო საჭირო, უფორ მეტიც – არა IT სპეცალისტებიც ხვდებოდნენ, რომ ამხელა ინტერესს ძლიერი სერვერული სისტემა თუ გაუმკლავდებოდა… სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენი ცუდი წინათგრძნობა 22 ივნისს ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში ახდა… სერვერი ნაჯაფარი ცხენივით დავარდა და ბილეთების მსურველები დავრჩით F5-ის და სასწაულის იმედზე… ყველას გახსოვთ ალბათ, biletebi.ge-ს წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები – ხან ჰაკერულ შეტევებზე, ხან ვერ გათვლილ რაოდენობაზე, რომლის შემდეგაც „სელველმა გაწედა“. ერთი განცხადებაც და მეორეც, იყო თავის მართლების უსუსური მცდელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ასეთი მატჩის მიმართ ამხელა ინტერესს რომ არ ელოდო ადამიანი, რომელსაც ცოტა მაინც აზროვნება შეგიძლია – არის აბსურდი. მაშინ ჭურში უდა ცხოვრობდე და გაგონილიც არ უნდა გქონდეს ფეხბურთი რა არის. biletebi.ge-მ არათუ ვერ ან არ გათვალა ეს ყველაფერი, თავხედობა ეყო და ფეისბუქზე ათას ტყუილს წერდა, რატომღაც ეგონათ, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მათ გარდა არავის ჰქონდა შეხება და მათი ქეციანი სერვერის გარდა, სერვერი არ არსებობდა საქართველოში. საქართველო პატარა ქვეყანაა (და ყოველდღიურად უფრო აპატარავებენ ჩვენდა სავალალოდ), აქ ყველა ყველას იცნობს ლამის. აიტი სფეროც ასეთია – მალე ვრცელდება ჩვენთვის გასაგები შიდა ამბები, ხოდა მოგახსენებთ – მათი პირველი სერვერი, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი სტაციონარული კომპიუტერი იყო, რომლის მონაცემებიც ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე თქვენი კომპიუტერის, ჩემო მკითხველო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი კომპიუტერი, სადაც ახლა ამ პოსტს ვწერ, იმ ე.წ. „სერვერთან“ შედარებით, ნასას სერვერია. ასე, რომ სულ ცოტა გამოცდილი სპეციალისტსაც შეეძლო განესაზღვრა, რომ ის სერვერი 500 კაცსაც კი ვერ გაუძლებდა, არათუ ამდენ ერთდროულ მიმართვას!

თუმცა, მას მერე, რაც სამარცხვინოდ ჩაფლავდნენ თავის მართლების შემცველი განცხადებები მაინც არ მოგვაკლეს. რეზი არველაძემ საერთოდ ისიც დაგვამადლა, რომ აქ ტარდება ეს მატჩი. იმას კი აღარ ფიქრობენ, რომ ამ სამარცხვინო ჩაფლავებით, ასეთი მატჩი საქართველოში მინიმუმ 50 წელი აღარ გვეღირსება!!!!!!

ამ ჩავარდნის გარდა, სირცხვლი იყო ინფორმაციული ვაკუუმი. 22 ივნისს, ღამე გაგვათენებინეს ფაქტობრივად, რადგან არ წერდა არავინ არაფერს, არ წერდნენ რა ხდებოდა, დაიწყებოდა თუ არა ბილეთების გაყიდვა და ა.შ. ათასობით ადამიანი ამაოდ და უიმედოდ ანახლებდა გვერდს. ზოგიერთს რაღაც მომენტში თითქოს გაუმართლა კიდეც, ტესტირების რეჟიმში გაშვებული საიტიდან იყიდა ბილეთები, თუმცა გაუუქმეს ის ბილეთები და ზოგს თანხა დღემდე არ დაუბრუნეს. ანუ, ადამიანებს ლოდინსა და ნერვიულობასთან ერთად რამხელა სტრესი დაუმატეს – ერთ წამში გგონია გაქვს ბილეთი, მეორე წამში აღარ… წარმოდგენაც არ მინდა მათი ემოციების… სიცხვილი იყო ისიც, რომ ჩვენზე უარეს ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ უცხოელები – თითქოსდა სუპერთასი ჩვენი საკუთრება ყოფილიყო მხოლოდ, ინგლისურად და რუსულად სტატუსები ფაქტობრივად არ იდებოდა biletebi.ge-ს ოფიციალურ გვერდზე. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში უცოდინარობის შედეგია – ამ გვერდის ადმინისტრატორმა უცხო ენები კი არა, ქართულიც არ იცის აშკარად, წესიერად, მაგრამ ნუთუ ძნელი იყო, იმ ადამიანის მოძებნა, ვინც ამ სტატუსებს გასაგებად თარგმნიდა??? ბოლოსკენ, როცა უამრავმა უცოხელმა შეარცხვინა ქართველებთან ერთად, იკადრეს და თარგმნეს სტატუსები. ანუ შეუძლებელიც არ იყო ხო?

ისევე, როგორც შესაძლებელი იყო, ამ ყველაფრის წესიერად ორგანიზება… მაგრამ რად გინდა, ერთი კვირის შემდეგ, რიგის საოცარი სისტემა დააყენეს, რომლის უნიკალური აიდი მოქმედებდა რაღაც დროის განმავლობაში ან საერთოდ არ მოქმედებდა. იმ დღეს, 30 ივნისს, ჩემს მეუღლესთან ერთად ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ვიყავი. ნაოპერაციებ ხელს მკურნალობდა მეუღლე. დილიდან რიგში იდგა ჩემ გამო. რიგში 998-ე იყო და სხვების რიგის ნომრების ფონზე ეს სასწაული იყო. როგორც გადიოდა რიგი, ყველას გახსოვთ ალბათ, ვინც იდექით – პაუზით, გაჭედვით… სართულზე ცუდად იჭერდა Wi-Fi-ს და სამი საათი ფაქტობრივად ერთ წერტილში დამიზნებული ტელეფონით იდგა საწყალი. მე დავრბოდი ხან ექიმებთან, ათასი წვრილმანის მოსაგვარებლად, ხან ვეხმარებოდი. პროფესიონალ მორბენალს შეშურდებოდა, იმ სისწრაფის დანახვაზე, რასაც მე ვავითარებდი, ტრავმატოლოგიურის კიბეებზე. ერთი ის მამშვიდებდა, ტრავმის მიღების შემთხვევაში, შორს არ მომიწევდა დახმარების ძებნა : ))) მოკლედ, დიდი ტანჯვის შემდეგ, მოაღწია ჩვენმა რიგმა. ჩემ გარდა, კიდევ სამი ადამიანის ფული მედო ბარათზე, ანუ სულ 4 ბილეთი უნდა მეყიდა. ოღონდ, არა საბარიგოდ და სამათხოვროდ, არამედ რეალური გულშემატკივრებისთვის!!! ამ მომენტისთვის ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და უფრო მძაბავდა. მძაბავდა ისიც, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ვინც მანამდე შეაღწია, თითქმის ვერავინ იყიდა ბილეთიო.

aaaaaa14

ერთი სიტყვით, 4 კაცი რომ დარჩა ჩემ წინ, დერეფანში გავცვივდით მე და ჩემი ქმარი, იქით, სადაც როუტერი ეკიდა, რომ სიგნალი უკეთესი გვქონოდა. მოვიდა რიგი, გაიხსნა საიტი და… ახლაც მიჭირს ამ ყველაფრის აღწერა, იმიტომ რომ თავიდან განვიცდი. თავის დროზე, მისაღებ გამოცდებზე არ მინერვიულია ასე. ხელის კანკალით ავკრიფე პაროლი. შევედი, მივაღწიე ბილეთებამდე და რად გინდა! რაღაც გაურკვეველი შეცდომა. დავბრუნდი უკან, დავარეფრეშე, შენც არ მომიკვდე! შეცდომა ისევ იქ იყო გამოჭიმული არხეინად და შეცდომის ქვევით biletebi.ge „მამშვიდებდა“, რომ ყველა საავტორო უფლება დაცულია, მათ შორის ალბათ ამ იდიოტური წარწერების და სტატუსების საავტორო უფლებებიც, იმიტომ რომ რა კალათებზე ან შეკვეთებზე იყო საუბარი, როცა ის-ის იყო, შევაღწიე საიტზე.

shecdoma

ამ შეცდომის გამოსასწორებლად მომიწია გარისკვა, ანუ – გასვლა სისტემიდან და ხელახლა შესვლა. შესვლის შემდეგ, ჩავტვირთე სტადიონი და მთელი 5 წუთი გამწარებული ვუცდიდით, როდის ჩაიტვირთებოდა ბილეთების არჩევის სქემა. თან ეს ყველაფერი დერეფანში სირბილით ხდებოდა, მე მგონი ექიმებს უკვე შეშლილებიც ვეგონეთ… : ))) ბოლოს და ბოლოს დაიწყო სტადიონის სქემის ჩატვირთვა, მე გონებაში უკვე ბარათის დაზეპირებულ მონაცემებს ვიმეორებდი, ვნერვიულობბდი, მიკანკალებდა არათუ ხელები, ხელის ყველა თითი ცალ-ცალკე, ჩემგან დამოუკიდებლად მოძრაობდა ნერვიულობისაგან. ვიღაცას ეგონებოდა, წარმოსახვით პიანინოზე უკრავსო. სისხლი საფეთქლებში მირტყამდა… სქემა იტვირთებოდა და უცებ.. გაჩერდა!!!! რაც ჩანდა იყო ნაცრისფერი, ანუ უკვე გაყიდული.

adgilebi

აქ ადგილების არჩევაზე საუბარიც არ იყო. მთავარი იყო ფერადი უჯრა, ნებისმიერ ადგილზე… თუმცა, უშედეგო მცდელობის და ლოდინის შემდეგ, საიტი გაითიშა ისე, რომ ადგილები ვერ ავირჩიე და ხელახლა დამაბრუნა რიგში… ემოციებს ვერ აღვწერ, გახსენებაც მიმძიმს… ჩემი მეუღლე ისევ იდგა რიგში, მაგრამ მე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული. საღამოს გაირკვა კიდევ ერთი იდიოტობა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი – top.ge -ზე დარეგისტრირებულ biletebi.ge-ს პროფილს არ ედო პაროლი და ნებისმიერს შეეძლო, ეპოვა აქტიური ბმული, კარგი რიგის ნომრით… ამ არეულობის და საიტიდან მომხმარებლების  გამოყრის ერთ-ერთი დიდი მიზეზი ესეც იყო. სულ ბოლო ცდა იყო, როცა ჩემმა მეგობარმა შეაღწია თავისი რიგის ნომრით, ჩემსავით მივიდა სტადიონამდე და ამ დროს გაითიშა საიტი, ვინაიდან საღამოს 9 საათზე ბილეთების გაყიდვა შეწყდა.

ამის შემდეგ თქვეს, რომ ბილეთები მხოლოდ სალაროებში გაიყიდებოდა და უცებ, მეორე დღეს, აღმოჩნდა, რომ საიტზე გაყიდვა და რიგში დგომა განახლდა… ასე, გაუფრთხილებლად, რაც კიდევ ერთი უსინდისობა იყო. მე მოუცლელობის გამო, ეს ამბავი მხოლოდ საღამოს აღმოვაჩინე და ისევ არ მექნებოდა ბილეთი, რომ არა მეგობრების ზრუნვა და დახმარება, რომლებიც უფრო ადრე ჩადგნენ რიგში, მოვიდა კიდეც რიგი და სასწაულიც მოხდა – არ გაითიშა საიტი, ცოტა ფერადი ადგილებიც ჩაიტვირთა და ბილეთი გვაქვს!!!!! პირველი წუთების სიხარული და ეიფორია მალე შეცვალა სირცხვილმა… სირცხვილმა, მეგობრების წინაშე, რომლებსაც ისევ არ ჰქონდათ ბილეთი და სალაროში მოუწევდათ რიგში დგომა.
ვაკის პარკში იმ საშინელ რიგში ჩემი უამრავი ახლობელი იდგა და „ბარსელონაზე“ მეტად მათ ვგულშემატკივრობდი უკვე. სრულიად გაუგებარი და ურთიერთ გამომრიცხავი იყო იყო, ფეხბურთის ფედერაციის და კერძოდ, ზვიად სიჭინავას განცხადება. ბილეთების გაყიდვამდე, რამდნეიმე დღით ადრე, მათ მიერვე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად იყო ახსნილი, რომ 50 კაციან ჯგუფებად დაიყოფოდნენ მსურველები და ამდენად, ლოგიკურიც იყო, რიგის ორგანიზება სწორედ 50 კაციან ჯგუფებად. ამ დროს გამოვიდა ბ-ნი სიჭინავა და განაცხადა – ხალხო, არ ჩაეწეროთ ამ რიგებში, არავითარი ორგანიზება, ცოცხალი რიგით გაიყიდება ბილეთებიო. ლოგიკა??? საინტერესოა, როგორ აპირებდა 50 კაციანი ჯგუფების შექმნას 12 ივლისს დილით, ისე, რომ არ მოჰყოლოდა ცხვირ-პირის მტვრევა? სამწუხაროდ, მის ამ უაზრო განცხადებას რამდენიმე ადამიანი ენდო, აღარ ჩადგა ამ რიგში და დაკარგა ბილეთის ყიდვის რეალური შანსი. შემდგე ვირაცამ უთხრა სავარაუდოდ, რომ სისულელე თქვა და საღამოს განახადა, რომ ამ რიგებით იხელმძღვანელებდნენ 12 ივლისს დილით. ცუდი და სამარცხვინო(!!!) იყო ისიც, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მოიფიქრა ეს 50 კაციანი სქემები და რიგს ვინ ადგენდა, ვინ იყო ეს ხალხი, როგორც თვითონ თქვეს არ იცოდნენ. ანუ, გამოდის, რომ ოფიციალურ პირს არავის არ დავალებია ამ რიგების შედგენა!!! ამიტომაც მივიღეთ შედეგი, რომ 2000 დოლარად ყიდიან 35 ლარიან ბილეთებს, ნამუსგარეცხილი გადამყიდველები!!!!!!!!

ამ ყველაფრის პიკი, ანუ როგორც დღეს მოდაშია თქმა Epic Fail-ი იყო, ბილეთების სალაროში მიტანის კადრები – ჩვეულებრივი მანქანის საბარგულში, ყუთებში ჩაყრილი. კადრებში კარგად ჩანდა სიჭინავა, რომელიც ერთ დასტა ბილეთების ფრიალით დარბოდა…. ამას ორგანიზება ერქვა? ასე მუჭა-მუჭა მიტანა ბილეთების სალაროსთან, ნორმალური იყო? რა გახდა ერთი ინკასაციის მანქანა და მეტი კონტროლი? ეს არ არის პირდაპირი ბრალდება, მაგრამ ნუ გაუკვირდებათ ამის შემდეგ ხალხის რეალური ეჭვები, როცა აღმოჩნდა, რომ ბილეთების ნაწილი, უბრალოდ გაქრა!!! გათვლების მიხედვით, 110 ჯგუფს უნდა ჰყოფნოდა ბილეთი და 80 ჯგუფს ეყო მხოლოდ… ანუ: თითო ჯგუფში იყო 50 ადამიანი. გასაყიდად კი როგორც ამბობდნენ, გამოტანილი იყო 22000 ბილეთი. დავუშვათ, რომ რიგში მდგომ თითო ადამიანს უნდოდა 4 ბილეთი. მივმართოთ მარტივ მათემატიკას: 50*110=5500 ახლა: 22000/5500=4. ბილეთები კი, როგორც ვთქვით, ამოიწურა მე-80 ჯგუფის ამოწურვის შემდეგ. შედეგად, სადღაც 1500 ადამიანი დარჩა უბილეთოდ. ტყუილად ათენებინეს ორი ღამე ვაკის პარკში და კაციშვილმა არ იცის, სადაა ის ბილეთები! აქვე, ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი ტყული – ბილეთების გაყიდვის დასაწყისში თქვეს რომ სალაროები იმუშავებდნენ 24 საათიან რეჟიმში. 12 ივლისს კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 9 საათამდე იმუშავებდნენ. როგორც ჩანს, ცვლის მოლარეების დაქირავებისთვისაც დაენანათ ფული.

გამქრალი ბილეთების ნაწილი კი ალბათ დახლქვეშ გაიყიდა, ნაწილი კი ახალ-ახალი მანქანების სახით გამოჩნდება მალე თბილისის ქუჩებში…

ამ უთავბოლო რიგებში ჩემმა ბევრმა მეგობარმა მოახერხა ბილეთის ყიდვა და გულწრფელად მიხარია, რადგან ამდენ დაუმსახურებელ მყიდველს შორის, ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ და ასევე, დღემდე მრცხვენია და მწყდება გული, მათ გამო, ვინც ამ ეტაპზე უბილეთოდაა… მრცხვენია, იმის გამოც რომ საერთაშორისო დონეზე მოგვეჭრა თავი, საშინელი სირცხვილი იყო ეს ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან დიდი ხანი აღარ გვენდობა არც ერთი მგავსი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, საქართველო თუ დარჩა საერთოდ რუკაზე, მეზობელი ქვეყნის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის გადამკიდე…

ასევე, წარმოუდგენელია, მოახერხოს ვინმემ დაწყვეტილი ნერვების და ბილეთების რიგში ამაოდ დგომაში დაკარგული დროის კომპენსაცია. გამწარების და სტრესის კომპენსაცია… ოფიციალური ბოდიშიც კი არ მოუხდია არავის. არც პასუხისმგებლობა დგება სამწუხაროდ და ისე, რომ იცოდეთ – არც ასეთი ველურების ქვეყანა ვართ. თავის დროზე რომ ემუშავათ, შეიძლებოდა ამ ბილეთების გაყიდვა მშვიდად, საიტზე. ისე, როგორც ამას ითხოვდა „უეფა“. თუმცა, აქ ალბათ ჯიბეების გასაქელების სურვილმა და ინტერესმა იჩინა თავი, რომელმაც ზოგიერთებისთვის გადაწონა საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის შელახვის საფრთხე და თანამემამულეების გამწარებაც არად ჩააგდეს.

თუ მართლმსაჯულების არა, სამყაროს კანონზომიერების ხელი მისწვდება ყველას და არავის არაფერი არ შერჩება!

Advertisements