პატივცემულო სხვა “ბლოგერებო”! ბრჭყალებში იმიტომ, რომ ნორმალური ბლოგერი არ იპარავს სტატიას და გადაკოპირებისას კითხულობს, შეიძლება თუ არა დაკოპირება.
ჩვენთან კი, არც რიგში დგომა იციან და არც საავტორო უფლებების პატივისცემა.
ცნობისათვის, საავტორო უფლებები არა მხოლოდ საკუთარ ნაწერზე ვრცელდება, არამედ თარგმანებზეც!
ზოგი სტატია რუდუნებითაა დამუშავებული, ნაფიქრი. ასე რომ იღებთ და მიარბენინებთ, შემდეგ კითხვებს პასუხებს რომ ვერ გასცემთ, რადგან შინაარსი არ იცით – ამის მაინც არ გრცხვენიათ?!
მოკლედ, თქვენ მოდიხართ, უსირცხვილოდ ქურდობთ, ათავსებთ საკუთარ ბლოგებზე სტატიებს და იზრდით რეიტინგს, დებთ სარეკლამო ბანერებს და იჯიბავთ ფულს.
მე და ჩემნაირები კი თქვენნაირი მუქთახორებისთვის ვშრომობთ უფასოდ… მერე აქეთ გვამადლით 🙂 ოღონდ, რას – გაუგებარია 🙂
ძალიან ბევრი სტატია მაქვს გამზადებული და დადების სურვილი მეკარგება. ცოდნის გაზიარება არავისთვის მენანება, მგონი აშკარად ჩანს, მაგრამ Copy-Paste-ებს ვერ გაცდენილი უსინდისოებისთვის ნამდვილად არ მემეტება საკუთარი შრომა.
ზოგიერთმა სასამართლოს წინაშეც კი აგო პასუხი… დიახ, აქამდეც მივედით.
ნუ გააგრძელებთ მსგავს ქცევებს.
სასამართლოს ვერც თქვენ ასცდებით. ანდა, ბლოგი დაიხურება და მხოლოდ ხელმომწერებისათვის იქნება ღია! ვინაიდან, ბლოგს რამდენიმე ავტორი ჰყავს და ყველას გაუტყდა გული, საკუთარი ნაშრომი უსინდისოდ მითვისებული რომ ნახა სხვაგან.

პატიოსან მკითხველებს კი ბოდიშს ვუხდი, ამ ყველაფრის წაკითხვა რომ მოგიწიათ და დიდი მადლობა, ვინც ბლოგს გულშემატკივრობთ დღემდე მიუხედავად იმისა, რომ ქურდებმა წერის მოტივაცია დაგვიკარგეს ყველა ავტორს. 🙂

Advertisements