images

როგორც ამბობენ, რიცხვებს აქვთ თავიანთი ენერგეტიკა და ძალა. უმეტეს ჩვენგანს გვაქვს ამოჩემებული საყვარელი რიცხვი, რომელსაც ვუკავშირებთ ბევრ რამეს, მაგ: ვირჩევთ ტელეფონის, მანქანის ნომერს ამ რიცხვის, ან რიცხვების კომბინაციით, ან ვცდილობთ დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრა იმ დღეს, რომლის თარიღშიც იქნება ჩვენი საყვარელი რიცხვი და ა.შ.

ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რიცხვები სასიკეთოდ:

თუკი თქვენ გჭირდებათ დააჩქაროთ ესა თუ ის მოვლენა, მაშინ ამაში დეგახმარებათ რიცხვი 20. ასე მაგალითად, თუკი თქვენ გაგვიანდებათ სამსახურში, ტრანსპორტი კი თითქოს ჯიბრზე არაა, ანდა საფულე თითქმის დაცარიელდა, ნანატრი ხელფასი კი იგვიანებს, უნდა ჩართოთ რიცხვი 20-ის ენერგია. თქვენთვის ხშირად იმეორეთ “ოცი. რიცხვი 2 გააძლიერებს თქვენს ძალისხმევას, ხოლო 0 შეასუსტებს წინააღდეგობას.

თუკი გჭირდებათ რაიმეს მომატება, მაგ: ფულის საფულეში, ან თაყვანისმცემლების. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ რიცხვების კომბინაციის 7+1-ის ხშირად გამეორება. 7-იანი ეს არის დაფარული, საიდმლო ქმედებების რიცხვი, 1 მიზნების მიღწევის და ენერგიის რიცხვი გახლავთ, ხოლო 8 (ანუ7+1=8), როგორც ვიცით, აღნიშნავს უსასრულობას.

ხოლო თუ გსურთ რაიმეს შემცირება, მაგალითად საკუთარი წონის, მაშინ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი გამხდარი, დახვეწილი და იმეორეთ “10-1=9”. თუმცა, ამავე დროს მზად იყავით ცვილელებებისთვისაც – 9 ეს ცვლილებების რიცხვია.

ზოგიერთ წყაროებში ნუმეროლოგიის შესახებ, ვაწყდებით ასეთ რჩევასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გავააქტიუროთ ჩვენს ცხოვრებაში ეს რიცხვები, მაგ: 7+1 -ის ნაცვლად, 71, ხოლო 10-1-ის მაგიერ 91. ასევე შეგვიძლია, თილისმის სახით, თუნდაც ხელით ნაწერი ან ამობეჭდილი ვატაროთ 20, 91, 71, 21. ანდა კომბინაციები 10-1, 7+1.

91-ის ჩართვას ასევე ურჩევენ მათ, ვისაც არ ჰყოფნის დრო რაიმეს მოსასწრებად. რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ზევით, 9 ეს ცვლილებების განხორციელების რიცხვია, ამასთან ბოლო რიცხვია 1-9 დაიაპაზონში, ხოლო 1-იანი დასაწყისია თავისთავად. აქედან გამომდინარე, 91 დროის ციკლის სრული დაფარვაა. ამის გამო თვლიან ნუმეროლოგები, რომ 911 არაა შემთხვევით შერჩეული რიცხვთა კომბინაცია.

რაც შეეხება 21-ს, ეს არც მეტი და არც ნაკლები, ბედნიერების რიცხვია! ასე, რომ თუკი თავს გრძნობთ უიღბლოდ, უბედურად, იმეორეთ 21 და როგორც ზევით ვთქვით, თილისმის სახითაც შეგიძლიათ ატაროთ.

გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს!!!

ყურადღება: პოსტზე ყველა საავტორო უფლება დაცულია, მისი რაიმენაირი ფორმით გამოყენება, ჩემთან შეთანხმების გარეშე, ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საავტორო უფლებები შესახებ. მოკლედ, არავითარი გადაკოპირება და სადმე დადება, შეთანხმების გარეშე!!!

Advertisements