kindle_2366549b

იმდენჯერ მომპარეს პოსტი ბლოგიდან და მიითვისეს, უსინდისოდ, რომ აღარ მქონდა რაიმეს დაწერის სურვილი. მით უმეტეს, ე.წ. დამხმარე  პოსტების. ისე მიაქვთ, არც ნებართვას იღებენ, არც წყაროს აწერენ… მიწევს მერე დევნა და წაშლის მოთხოვნა. როგორც წესი, კანონის და პლაგიატთან მებრძოლების დახმარებით ეს ხერხდება, მაგრამ მაინც უსიამოვნოა – შენ პოსტს სხვასთან რომ აღმოაჩენ და სხვა იფერებს და იწერს შენს შრომას. დღეს გამონაკლისის მაგვარს ვუშვებ – იმდენი ადამიანის გასაჭირი ვნახე, ქინდლში როგორ გავხსნათ ფაილებიო, რომ გულმა არ მომითმინა.

მოკლედ, როგორ წესი, ქინდლის ფორმატია:

  1. .AZW (Kindle-specific)
  2. .TXT
  3. .MOBI
  4. .PRC

ხოლო, ელექტრონული წიგნების დიდი ნაწილი, რაც შეგვიძლია გადმოვწეროთ ინტერნეტიდან არის PDF ფორმატში.

გამოსავალი:

PDF – იგივე Portable Document Format, შეგვიძლია დავაკონვერტოთ Text ფორმატში, ჩავწეროთ ქინდლში და ვიკითხოთ ბედნიერად.

ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა და პროგრამა. მე ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელს მოგაწვდით – გადმოწერეთ Nitro pdf 8 ან მომდევნო ვერსია ამ პროგრამის, დააინსტალირეთ და გაუწერეთ გასაღები (თუ გსურთ, იყიდეთ ლიცენზია, ეგეც არაა პრობლემა 😉 ).

გახსენით დასაკონვერტებელი ელ. წიგნი Nitro pdf-ის საშუალებით და ინსტრუმენტთა პანელზე Convert ველში, მოძებნეთ ფორმატი To Other. ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ ჩანართი To Plain Text.

books

გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ძირითადად ერთი ფუნქცია დაგჭირდებათ – სად შეინახოს დაკონვერტებული ფაილი. სტანდარტულად მითითებული აქვს, Folder to original faile  – ანუ, შეინახოს იქვე, სადაც დასაკონვერტებელი ფაილია. თუ თქვენ სხვაგან გსურთ შენახვა, მაშინ უნდა ჩამოშალოთ მენიუ და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.

book 2

ამის შემდეგ, მოთმინებით აღიჭურვეთ და დაელოდეთ, სანამ მორჩება პროგრამა კონვერტირებას. რაც უფრო დიდი მოცულობისაა ფაილი, მით მეტი დრო სჭირდება.

ყურადღება: ტექსტად ძირითადად კონვერტირდება ის დოკუმენტები, რომლებიც აკრეფილია კლავიატურაზე. ზოგ შემთხვევაში, დასკანერებულიც პირდაპირ PDF ფორმატში. მაგრამ თუ ფაილი დასკანერებულია სურათის (JPEG) ფორმატში და შემდეგაა გადაყვანილი PDF –ფაილად, მისი კონვერტირების შანსი პრაქტიკულად 0-ის ტოლია ამ ეტაპზე. ამასთან, პირდაპირ PDF  ფრომატში დასკანერებული წიგნები ჯერ უნდა გადააკონვერტიროთ ვორდში, შემდეგ ვორდში Save as ველში აირჩიოთ text ფაილი.

ქართულ ტექსტებს ამ შემთხვევაში ვერ აკონვერტირებს სამწუხაროდ – იქმნება უნიკოდის პრობლემა და შედეგად ვიღებთ გაურკვეველ იეროგლიფებს. იმედია, ოდესმე გამოსწორდება მსგავს პროგრამებში ეს პრობლემაც.

მაგალითში გამოყენებულია ჩემი უსაყვარლესი წიგნი: კ. გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა. მისი PDF ფორმატში გადმოწერა შეგიძლიათ საიტიდან Mytopbook.org დიდოსტატის მარჯვენა PDF

ასევე, შეგიძლიათ გადაწეროთ ტექსტ ფაილიც, რომელიც მე დავაკონვერტირე დიდოსტატის მარჯვენა TEXT

პროგრამა, რომლის საშუალებითაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს: Nitro PDF 8

გადაწერეთ თქვენი სისტემის შესაბამისი ვერსია – თუ 32 ბიტიანი windows-ი გაქვთ, იწერთ 32 ბიტიანს, თუ 64, 64-იანს.

თუ არ იცით რამდენ ბიტიანია თქვენი windows-ი, აჭერთ მარჯვენა ღილაკს Computer-ს (windows 7), ირჩევთ Properties-ს და System Type ველის გასწვრივ ნახავთ რამდენ ბიტიანია სისტემა.

თუკი Windows xp-ს იყენებთ, მაშინ გადმოწერეთ 32 ბიტიანი ნიტრო, ყოველგვარი ფიქრის გარეშე.

ბევრ კარგ წიგნს და “გემრიელად” კითხვას გისურვებთ 😉

ყურადღება: პოსტზე ყველა საავტორო უფლება დაცულია, მისი რაიმენაირი ფორმით გამოყენება, ჩემთან შეთანხმების გარეშე, ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საავტორო უფლებები შესახებ. მოკლედ, არავითარი გადაკოპირება და სადმე დადება, შეთანხმების გარეშე!!!

Advertisements