democracy1

საშინლად არ მინდოდა, ბლოგზე ასეთი მძიმე პოსტები, მაგრამ ახლა დუმილი არ შეიძლება.. მით უმეტეს, როცა ბლოგის საკონტაქტო მეილზე წერილი მივიღე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლისაგან, რომელსაც უცვლელად, ე.წ. “სქრინის” სახით შემოგთავაზებთ ბოლოს, მაგრამ ჯერ სათქმელი…

გუშინ კიდევ ერთი აგრესიული შეხლა-შემოხლა ვიხილეთ და წამსვე შერცხვა საზოგადოების ფსევდო პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს… დაიწყეს საუბარი, რომ ქართველები ვართ ჯერ კიდევ გაუნათლებელი და ბნელი ხალხი, რომ ვართ ველურები… უკაცრავად!!! მე და ბევრი ჩემნაირი გუშინ იქ არ ყოფილა და უმეტესობას გული გაგვისკდა, როდესაც ვიხილეთ მოძღვრები ხელში ტაბურეტებით და გინებით მორბენლები… დიახ, ეს საშინელებაა! თუმცა, რელიგიის და ეკლესიის დისკრედიტაციის მოსურნეები ალბათ ბედნიერები იყვნენ, ამ ყველაფრით… ჩვენ ვიცით, რამდენი უღირსი “მოძღვარი” ჰყავს შეფარებული ეკლესიას და რამდენი ღირსეულიც მსახურობს ამავდროულად. მაგრამ უღირსების წარმოჩენა ხდება მუდამ და მთელი ეკლესიის ლაფში ამოსვრა და მერე ქრისტიანობის დაკნინების მცდელობა. ამიტომ მაინტერესებს, ვინც მსგავს მიდგომეს ეთანხმებით, წაკითხული გაქვთ თუ არა, ძველი ან ახალი აღთქმა, სახარება, ანდაც ბიბლია? ვეჭვობ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტეს და ქრისტიანობას არ გააგიგივებდით ადამიანებთან! ასე, რომ სიბნელე და გაუნათლებლობა თქვენსკენ მოიკითხეთ, არც თქვენ ხართ ნაკლებნი ამ ხალხზე, თქვენი მწვალებლური ბუნებით! იგივე ითქმის იმ ხალხზეც, ვინც დაარბია თუნდაც სამარშრუტო ტაქსები და არც უფიქრია, რომ სხვა მოქალაქეებსაც შეუმქნეს საფრთხე. დიახ, აკლიათ რელიგიური და ზოგადი განათლებაც, აკლიათ შეგნებაც, მაგრამ ამით თქვენ მათზე მაღლა ვერ დგებით, ფსევდო ლიბერალებო!

განათლების დაბალი დონე კი მართლაც არის საქართველოში, თუმცა თავს იწონებდით, რომ მთელი 9 წელი რეფორმებს ატარებდით თურმე და მაღალ დონეებს მიაღწიეთ. ამის ფონზე კი, შვილებს საზღვარგარეთ ასწავლიდით და ასეულ ათასობით ევრო იხარჯებოდა ევროპაში მათ სწავლებასა და ცხოვრებაზე. ეს იმ დროს, როცა აქ ბავშვები შიმშილით იხოცებიან, საშუალო დონის ოჯახები წიგნებს ვერ ყიდულობდნენ, მრავალშვილიანები და სოციალურად დაუცველები კი, ფეხსაცმელს ელემენტარულად. ანდა, თუნდაც ევლოთ სკოლაში და ეყიდათ მამასისხლად ის წიგნები, რას ასწავლიდნენ? ილია, ვაჟა, აკაკი შემაცირეს და ვინმე კაკალაშვილის და მისნაირების “პოეზია” ჩატენეს, რადგან მან აამა მავანს… ისტორიაც გადაუკეთეთ და კაცმა არ იცის, რას ასწავლიდით რეალური ისტორიის მაგიერ!!!  შედეგად, დღეს მოზარდების ნაწილმა ისიც აღარ იცის “ვეფხისტყასოანი” შოთა რუსთაველმა დაწერა თუ მიხეილ ჯავახიშვილმა და არც ინტელექტის დონით და ქცევის კულტურით გამოირჩევიან, სამწუხაროდ! დიახ, თავად ზრდიდით მოსამსახურე, გაუნათლებელ, ნაცრისფერ მასას, რომელთაც 9 წელი მხოლოდ ძალადობა, გარყვნილება და აგრესია აყურებინეთ და მიიღეთ შედეგიც! ახლა გიკვირთ და გრცხვენიათ “გამზრდელებო”? მაშინ წაიკითხეთ აკაკი წერეთლის “გამზრდელი”, ხომ ხართ ინტელექტუალები და ნამუსიანები, ხოდა აიღეთ მაგალითი! მე კი არ მრცხვენია, რადგან განათლების სიტემაზე ჩემთვის არაფერი არ უკითხავს და საერთოდ, ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა არ მიმიღია. არც ინტელექტის და განათლების დონეს ვუჩივი, თქვენგან განსხვავებით!!! არ გაიშვა, თქვენი დაზეპირებული ფრაზები, უცხოური არასამთავრობოების ბროშურებიდან!!!! ან გამომცემლებს და წიგნის მაღაზიების მფლობელებს რატომ არ რცხვენიათ, როცა იციან, რომ გაღატაკებულ ქვეყანაში წიგნის უფასიდ გადაცემას რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობლისათვის და პროტესტის ნიშნად მაღაზიები დაკეტეს! იმის რატომ არ რცხვენიათ კიდევ, რომ სასკოლო წიგნებზე აქვთ აწყობილი ბიზნესი და მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას არაადეკვატურად მაღალი ფასი ადევს და ავტორებს და მთარგმნელებს კაპიკებს უყრიან ჰონორარის სახით! აი, ამისი გრცხვენოდეთ!!!

უფლებადამცველებო, სად ხართ გრანტიჭამიებო, მაშინ, როდესაც ე.წ. გეი საიტებზე შეურაცხყოფენ და დასცინიან წმინდანებს, როდესაც შეურაცხყოფენ მორწმუნეებს და ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალებსაც, როდის ამოგიღიათ ხმა? ამას სიტყვის თავისუფლებას ეძახით და ვინმემ, თუნდაც თავისი სოც. ქსელის სტატუსზე უარყოფითი დამოკიდებულება რომ გამოხატოს სექსუალური უმცირესობების მიმართ, ჰომოფობიას ეძახით!!! სადაა ლოგიკა? არ იზღუდება აქ სიტყვის თავისუფლება? იმ ორგანიზაციებს მინდა მივმართო კიდევ, ქალთა უფლებებს ვიცავთო, რომ ამბობთ და რეალურად, არაფერს აკეთებთ, მისხალსაც კი. არავითარ საინფორმაციო საქმიანობას არ ეწევით, არ მუშაობთ სხვადასხვა სოციალურ ფენებთან, ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან. არადა, გრანტები მაგისთვის გეძლევათ და არა ჯიპების საყიდლად. ამისი არ გრცხვენიათ???????? ახლა კიდევ აქციას გეგმავეთ? როგორც ჩანს, კიდევ მიიღეთ გრანტი და აბა ქვენ იცით, უფრო კარგად ჩაახოცინეთ თქვენს ხელში მარიონეტად ქცეულ ხალხს ერთმანეთი. ერთ მხარესაც და მეორესაც, ჰგონია, რომ რაღაცას აკეთებს. რეალურად კი, არაფერს!

მასმედიას კი როგორ არ რცხვნია, რომ Facebook-იდან დაკოპირებულ სტატუსებზე წერენ სტატიებს. გრცხვენოდეთ, Facebook ჟურნალისტიკის და გაუმართავი ტექსტების!! მასალის მოძიება გეზარებათ, ფაქტების დაპირისპირება, მწვავე კითხვის დასმა! მიკროფონით ხელში სირბილი და წიკვინი ყველას შეუძლია!!!! გუშინ ყველა ეთერი ატრიალებდა აქციის ამბებს და ერთი სიტყვითაც არ გაგიშუქებიათ შრომის კანონონის მეორე მოსმენისა და ჩავარდნის საკითხი, არადა, მე პირადად და ბევრსაც, ეს უფრო გვაინტერესებდა!

რცხვენოდეთ ვაი საზოგადო “მოღვაწეებსაც”, მდარე, ბულვარულ ლიტერატურას რომ ჯღაბნიან, ამსითვის მონახონ სირცხვილის გრძნობა! , ვითომ პროგრესულებმა და ვითომ მოაზროვნეებმა!!!!

გრცხვენოდეთ თქვენ ყველას, ვინც ქვეყანას ანგრევდით და ახლაც წარმატებით აგრძელებთ! მე და ჩემნაირებს კი, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით გვიყვარს სამშობლო და კარგად ვარჩევთ თეთრსა და შავს, შესარცხვენი არაფერი გვაქვს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ბოლოს კი დავამატებ – მე არ ვერევი არავის პირად საქმეში, მათ შორის არ მაქვს აგრესია არც ჰომოსექსუალების და არც ლესბოსელების მიმართ. ვინ რას იზამს ლოგინში, ჩემი საქმე არაა. აქვე დაპირებული მეილიც:

post11

მეილის ავტორის სახელს და გვარს რა თქმა უნდა არ ვამხელ შეგნებულად. თუმცა, ამ მეილმა მაიძულა ამ პოსტის დაწერა, მოკლედ რომ ვთქვათ.

იმედი მაქვს, გამგები გაიგებს, სწორად!

Advertisements