PabloPicasso-580x570

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა შუაშია პიკასო „ეფლთან“ ? რა შუაშია და, როგორც აღმოჩნდა, სტივ ჯობსი პიკასოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მისმა შემოქმედებამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, „ეფლის“ ვიზუალური და გრაფიკული მხარის განვითარებაში. ასე მაგალითა, ჯობსმა მისი ნამუშევრები გამოიყენა „Think Different“ -ის ერთ-ერთ სარეკლამო აქციაში. ამასთან, ეს არ ყოფილა ერთი შემთხვევა – პიკასოს შემოქმედებამ იმაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა „ეფლის“ პროდუქციაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჯობსს თავისი მოგონებების წიგნში პიკასოს ფრაზაც აქვს ციტირებული: „კარგი მხატვრების ასლს, დიდი მხატვრები მოიპარავენო“. ამდენად, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პიკასოს შემოქმედებამ ასეთი დიდი ადგილი დაიკავა „ეფლის“ ვიზუალურ მხარეში.

ერთ-ერთი მაგალითია, ცნობილი, ე.წ. „მეძებრის“ ლოგო (Finder logo), შექმნილი 1997 წელს. ეს არის არის ლურჯი ფერის ლოგო, გაყოფილი თითქოსდა უხეში ხაზებით და საბოლოოდ გამოხატავს სახეს. ეს პიქტოგრამა ძალიან გავს პიკასოს ტილოს, სახელად, ორი ხასიათი (1934).

apple-finder-icon-picasso

თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ამ პიქტოგრამის დიზაინი აღებულია ბაუჰაუზის ვაიმარის ექსპოზიციიდან.

15

არსებობს კიდევ სხვა ცნობილი პიქტოგრამა, რომელსაც უწოდებენ „პიკასო მაკს“ (Picasso Mac), რადგანაც მისი იდეა აღებულია პიკასოს შემოქმედების სტილიდან, რაც გულისხმობს გამჭვირვალე ნახატს, რბილი კონტურებით.

picasso2-534x580

ის შემუშავებულ იქნა ტომ ჰაგისის და ჯონ კასადოს მიერ. მიუხედევად იმისა, რომ ჯობსი არ იყო ბოლომდე კმაყოფილი ამ ლოგოსი, ის მაინც იქცა მაკის სიმბოლოდ, იქამდე, სანამ ის არ ჩაანაცვლა Happy Mac – ლურჯმა პიქტოგრამამ. ასე, რომ ამ კომპანიის განვითარების დასაწყისიდან დღემდე, პიკასოს გავლენა და ხელწერა თქვენ შეგიძლიათ ამოიკითხოთ როგორც გრაფიკულ მხარეს, ასავე მთლიანად ბრენდში, რამდენადაც ის არის ამ კომპანიის ფილოსოფიის ნაწილი.

Advertisements