avantavanturin

ავანტიურინი – თუკი თქვენ საყვარელი ადამიანის დანახვისას გული სიხარულით გევსებათ,  ცხოვრებას ვარდისფრად ხედავთ და შეგიძლიათ, რომ ამ სიყვარულისთვის ყველაფერზე წახვიდეთ, მაშინ ავანტიურინი თქვენი ქვაა. ის საიმედოდ აკავშირებს შეყვარებულების გულებს ერთმანეთთან, ქმნის ჰარმონიას წყვილებს შორის და გიჩვენებთ ბედნიერებისა და ჰარმონიის გზას. ეს ქვა ძირითადად გვხვდება მწვანე, ყავისფერი და მოყვითალო ფერებში.

dzowiძოწი – მას შეყვარებულების ქვასაც ეძახიან.  ის მის მფლობელებს ჩუქნის მხნეობას და ოპტიმიზმს.  ძოწის დადებითი აურა ხელს უწყობს ჩასახვას და ორსულობის შენარჩუნებას.

pink quartzeვარდისფერი კვარცი – ეს ქვა ეხმარება წყვილს დაივიწყონ ყველა წყენა,  ეხმარებათ სტრესის მოხსნაში.  აძლიერებს მოთმინების უნარს, აღვიძებს შემოქმედებით სულს და თვითრწმენას ადამიანებში.  როგორც სიყვარულის თილისმა, ის ხელს უწყობს ოჯახური ბედნიერების, ურთიერთ ზრუნვის და სიყვარულის შენარჩუნებას, ამაღლებს მამაკაცურ პოტენციას, ეხმარება ორსულებს. ვარდისფერი კვარცი კარგია მათთვისაც, ვისაც ჯანრთელობის პრობლემები აქვთ. ხოლო, გასათხოვარ ქალებს, რომლებიც მუდმივად ატარებენ ამ ქვას, ეხმარება, ბედნიერი ოჯახის შექმნაში.

white agateთეთრი აქატი – როგორც ამბობენ, ეს სიყვარულის შენარჩუნებისა და გაძლიერების ქვაა. თუკი გსურთ, რომ თქვენი სიყვარული იყოს ხანგრძლივი და ბედნიერი, ჩაუთქვით ეს სურვილი თეთრ აქატს და შემდეგ აჩუქეთ ის შეყვარებულს.

malachiteმალაქიტი – თუკი, თქვენ შეუმჩნეველი ხართ გარშემომყოფთათვის და გაკლიათ ყურადღება, მაშინ ატარეთ მალაქიტი. ვენერას ენერგიით დამუხტული ეს ქვა,  აღვიძებს ემოციებს, მოაქვს სიყვარული და ჰარმონია.  აღვიძებს ყურადღებას მფლობელის მიმართ, განსაკუთრებით აღძრავს ძლიერ ინტერესს საპირისპირო სქესის მხრიდან.

lazuritლაზურიტი – ძველი ეგვიპტელებისათვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვა. ის მფლობელს ჩუქნის სიყვარულს, იზიდავს წარმატებებს, უზრუნველყოფს ბედნიერ ქორწინებას, სურვილების ასრულებას და დასახული მიზნების მიღწევას. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქვის ტარება შეუძლია აბსოლუტურად ყველას, რაიმე გამონაკლისის გარეშე.

turquoiseფირუზი – ეს ულამაზესი ქვა ყველა დროსა და ეპოქაში ითვლებოდა სიყვარულის თლისმად. მას მოაქვს სიყვარული და ურთიერთ ნდობა ახლად დაქორწინებულთათვის, ხოლო შეყვარებულებს ჩუქნის ბედნიერებასა და ურთიერთგაგებას.

Advertisements