free words

ვისაც ინტერნეტ მედიასთან და სოც.ქსელებთან შეხება აქვს, ეცოდინება რაოდენ მოდაშია ახლა ათეისტობა, უფრო სწორად ფსევდო ათეისტობა. მათგან რამოდენიმე კატეგორიის გამოყოფა შეიძლება: ერთნი, ვისაც რელიგია არ ‘”უშლის” არაფერს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიზიანებს. მეორენი, რომელიც გმობს, რელიგიასაც და ეკლესიასაც. ხოლო მესამენი უფრო რწმენაში ვერ გარკვეულნი არიან “ღმერთის სწამთ, მაგრამ მრვდლების არა”. ჩემი პოსტის მიზანი არავის განსჯა არაა. არც ვინმეს აღზრდას ვაპირებ, მაგრამ როცა მგონია, რომ სულში მაფურთხებენ, განსაკუთრებით მეორე კატეგორიაში შემავალი ადამიანები, დუმილი აღარ მინდა…

ყველა ადამიანი თავისუფალია, უნდა სწამს, უნდა არა. კეთილი და პატიოსანი, ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს. მაგრამ ამ თავისი რწმენით, თუ არ რწმენით არ უნდა შეურაცხყოს სხვა. რეალურად, უამრავი წერს მაღალრეიტინგული და ავტორიტეტულ საიტებზე, რომ საქართველოს ეკლესია თურმა ასცდა ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და ხალხს ცრუ სასწაულებით აბამს… ამ დროს, ვერაფრით ვერ დაგისაბუთებენ, რა არის ნამდვილი მართლმადიდებლობა, ახალი აღთქმიდან, ბიბლიიდან ანდა სახარებიდან აღებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ცოდვილობენ და როგორც კი შეახსენებ წინადადებას სრულად, არგუმენტი აღარ აქვთ! ვერც იმას გეტყვიან, ახლა რა უნდათ! რა უნდათ და იაფფასიანი პოპულარობა, სავარაუდოდ. მერე რა, რომ ბევრი გალანძღავს? სამაგიეროდ, მისი სახელი ხომ ყველას ეკერება პირზე? იმ უბედური ბიჭის არ იყოს, რაღაც სისულელე რომ დაწერა, სახელიც კი დამავიწყდა. მისმა ერთდღიანმა პოპულარობამ ისე ჩაიარა, გვარსაც ვეღარ ვიხსენებ, ახლა…

ადამიანებს თავიანთი მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე ავიწყდებათ ყველაფერი, ავიწყდებათ, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც სწამს და რომელსაც საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ ასეთები, ვითომ თვალის ახელის მცდელობებით… არადა მათი თვალებია ბრმაზე ბრმა… ეს ადამიანები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ და ეს ნამდვილად არაა, დეკარტესეული ეჭვი (cogito)! ისინი უბრალოდ ცდილობენ გააპამპულონ სასწაულები, შერქვან მათ “გამოგონილი”. თუმცა, ვერც ერთმა ვერ ახსნა, როგორ გადმოდის ცეცხლი აღდგომის ღამეს, იერუსალიმში და ტურინის სუდარის უტყუარობა კი მრავალმა მეცნიერმა დაამტკიცა მსოფლიოში -სხვადასხვა ეროვნების და მრწამსის ადამიანებმა!

რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ხალხი, რომელიც ებრძოდა რელიგიას და იქნება ალბათ კიდევ დიდხანს. ასევე, ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც ერთგულად და უანგაროდ ემსახურებიან რწმენას… ეს ვაი-მებრძოლნი ამბობენ, რომ რელიგია მათთვის მისაღებია და ზოგს სწამს კიდეც რომ ჰკითხოთ… ხოდა, თუ გწამთ რაიმე, ამ ქვეყნად, იცოდეთ, რომ უფალზე უკეთ არც ერთმა არ იცით სხვისი ცოდვები, თუკი სასულიერო პირი სცოდავს, მას უფალი განსჯის, როცა მოვა ჟამი და თქვენი “რეკომენდაციები” მას არ სჭირდება. ძალიან ხშირად, როცა აკრიტიკებენ მოძღვრებს და ვეუბნები ძალიან კარგი მოძღვრების სახელებს, გვარებს და ტაძრებს სადაც მოღვაწეობენ, არ მიდიან… ვეუბნები, რომ მივიდნენ და თავად დარწმუნდნენ, შიგნიდან ნახონ, რა არის ეკლიესია… ვერაფერს ამბობენ, მაგრამ არც მიდიან! რომ მივიდნენ, მერე რაღა აქიაქონ და ამოსვარონ ლაფში? თუმცა, წმინდანს ლაფში ვერავინ ამოსვრის, რეალურად ამ ტალახს ისინი საკუთარ თავს ესვრიან… საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ყველა დიდ რელიგიას, მათ შორის მართლმადიდებლობას, 70 წელი სდევნეს ბოლოს კომუნისტებმა… მათაც ვერ გაანადგურეს ის. გიფიქრიათ რატომ და როგორ??? იქნებ, ამ ყველაფრის უკან უფრო მეტია, ვიდრე ადამიანური ძალა? თუკი თქვენნაირებს შეუძლიათ ცოტა უფრო წინ წავიდნენ აზროვნებაში და გასცდნენ მატერიალიზმს, იქნებ მიხვდნენ რამეს… თუ არადა, თქვენი შეხედულებები თქვენთვის შეინახეთ და ნუ აფურთხებთ სხვებს სულში!

გაიხსენეთ ცნობილი ფრაზა: “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ თქვენ”.

კიდევ ვიმეორებ, ჩემი პოსტის მიზანი არაა რაიმე ჭეშმარიტების მტკიცება, არც ქადაგებაა და არც ვინმეს მოქცევას ვისახავ მიზნად. უბრალოდ, გაიაზრეთ ადამიანებო, სიტყვის თავისუფლება უკიდეგანო არაა და შენმა თავისუფალმა სიტყვამ არ უნდა შეურაცხყოს სხვა! კრტიკა გინდა? დაწერე, მაგრამ მიუთითე რაელური ფაქტები! თუმცა, რაშიც ვერ ერკვევიან, რა უნდა გააკრიტიკონ? საკითხში თუ ვერ ერკვევი, ვერც გაკრიტიკებ!.. ამიტომ, მე რასაც ვკითხულობ დღეს, ეს არაა კრიტიკა, ეს არის პირდაპირი დაცინვა, ლანძღვა და ბრძოლა ქართული, დღეს საბედნიეროდ, საკმაოდ გაძლიერებული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ! ასევე, მორწმუნეებსაც ლანძღავენ და დასცინიან “ჩამორჩენილებს” უწოდებენ… მაგრამ… ამ დროს ისინი თავად, უვიცები არიან… რადგან ბევრი საკითხი ბნელითაა მოცული მათთვის და მხოლოდ პოპულარული ტერმინების კორიანტელს აყენებენ, ამით ცდილობენ უწიგნურობის გადაფარვას. შუბი ხალათში არ იმალება, ბატონებო!

ბოლოს და ბოლოს, თუ რაიმე შეგიძლიათ,  რელიგიას რომ თავი დავანებოთ, იქნებ ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაზე იზრუნოთ და წეროთ? მართალია ეკლესიებია, ძველი დროის ნაგები (თქვენ ხომ რელიგიის წინააღმდეგნი არ ხართ?), მაგრამ მას რელიგიურის გარდა, ისტორიულ-კულტრული დანიშნულებაც აქვს ხომ? თუმცა, ზოგისთვის ეთნიკური კულტურა და ისტრორიაც ზედმეტია და “მსოფლიო მოქალაქე ჰგონია” თავი. ხოდა, ვაი თქვენ პატრონს! დაუფიქრდით, რაღა იქნებით (ვინ არა, რა!), რომ წაგიშალონ უცებ პირადი ბიოგრაფია? და ახლა წარმოიდგინეთ, ვინ ხართ, ისტორიის გარეშე? არარაობა, მატლი… რომელიც მნიშვნელობა არ აქვს, ჩინეთში გამოიჩეკა, დიდ ბრიტანეთში, თუ საქართველოში – მატლი ყველგან მატლია, დახრავს თავის წილს და მოკვდება ბოლოს.

“ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი. ბევრი მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; ”

ილია ჭავჭავაძე

ასე, რომ თუ თქვენ არა რას აკეთებთ და მხოლოდ ღვარძლის ნთხევით ხართ დაკავებულნი, გზაზე მაინც ნუ ეღობებით მათ, ვისაც ერისთვის შესტკივა გული!

მტყუან-მართალს კი მხოლო უფალი განსჯის!…

Advertisements