qvitari

დღეს აღმოვაჩინე, რომ ქართველებმა ქვითრების (ჩეკების, როგორც ახლა ეძახიან, მაგრამ სწორია ქვითარი!) გამოყენების ახალი ვარიანტი მოიფიქრეს:

ვინმე დიდი ხნის უნახავი ნაცნობი რომ გხვდება და არ იცის რით გაგახაროს, უცებ ქვითარს ამოქექავს – აი, ახლახანს მომცეს, ჯერ შეუმოწმებელია, შენ გჩუქნი და თუ რამე მოიგე, ნაყინზე დამპატიჟეო, ან სხვ. Open-mouthed smile თურმე, ხანდახან, მოსწავლეებიც ცდილობენ, მასწავლებლების გახარებას, ახალ-ახალი ქვითრებით. ჩემი ახლობელი, პედაგოგის მონათხრობიდან: “მეორე კლასელებს ვასწავლი და გუშინ ვერ დავაწყნარე, ძალიან ხმაურობდნენ. გავბრაზდი და ვუთხარი, მორჩა, დღეიდან ხმას აღარ გცემთ მეთქი. ეგრევე გაისუნენ, ვზივარ, მეც, ვთამაშობ გაბუტულს და ხმას არ ვიღებ. გავიდა 2 წუთი, ერთი ბავშვი წამოდგა, მომიახლოვდა და მაძლევს ქვითარს – მაას, ეს დღეს დილით მომცეს მაღაზიაში და სულ თქვენი იყოს” Open-mouthed smile  (იგულისხმებოდა, რომ რასაც მოიგებთ, სულ თქვენი იყოს, მე არაფერი მინდაო).

მოკლედ, პატარა ასაკიდანვე არ ვუჩივით ქართველები იდეების ნაკლებობას. Open-mouthed smile  ესეც უბრალოდ სახალისო პოსტი. რაიმე ორიგინალური გაგიგიათ თქვენ ქვირებტან დაკავშირებით? დაგვიტოვეთ, კომენტარი… Winking smile

Advertisements