people

ბევრს ეწყინება ახლა ეს პოსტი, ვიცი, მაგრამ გული რომ მტკივა, ამიტომ უნდა დავწერო და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯავრი მჭირს…

დღეს ჩვენი საზოგადოება, დაბალი დონისაა სამწუხაროდ! რა თქმა უნდა, არიან ნორმალური და განვითარებული ადამიანები, მაგრამ საკმაოდ ცოტა, ისინიც იკარგებიან ამ მასაში და საერთოდაც, უკვე თეთრ ყვავებად ჩანან, რადგან ზრდილობა და ინტელექტი მასისთვის დასაცინი და მიუღებელი გახდა… რა თქმა უნდა, რაც რთული შესაძენია და არ გაქვს, შეიძლება შეგშურდეს კიდეც და ბოღმისაგან დასცინო სხვას..

საზოგადოებაში ქცევის ნორმები: 80%-ს დავიწყებული აქვს საერთოდ ეს ცნება. მათთვის არსებობს მხოლოდ “მე როგორც მინდა და მისწორდება და დანარჩენები ფეხებზე მკიდიხართ (ან უარეს ადგილას, სულაც)”. მაგალითად, ავტობუსი, როდესაც გადაჭედილია, გასაგებია, სადაც იპოვი ადგილს, იქ დადგები. მაგრამ, ლამის სულ ცარიელ ავტობუსში ქართველების უდიდეს ნაწილს (ძირითადად ბიჭებს) რატომღაც კარში უყვართ დგომა და ძალიან უშლიან ხელს, ჩამსვლელებს და ამომსვლელებს. ამაზე შენიშვნა მეც მითქვამს, რადგან, ნურავის ეწყინება და ასეთი ხეების გამო, ავტობუსიდან ჩასვლისას, რამდენჯერმე კინაღამ კისრით გადავეშვი კიბიდან. გუშინაც, ერთმა ქლაბატონმა მისცა შენიშვნა ასე 30 წლის მამაკაცს, მშვიდად და წყნარად უთხრა, უამრავი ადგილია, რაღა ამ კარში დგახართო. ამ ჩვენმა სანაქებო “ვაჟკაცმა” რომელიც ალბათ სხვა დროს განსხვავებულებით სვამს სამშობლოს, ქართველობის და მანდილოსნების სადღეგრძელოს, მთელ ხმაზე უღრიალა დედისტოლა ქალს: “სადაც მინდაიქ დავდგებიო”. ანუ, ისევ სადაც მე მინდა! პირველად ვინატრე ცხოვრებაში, კონტროლიორი ვყოფილიყავი და ოფიციალურად უბილეთობის გამო და არაოფიციალურად უზრდელობის გამო ჩამომეთრია ძირს კინწისკვრით! (ბილეთი არ ჰქონდა, წუწუნებდა). ასევე, ცნობილი პრობლემაა მზესუმზირის კნაწუნი, ან საღეჭი რეზინის ხმაურით ღეჭვა. მზესუმზირას ტრანსპორტში მიირთმევენ, სმწუხაროდ საშუალოს ასაკის ქალბატონებიც, ასევე ბავშვებიც. რა თქმა უნდა ძირს ყრიან, ანაგვიანებენ, მერე ამ ნაგავში სხვა უწევს დგომა ან ჯდომა და ეს კნაწუნი ყურთან როგორი “სასიამოვნო” მოსასმენია, ბევრს ჩემზე უკეთ მოხსენება. აქაც რა თქმა უნდა “ფეხებზე მკიდია” პოლიტიკაა. ჩემს ბავშვობაში, ძალიან ბევრი ეწეოდა სიგარეტს ავტობუსებში, უკანა მხარეს და ამაზე მუდმივი კონფლიქტი იყო ხოლმე მწველ და არამწველე მგზავრებს შორის. დროთა განმავლობაში საზოგადობრივმა შეგნებამ აიწია თითქოს., მაგრამ ახლა ისევ დაეცა – ძალიან ბევრი მოზარდი ამოდის ანთებული სიგარეტით, ვითომც აქ არაფერიაო, ან უკიდებს ავტობუსში. თხოვნაზე, რომ გააგდონ, საშინლად აგრესიულ და უხეშ პასუხს იღებ… მეტი რა გზა გაქვს, გადადიხარ შენც აგრესიაზე… არადა, ეს უბედური ავტობუსები ძალიან მალე იწვება, გასვლასაც ვერ მოასწრებს ვერავინ. 45 წამი უნდა, მის მთლიანად ჩაფერფვლას. მაგრამ ვინ მისცათ ამ ღლაპებს, ამდენი შეგნებისა და აზროვნების უნარი????

გადავიდეთ ‘”მუსიკალურ პრობლემაზე”. უმეტესობას უკეთია ყურსაცვამი, (იგივე “ნაუშნიკი” ან ყურსასმენი. ცნობისათვის: ყურსასმენი ქვია სმენადაქვეითებულთა აპარატს, ხოლო ყურსაცვამი იმას, საიდანაც მუსიკას ვუსმენთ). რომელიც საერთოდ რატომ უკეთიათ ვერ ვხვდები. საშინლად ისმის ბასები, ან სულაც, ჩვეულებრივად ისმის მუსიკა. რამდენადაც არ უნდა მოგწონდეს ის სიმღერა, ასე საიდანღაც რომ გესმის, საშინლად გამაღიზიანებელია და ესეც უზრდელობაა, მინიმუმ. მათ კი მაინც ფეხებზე ჰკიდიათ ყველა. არანაკლები უზრდელობაა, მუსიკის ყურსაცვამების გარეშე მოსმენა, მაგრამ ერთი დაიგივეა მაინც – გინდა ეკეთოთ ასეთი ყურსაცვამი, გინდაც არა. არადა, ხომ შეიძლება, ჩაუწიონ, ან იყიდონ ნახევრად დახურული ყირსაცვამი? რომლიდანაც ხმა არ გამოდის? მაგრამ არა ბატონო… მთავარია, საკუთარი კომფორტი! თუმცა, ამ ყველაფერს უკუეფექტიც აქვს. არსებობს ცნობილი გამოთქმა: “მოექეცი სხვას ისე, როგორც გსურს, რომ მოგექცნენ შენ”. ჩვენთანაც ასე ხდება – როგორც გვექცევიან, ჩვენც ისევე ვექცევით, უნებურად… არ მცემს პატივს? მეზურდელება? მეც მკაცრად მოვექცევი (მაგრამ არა უზრდელად!) და ასე… ვცხოვრობთ, ერთმანეთის ჯიბრით…

საბოლოო ჯამში, ამ ხალხის დიდ ნაწილს უკვე პირობითად ეწოდებათ ქართველები…. მათ არც ქართული ახსოვთ,  არც იმ ტრადიციების მნიშვნელობა აქვთ გააზრებული, რომლებსაც ბრმად იცავენ და რას გამოდის აქედან, კაცმა არ იცის…

wtff

რაღა უნდა უთხრა ამის დამწერს? ორი წიგნი არ წაუკითხავს, ფაქტია. თორემ როგორ შეიძლება თქვა, ან დაწერო “საქმის ყურში”? სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე ყველას გადაედო და უმეტესობა ამბობს “საქმის ყურში” და ვერაფრით ვერ გაუგიათ, რომ უნდა თქვან: “საქმის კურსში”. ერთი სიტყვით, შეგნების და ზრდილობის მხრივ ხომ დაბალი დონეა, განათლების დონე კიდევ უფრო დაბალია… რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ფორუმზე მკითხეს, რას ნიშნავსო P.S. და XXI. ეს თუ არ ვცდები, მე-5კლასის გრამატიკაში ისწავლება….. უბრალოდ, რომ გადახედო ადამიანმა, ჩვენი მოზარდების ერთფეროვან და უაზრო კომენტარებს, Facebook-ზე, ან სხვა ინტერნეტ რესურსებზე, გული გაგსიკდება… უშინაარსო, ყოველგვარ არზს მოკლებული საუბრები, დაბალი დონის, უხამსი იუმორით გაჯერებული… ვითომ მაგარი ტიპები, ბიჭები, რომლებიც მუდამ ცდილობენ თავისი უპირატესობის დამტკიცებას გოგონებთან და ამას ძირითადად უზრდელობით გამოხატავენ, აბა ინტელექტის გამოვლენას ვერ მოახერხებენ, რაც არ აქვთ, საიდან მოიტანონ?…  ასევე გოგონებიც, რომლებიც, ვითომ “ძაალიან ძერსკები” (მათივე ტერმინია) არიან და ამ დროს, საერთოდ არაფერი უყრიათ თავში. სასაცილო ისაა, რომ აქედან უმეტესობა აბიტურიენტია და იზუთხავს მისაღებ პროგრამას მხოლოდ. ამით შემოიფარგლება, მათი გაანთლების დონე… ეს კი ძალიან, ძალიან ცოტაა, სამწუხაროდ Sad smile (ეს არ ეხება ყველა აბიტურიენტს!).

შეგონება: თუკი რაიმეს წარმოადგენ ადამიანი (სქესს არ აქვს მნიშვნელობა), ყვირილი არ გჭირდება ეს ისედაც ჩანს. თუკი მუდმივად ამტკიცებ რაიმეს. ე.ი. ყველაფერი საპირისპიროდაა.

მავანნი პრობლემებს სკოლაში ეძებენ. მართლაც არაა სკოლაში ყველაფერი აწყობილი, მაგრამ მხოლოდ სკოლა რომ ვერ აღზრდის ბავშვს, ეს ყველას დაავიწყდა. მშობლის როლი უმთავრესია. ამიტომ მოუწოდა უწმინდესმა დედებს, შვილების აღზრდისაკენ და არა მეუღლეების ბრმა მორჩილებისაკენ. მაგრამ რად გინდა – კონტექტიდან ამოგლეჯეს გაავრცელეს ეს ფრაზები, მედია საშუალებებმა, სამწუხაროდ და დაუკარგეს ძირიტადი აზრი ქადაგებას. სრული ვერსია მხოლოდ ერთხელ იყო ტელევიიზით. ანუ, ვერც ჩაწვდა უმრავლესობა, აზრს.. უწმინდეს ბრძენია და ხედავს, რომ დღეს დედების უმეტესობა, ხეხვა-რეცხვით და სადილების კეთებითაა დაკავებული. არადა, ჯობია, სახლი არ კრიალებდეს, სერვიზი არ ისროდეს სხივებს და სამაგიეროდ,  შენი შვილის სული აღზარდო… მხოლოდ ნაპატივები ხორცი ვის რაში სჭირდება? თუმცა, ბევრი მშობელი თავადაა ჯერ აღსაზრდელი…

რა თქმა უნდა, პოსტი არ ეხება ყველას, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ნამდვილად ეხება… ეს უმცირესი ნაწილი კი იკარგება უდიდესში და იჩაგრება მათ გამო… საერთოდაც, უსასრულოდ შეიძლება ამ ყველაფრის წერა და ყველა იმ მანკიერების ჩამოთვლა, რაც დღეს იკვეთება, მაგრამ ალბათ არც ღირს… გამგები ისედაც გაიგებს, შეუგნებელი კი, ვერც ამას გაიგებს…

ბოლოს: არ მინდა გაცვეთილი კომენტარები, რომ ლანძღვასა და კრიტიკას შორის ზღვარი დავკარგეთ. არაა ეს ლანძღვა, ან ბოღმა. ეს გულისტკივილია! და სხვანაირად ვერ გამოვხატე…  ერთ დროს ზრდილობითა და კულტურით განთქმული ერი, რას ჰგავს დღეს! სირცხვილია ხალხო, სირცხვილი!!!

Advertisements