pep p

დღეს საფეხბურთო სამყაროს ყურადღბა ისევ ბარსელონასკენ იყო მიმართული… წავა გუარდიოლა? არ წავა? პეპ გუარდიოლა წავიდა… გულშემატკივრებს გული დაგვწყდა (დაგვწყდა ის სიტყვა არაა, კიდევ), არა გულშემატკივრებმა გაიხარეს: “აი, ახლა ნახავთო, რა მოგივათო”. თუმცა, დაბოღმილი ხალხის აზრი ახლა ნაკლებად აინტერესებს გულშემატკივარს… ჩვენ პეპს ვუხდით მადლობას….. დღეს კიდევ ერთი უდიდესი ეპოქა დასრულდა ფეხბურთის ისტორიაში – ეპოქა, პეპ გუარდიოლას ბარსად ცნობილი.

ზოგიერთი ვაი გულშემატკივარი საყვედურობს და სალანძღავ კომენტარებსაც არ იშურებს პეპის მისამართით… დიდი ეჭვი მაქვს, ამ ხალხმა მხოლოდ 2009 წლის ბოლოს აღმოაჩინა გუარდიოლა და ბარსა. რომ იცოდნენ, როდის და როგორ ვითარებაში ჩაიბარა პეპმა გუნდი, არ დააყვედირდნენ და არ იტყოდნენ: “ამ მდგომარეობაში არ უნდა დაეტოვებინა გუნდი”-ო. ამ დროს, არავითარი რაღაც ისეთი მდგომარეობა არ აქვს ახლა ბარსას. ბოლო, ჩავარდნილი თამაშები არ ნიშნავს კრიზისს და არ ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა ამ ადამიანს დასვენების უფლება. მით უმეტეს, მართლა დიდი შეღავათი იყო, დაძაბული გულშემატკივრებისათვის ცნობა, რომ ბარსას ტიტო ვილოანოვა გაწრთვნის მომავალი სეზონიდან. სკეპტიკოსები აქრიქილდნენ, მაგრამ მხოლოდ ჭეშმარიტმა გულშემატკივრებმა იციან, რას წარმოადგენს ტიტო ბარსასათვის… ეს ნიშნავს, ბარსას სტილის და სულისკვეთების გაგრძელებას… და ასევე, საგულისხმოა, პეპის სიტყვები: “თუ ტიტოს დავჭირდები. მე აქ ვარ…” ანგარიშგასაწევი და პატივსაცემია ისიც, რომ პეპი არ წასულა არც ერთ კლუბში, ტაიმ-აუტი ავიღეო, თქვა. ამიტომ, მართლა ზედმეტია ზოგიერთის პანიკა და ბილწსიტყვაობა აქ…

პეპმა გენიალური გუნდი შექმნა, ჩვენ ვნახეთ ისეთი თამაშები, ისეთი გამარჯვებები, რამაც მსოფლიო აალაპარაკა და რასაც სამუდამოდ დაიმახსოვრებს ყველა. ბარსას სხვადასხვა ეტაპის ოქროს წლებთან ერთად ჩაიწერება ისტორიაში პეპ გუარდიოლას ბარსას ოქროს წლებიც… თუმცა, არ მგონია, რომ ყველაფერი აქ მთავრდება – არაა გამორიცხული, ოდესმე ისევ ვიხლიოთ პეპი ბარსას მწვრთნელად… არსებობს ურთიერთობები, რომლებიც არ მთავრდება და არ იყიდება… ვის, ვის და ბარსას გულშემატკივრებს ეს არ გვესწავლება, ვინაიდან კლუბს თუნდაც გულშემატკივრების მიმართ, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ასე, რომ ლოგიკასთან ახლოსაა, რომ ყველა დროის გენიალური მწვრთნელი, ოდესმე ისევ ვიხილოთ ბარსაში… მით უმეტეს, პეპ გუარდიოლას დამსახურება ბარსას წინაშე არ შემოიფარგლება, მხოლოდ სამწვრთნელო მოღვაწეობით. მან ახალგაზრდული კარიერა დაიწყო, ბარსა B-ში, შემდეგ კი 1990-2001 წლებში ბარსელონას ღირსებას იცავდა, 4 ნომრიანი მაისურით და იყო გუნდის კაპიტანიც.

pep capita

ბარსადან წასვლის შემდეგ დაგვიბრუნდა როგორც მწვრთნელი. კარგად მახსოვს, მისი ბარსას მწვრთნელად დანიშვნა, იოჰან კრუიფის დიდი მონდომების შედეგი იყო. მიუხედავად ამისა, ბევრი ეჭვის თვალით და სკეპტიკურად უყურებდა, მწვრთნელის ამპლუაში პეპის გამოჩენას. 1-2 ჩავარდნილი თამაშის მერე, კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც გაატარეს. თუმცა, მალევე გაჩუმდნენ… პეპმა დაადუმა ყველა და აიძულა, ეხილათ საფეხბურთო სპექტაკლები და სასწაულები, რომლებიც გრძელდბოდა ამ წლების განმავლობაში… დაბრუნდება თუ არა გუარდიოლა ისევ ბარსაში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ახლა კი, მართლა მხოლოდ მადლობის თქმის დროა… ასევე, ბევრისათვის და მათ შორიც ჩემთვისაც, საინტერესოა, ტიტოს ბარსაც…

2008-2009 წლების სეზონის მონაგარი:

pui da tasebi

ესეც სტატისტიკის მოყვარულთ:

ppep

pp12

პეპის წასვლას გულშემატკივრებთან ერთად, რა თქმა უნდა განიცდიდნენ თავად ფეხბურთლებიც. ესეც ფებურთელების სახეები პრესკონფერენციაზე. ლეო მესის თქმით, შეგნებულად არ მივიდა პრესკონფერენციაზე, რადგან არ შეეძლო ამ ყველაფრის მშვიდად ცქერა. არ მეგულება მეტი მწვრთნელი, რომელიც ასე გაუცილებიათ გუნდიდან…

fabre da busi

pike and

xaavi

და თავად პეპი დღეს…

pep 27

კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი დღეს:

roseli

ესეც ყველაზე ცნობილი კადრი, როცა პეპმა იტირა… იტირა უდიდესი წარმატებისა და ემოციისაგან…

პეპ გუარდიოლა და ტიტო ვილანოვა

pep and tito

ტრიუმფი – ფეხბურთელებს არა ერთხელ აუტაციათ ხელში პეპი…

3

pep triumph

pep cups

pep and  cup

ცოტა არეული პოსტი გამომივიდა… მეც ვღელავ და გული მწყდება… აღარ გავაგრძელებ… უბრალოდ….

დიდი მადლობა პეპ!..

Muchas gracias, Pep!..

Advertisements