seven

დღეს გადავწყვიტე, ამჟამად უკვე ყველაზე პოპულარული სისტემის Windows7-ის პატარ-პატარა ე.წ. ხრიკები შემოგთავაზოთ. ვინც იცის, ძალიან კარგი, ვინც არ იცის. გამოადგებათ ალბათ. პოსტი ძირითადად განკუთვნილია ცოტა უფრო წინ წასული მომხმარებლებისთვის.

ალბათ შეამჩნევდით, რომ Windows7-ს სტანდარტულად დამალული აქვს Quick Launch და მის კომპენსაციას გარკვეულწილად ეწევა, ამოცანათა პანელზე (TaskBar) მიპინული პროგრამები. თუმცა, Windows XP-თან “გაზრდილი” მომხმარებლებისათვის, ეს დიდი ვერაფერი კომპენსაცია აღმოჩნდა Open-mouthed smile  რადგან მიპინული პროგრამები ბევრ ადგილს იკავებენ საბოლოო ჯამში, ხოლო Quick Launch-ში ჩაყრი ყველაფერს რასაც ხშირად იყენებ და ფაქტიურად აღარც გჭირდება სტარტში ძრომიალი.

დავამატოთ Quick Launch-ი ხელით, ეს საკმაოდ მარტივია:  ამოცანათა პანელზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, გამოსულ მენიუში აირჩიეთ Toolbars და შემდეგ New Toolbar . გამოვა ფანჯარა, სადაც მისამართის ველში (Folder) უნდა ჩაწეროთ (ან გადააკოპირეთ, უფრო მარტივია Winking smile ) %appdata%\Microsoft\Internet Explorer\Quick Launch და დააჭირეთ Select Folder-ს. ყურადღება: ენთერს არ დააჭიროთ. ამ შემთხვევაში საქაღალდის არჩევის მაგიერ, გაგიხსნით საქაღალდის შიგთავსს. Smile ამის შემდეგ Quick Launch დაჯდება მარჯვენა მხარეს, მოხსენით ბლოკი ამოცანათა პანელს: მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ ისევ მასზე და გამოსულ კონტექტსურ მენიუში აირჩიეთ Lock the taskbar. მერე მოკიდეთ მაუსი Quick Launch –ს და გადმოათრიეთ მარცხენა მხარეს. ესეც ისევ, მიჩვვევის გამო, თორემ თუ გსურთ დატოვეთ მარჯვნივ Open-mouthed smile

Quick Launch-ის დამატებითი პარამეტრები: დააჭირეთ მარჯვენა ღილაკზე Quick Launch-ს და გამოურთეთ – Show Title. გაქრება დასახელება Quick Launch და შეძლებთ, დაინახოთ დამატებული პროგრამები. შემდეგ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამორთოთ Show Text, ამ შემთხვევაში, Quick Launch-ზე რა პიქტოგრამებიც ჩანს, მათ მოეხსნებათ დასახელება და მეტი პიქტოგრამის დატევის შესაძლებლობა გექნებათ, მოკლედ ესეც სივრცეს დაზოგავს. View ველში შეგიძლიათ აირჩიოთ დიდი ზომის პიქტოგრამები, ან პატარა. მაგრამ გაითვალისწინეთ, თუკი თქვენ გირჩევნიათ, ვიწრო, პატარა ამოცანათა პანელი, პიქტოგრამებზე ზომის მომატება გაზრდის ამოცანათა პანელის ზომასაც.

qq

შემდეგ შეგიძლიათ ჩაამატოთ პროგრამები, ზუსტად იგივენაირად როგორც ეს ხდებოდა Windows XP-ზე, დაბლოკოთ ამოცანათა პანელი (რეკომენდირებულია, მაგრამ თუ გინდათ დატოვეთ დაუბლოკავი) და დატკბეთ შედეგით Red heartOpen-mouthed smile

აქვე რამოდენიმე გამოსადეგი კომბინაცია Hotkey სევენისათვის.

Windows ღილაკი – Windows-ის ლოგოიანი ღილაკია Smile

Windows ღილაკი + ქვევითა ისარი – აქტიური ფანჯრების ჩაკეცვა. იმ თანმიმდევრობით, როგორცაა გახსნილი.
Windows ღილაკი + მარცხენა ისარი – გადააქვს ფანჯარა მარცხენა მხარეს.

Windows ღილაკი + მარჯვენა ისარი – გადააქვს ფანჯარ მარჯვენა მხარეს.

Windows ღილაკი + ზევითა ისარი – გაზრდის ფანჯარას.

Windows ღილაკი და + ხსნის Magnifier”-ს, Windows ღილაკი და – მაგნიფერის ზუმის შემცირება.

Windows ღილაკი + T – ჩაკეცილი საქაღალდეების გადახედვა.

Windows ღილაკი + F – ხსნის ძებნას Search.

Windows ღილაკი + E – ხსნის Computer ფანჯარას.

Windows ღილაკი + X – ხსნის “Windows Mobility Center”-ს.

Windows ღილაკი + რიცხვებიანი ღილაკები, ხსნიან ამოცანათა პანელზე მიპინულ პროგრამებს, რიგოთობის მიხედვით. მაგალითად, Windows ღილაკი + 1, ხნის პირველ პროგრამას, Windows ღილაკი + 2, მეორეს, Windows ღილაკი + 3 მესამეს და ა.შ.

Windows ღილაკი + Pause/Break გახსნის System Properties-ს.

Windows ღილაკი+ TAB ჩაკეცილი ფანჯრების გადათვალიერება და გახსნა.

Alt + D მისამართების ველის (Adress Bar) მონიშვნა.

Alt + Windows ღილაკი + და რომელიმე რიცხვი, ხსნის ჩაკეცილი აპლიკაცების მენიუს, შესაბამისი რიგითობის მოხედვით.

Ctrl + Shift + N – ახალი საქაღალდის შექმნა.

Shift + მარჯვენა ღილაკი ნებისმიერ ფაილზე – გახსნის კონტექსტურ მენიუს, სადაც ნახავთ ბრძანებას: Copy As Path. ეს ოპერაცია ძალიან მოსახერხებელია, როცა გვინდა ფაილის მისამართის კოპირება.

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, დაწერეთ კომენტარის სახით, ვეცდები გავცე პასუხი… Winking smile

ყურადღება: პოსტის გადაკოპირება ავტორთან შეთანხმების გარეშე, არღვევს საავტორო უფლებებს და ისჯება კანონით

Advertisements