qaluri logika nagavshi

ახლა გადამერთო შემთხვევით იმედზე და კინაღამ ინფარქტი მივიღე მართლა. ამ თვალებფახულა, ძუძუ-მკერდ-ბარკალ უხვად მოშიშვლებულმა გოგოებმა არ იცოდნენ მაგალითად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (ერთს ამჟამინდელი პრეზიდენტი ეგონა, პირველი სულაც!). მეორე კითხვა კი საერთოდ “ინტელექტის” ზეიმი და მწვრევალი იყო.

კითხვა: რა არის გუთნის დედა?

სავარაუდო პასუხები:

1. მიწის მუშა;

2. დედალი ხარი;

3. მამალი ხარი;

ერთი რატი დურგლიშვილს შეეპარა ეჭვი, ხარი და დედალიო? წამყვანი აღშფოთდა, რას ქვია, ხარი ან დედალია, ან მამალიო. Open-mouthed smile

მოკლედ, სტუმრიან-წამყვანებიანად არავინ არ იცოდა, ზუსტად რა არის გუთნის დედა. ეს ნიშნავს მხოლო ერთს – 1 წიგნი არ აქვთ წაკითხული თავიდან ბოლომდე. არც ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობი” გაუგიათ ალბათ, არც “ოთარაანთ ქვრივი”, არც ოტია იოსელიანის ბიოგრაფიული მოთხრობები უნახავთ თვალით, ან აკაკი წერეთლის რომელიმე ნაწარმოები…

თქვე მართლა დედლებო: ზოოლოგიაში, დედალი და მამალით აღინიშნება ფრინველი. მაგალითად ქათამი არის მდედრობითი, მამალი მამრობითი. ან დედალი მტრედი, მამალი მტრედი.

მსხვილფეხა რქოსანი პირურტყვის კლასიფიკაცია კი ასეთია: ფური და ხარი. ფური ეს არის მდედრი, ხარი არის მამრობითის აღმნიშვნელი, და არა რაიმე სხვა ცხოველი! ბარემ ღორებზეც ვისაუბროთ: ნეზვი მდედრი, ტახი მამრი. ცხენებში: ფაშატი მდედრი, ულაყი მამრი. ძაღლებში: ძუ მდედრი, ხვადი მამრი. ვაი სირცხვილო, მეოთხე კლასის “ბუნების კარის” მასალებს ვდებ ახლა…

რაც შეეხება თავისუფლების ქანდაკებას თქვე უბედურებო, გუგლში მაინც ნახეთ, როგორია Disappointed smile და ზუსტად ფრანგებმა აჩუქეს ამერიკელებს, ხოლო მოქანდაკეს ნატურად ჰყავდა დედა.

მოკლედ, ამ გოგოებზე ალალია კახური გამოთქმა”იხმარე და მიაყუდე კედელზეო”. მეტი არაფერში გამოდგებიან, ვისაც უნდა ეწყინოს, ვისაც უნდა გაუხარდეს!  არც ეს ელიტური “ცნობლი ფეის” სტუმრები უქნია ღმერთს…

კარგი დებილები ხართ, გავიგეთ, გიხარიათ ამის გამოვლენა, ესეც გავიგეთ, უბრალოდ მაინტერესებს – რატომ ჰქვია ამ გადაცემას “ქალური ლოგიკა”? რას გვერჩიან დანარჩენ ქალებს?… წაიყვანეთ ნებისმიერი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და ნახავთ ქალური ლოგიკას კი არა, აზროვნებას…  ამ შოუს კი “უვიცების ლოგიკა” დაარქვით, აჯობებს… Smile

ყველანაირი ინტელექტუალური შოუ დახურეს, “რა? სად? როდის?” გაზაფხულის სეზონისთვის იქნება თუ არა, დაფინანსებაზეა დამოკიდებული და ასეთი იდიოტობებისთვის კი პოულობენ თანხებს…… სირცხვლია, მარაზმია! სახელი მაინც გადაარქვით!!!!!!!!!!!!!!!!!

ფუ, რას დაემსგავსა არხი, რომელიც ერთ დროს ყველაზე მეტად მიყვარდა…. Disappointed smile

Advertisements