virgo

ფეისბუქის ჯგუფში Astrologia.ge გაჩნდა იდეა, რომ დაგვეხასიათებინა ჩვენივე ზოდიაქო, ისე როგრ ვხედავთ ჩვენ… მე ჰოროსკოპით ქალწული ვარ და დავახასიათე ისე, როგორც ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ სხვებს, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. ჯგუფის წევრები დაეთანხმნენ ამ დახასიათებას, მაინტერესებს რას ფიქრობს მკითხველი და თან მინდა გთხოვოთ, დაახასიათეთ თქვენც თვენი ზოდიაქოები კომენტარში. საინტერესოა Winking smile

მაშ ასე, ქალწული: 24 აგვისტო – 22 სექტემბერი

თვლიან, რომ ჩვენ გვიყვარს სხვების კრიტიკა და ვერ ვიტანთ, როცა ჩვენ გვაკრტიკებენ – უბრალოდ, ჩვენ სხვებზე მეტად ვიცით ჩვენი მინუსები და პლიუსებიც, სხვებისგან ზედმეტი შექება ან შენიშვნა, ამიტომ გვაღიზიანებს….
ჩვენ არ ვართ პედანტები,  გვიყვარს სისუფთავე და რა ვქნათ Smile.
როცა რამეს ვაკეთებთ, მთლიანად ვვარდებით საქმეში, ამიტომ ვითხოვთ ზოგჯერ მაქსიმუმს სხვებისაგანაც….
ჩვენ გვიყვარს ყურადღება და არ ვართ ცივები, როგორც ეს ბევრს ჰგონია. უბრალოდ, ჩვენ ხშირად ვმალავთ ემოციას და არ ვახვევთ სხვას თავზე….
ჩვენ ვართ მესაკუთრეები, ოღონდ ამ სიტყვის ყველაზე მსუბუქი გაგებით – ვერ ვიტანთ, როცა ჩვენს საყვარელ და ამოჩემებულ ნივთებს ეხებიან, რაც ჩვენია, ჩვენია.
ჩვენ გვახასიათებს ერთგულება, როგორც ადამიანების მიმართ, ასევე ადგილის, ნივთების მიმართაც. ამიტომ ხშირად გვიჭირს ადგილის, გარემოს გამოცვლა, ვერ ველევით სხვებისთვის ერთი შეხედვით უსარგებლო, არასაჭირო ნივთებს, რომელიც ჩვენთვის ძვირფასი მოსაგონარი და სახსოვარია….
ვართ პრაქტიკულები და თან რომანტიკოსები :)))
ცოტა გვწყინს და ცოტა გვიხარია … :)))
ჩვენ გადავდებთ ყველა საქმეს და თქვენ დასახმარებლად გამოვიქცევით, თუკი გჭირდებათ, მაგრამ გაბედეთ და ტყუილად მოგვიყვანეთ!!! :)))) არ მოგვერიდება, პირში გეტყვით ყველაფერს ^^ საერთოდაც, საკმაოდ პირდაპირები ვართ, ხანაც ჯიუტები და ფიცხებიც… Winking smile ადვილია ჩვენი გაბრაზება, მაგრამ წყენაც ადვილად გადაგვივლის ხოლმე… Smile

ყურადღება – ჩვენ არ ვართ ეჭვიანები, მაგრამ თუ საეჭვიანო ვნახეთ რამე, არ ვეჭვიანობთ, ფაქტებს ვამოწმებთ, მშვიდად წყნარად…. ამიტომ ცა მოწმენდილზე თუ დაგატყდათ ქალწული პარტნიორის რისხვა, ღალატის გამო, ნუ ეცდებით უარყოფას – მან უკვე დიდი ხანია, ყველაფერი იცის….. :)))
თუ ქალწულმა გაპატიათ ერთხელ, მეორედ ნუღარ გააკეთებთ იგივეს, რადგან თუ ვინმეზე ან რამეზე გული გაგვიტყდა, დამთავრებულია, ის ჩვენს ნდობას ვეღარ დაიბრუნებს, რაც არ უნდა გააკეთოს…. :))

აქვე გთავაზობთ გამოკითხვას, ვინ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ… Smile

Advertisements