dsc_0041-ps

რაღაც წერის ჭია შემომიჩნდა ვატყობ და არ მასვენებს…

ამ წუთას კონკრეტული თემა არ მაქვს…

ვფიქრობ იმაზე, რომ არასოდეს დამიდია ბლოგზე უბრალოდ ემოცია, აუხსნელი ემოცია… ყველა პოსტს ახსნა ჰქონდა, ყველა აღშფოთებულ, გაბრაზებულ თუ ბედნიერ პოსტს მიზეზი…

ჰმ, დიდი ვერაფერი ემოცია მაქვს ახლა.. თავი მტკივა, დავიღალე სამსახურის ძებნით და სივების გზავნით… დავიღალე მგონი, ყველაფრით, რაღაც მინდა და არ ვიცი რა. კარგი ფილმი, მუსიკა და ვერაფერს ვერ ვპოულობ ახლა, ვერ ვპოულობ, ვერ ვხვდები, ზუსტად რა მინდა…

ეს გაზაფხულიც ვეღარ შევიდა “ძალაში”. ჩემი ნარცისები მენატრებიან… თითქმის ყველა ყვავილი მიყვარს, რაც კი არსებობს, მაგრამ ნარცისები განსაკუთრებით… მიყვარს მათი სუნი, ფერი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს “ხასიათი”… როგორც არ უნდა გადაუარო, გადათელო, უწყლოდ იყვნენ დიდხანს, მაინც ამოვლენ, მაინც გაიხარებენ, მაინც დადგებიან ფეხზე… მათი ეს ხასიათი, მოგვიანებით შევამჩნიე. ბავშვობაში კი უბრალოდ, უმიზეზოდ შემიყვარდნენ, ძალიან, ძალიან მიყვარდნენ, იმდენად, რომ ცხვირიც მაქვს გატეხილი მათ გამო, როცა ღობეზე გადავძვერი, დასაკრეფად… Smile ისე, მაგრად გადავრჩი, ძგიდე რომ არ გავიტეხე და საოპერაციო არ გავხდი….

ნარცისების აყვავებას ყოველ წელს ველი ხოლმე… ყოველ წელს ძალიან ველი და თუ მიჭირს შინაგანად, მაშინ უფრო… ახლაც ძალიან ველი… როდის იქნებიან ბევრი, როდის… არაფერი არ გამახარებდა ახლა ისე, როგორც თუნდაც ერთი ცალი ნარცისი… ;(

როგორ მახსოვს, შარშანდელი ულამაზესი თაიგული…Red heart 

მეტი არაფერი არ მინდა ამ წუთას… მაგრამ ეს აუსრულებელია, ვიცი… ეჰ, წავედი, იქნებ რაიმე წავიკითხო და მეშველოს ცოტა მაინც… თორემ ისეთ ხასიათზე ვარ, სურამელაშვილს მოვუსმენ მალე, ვატყობ… Disappointed smile

ეს ბრუკლინია… იქ უკვე დამდგარა გაზაფხული….

dsc_0001-ps

dsc_0048-ps

dsc_0006-ps

 ძალიან მომწონს ეს   კადრი….

Advertisements