laptop

ჩემს ბლოგზე არაერთხელ შევხებივარ მომსახურების პირობებს და ხარისხს საქართველოში. ვისაუბრე ბანკებსა თუ მობილურ კომპანიებზე და არაფერი მითქვამს აქამდე მაღაიზებზე. დღეს ტექნიკის მაღაზიებს შევეხები, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიებზე მინდა ვისაუბრო, რადგან ბოლო დროს ხშირი შეხება მქონდა მათთან. რამოდენიმეჯერ გავყევი ახლობელ-მეგობრებს კომპიუტერის შესაძენად…

მოგეხსენებათ, ზუსტად რაც გინდა ხშირად არ ემთხვევა იმ ბიუჯეტს, რაც გაქვს და ამიტომ, ოპტიმალური გამოსავალის მოსაძებნად, გიწევს მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილი, ფასების და ხშირად განვადების პირობების გარკვევაც. სწორედ აქ გჭირდება კონსულტანტის მოთმინება, ამომწურავი პასუხი და შეძენილი ტექნიკის შემოწმებაში დახმარება. ხოლო, თუკი, ისე მოხდა, რომ არ მოგეწონა არაფერი, სახეზე არ უნდა აიკრას განცხადება: თუ არაფერი გინდოდა, რას მოდიოდი და მაწუხებდი!

ერთი სიტყვით, ცოტა შორიდან დავიწყებ და მოვალ დღემდეც. ჩემი კომპიუტერი 5 წლის წინ ავაწყვეთ “პულსარში”. დღეს ძნელი წრამოსადგენია, მაგრამ მაშინ მაინც უცხო ხილი იყო საკუთარი კომპიუტერი სახლში Open-mouthed smile შესაბამისად, რა მახასიათებლები აქვთ კომპიუტერებს და საერთოდ, რის მიხედვით უნდა იყიდო კომპიუტერი, ზერელე წარმოდგენაც არ მქონდა. არც ახლობელი მყავდა ვინმე, ვინც დამაკვალიანებდა. ამიტომაც მივედი მაღაზიაში და გამოვუცხადე, გამარჯობა, კომპიუტერი მინდა მეთქი Open-mouthed smile ახლა მეცინება, მართლა “ჩაინიკი” ვიყავი დღევანდელ გადასახედიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ცოდნა არ ცოდვაა Winking smile ასევე ფიქრობდნენ “პულსარის” მეპატრონეც და კონსულტანტები. რისთვის გინდა შვილო, ეს კომპიუტერი და როგორი იციო? თუ არ იცი კარგადო, მინი ლექციებს ვატარებთ, ვუხსნით ჩვენს კლიენტებს რა პრინციპით უნდა შეარჩიონ კომპიუტერებიო და მობრძანდით ხვალ 12 საათზე, ლექციას დაესწარითო. მივედი და საკმაო ხალხიც იყო ჩემთან ერთად. მოვისმინეთ ძალიან საინტერესოდ გაკეთებული პრეზენტაცია და სწორედ მაშინ გავიგე პირველად რა არის დედ დაფა, პროცესორი და სხვ. ეს ლექცია ნამდვილად დამეხმარა, რომ გამეკეთებინა სწორი არჩევანი. ახლა ვხვდები, როგორ გამიმართლა მაშინ და დიდი მადლობა “პულსარს”. ისე, იმ ლექციის მერე გამიტაცა მგონი ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა Open-mouthed smile 

ეს იყო, საუკეთესო სერვისი ამ სფეროში, რაც დღემდე მინახავს. დღეს რა ხდება ამ კომპანიაში, არ ვიცი სამწუხაროდ და ამ მაღაზიას, 10 ქულიდან 10-ს დავუწერდი, იმ პირობების გათვალისწინებით..

ამის მერე, ბევრ მაღაზიასთან მქონდა შეხება, რა თქმა უნდა და ვეცდები, გავიხსენო ისინი, ვინც მეტ-ნაკლებად დამამახსოვრდა.

“PC World” – ამათ არა უშავთ. რაც შეიძლება გაიგო ყურსაცვამის, მაუსის და “ფლეშკის” ყიდვისას, იმის მიხედვით ვასკვნი. ფასებზეც ვისაუბროთ ბარემ: ზოგი რაღაც სხვებთან შედარებით ძვირი, ზოგიც ცოტა იაფი. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ. 10 ქულიდან 6-ს დავუწერდი +-ით, საბოლოო ჯამში.

“ალტა” – მომსახურებაც ნორმალური აქვთ, პროდუქციაც და ფასებიც სხვებთან შედარებით. ბოლოს რომ ვიყავი, კონსულტანტი გოგონა იყო, საკმაოდ კომპეტენტური ყველაფერში და ნამდვილად არ დაზარებია ლეპტოპების ჩართვა, ჩვენება და სხვ. თუმცა, პროდუქციის განლაგების გამო, 10-დან 8-ს მივაკუთვნებდი მათ.

“gITec” – სერვისი კარგი აქვთ, როგორც მაღაზიაში, ასევე სატელეფონო და “ფეისბუქის” გვერდზეც. საბურთალოს სერვის ცენტრთანაც მქონდა შეხება და სათაოსთანაც, ორივეგან კარგი პერსონალია, “ფეისბუქზეც” და ტელეფონზეც ამომწურავად და ნორმალურად პასუხობენ კითხვებს. ფასებს რაც შეეხება – ამათაც ნორმალური, მისაღები ფასები აქვთ, სხვებთან შედარებით. 10-დან 9 ქულა, ცოტა არეული საიტის გამო.

“ბე-დი +” – ფასებს და პირობებს აქაც არა უშავს, მაგრამ ცოტა ცივი დამოკიდებულება აქვთ კლიენტებთან. გულში არც სხვაგან გიხუტებენ, დიდი ხნის უნახავი ძმაკაცივით (და არც მოვითხოვ, რა თქმა უნდა), მაგრამ, მთლად ისეთი დამოკიდებულებაც არაა სასიამოვნო: “მორიგი კლიენტი, რომელი ან გადაწყვეტს ამ ლეპტოპის ყიდვას ან არა”. ფასები აქაც საშუალოა, ზოგი რამ ცოტა უფრო ძვირი, ზოგიც თანაბარი, ზოგიც ოდნავ იაფი. საბოლოო ჯამში.10-დან 6 ქულა, რადგან არასწორად ჰქონდათ ინფორმაცია საიტზე და ტყუილად მიგვიყვანეს ერთხელ.

“LAB” – სამაგიეროდ, აქ ჰყავთ ძალიან მხიარული და ენერგიული კონსულტანტები. ერთმა რომ გაიგო, “ბარსელონას” გულშემატკივრები ვიყავით, სულ გადაირია სიხარულით Open-mouthed smile თუმცა, ერთი შეცდომა დაუშვა – გვირჩევდა იმას, რომელიც თავად მოსწონდა და მიაჩნდა კარგ ვარიანტად. მე პრინციპში, ვეთანხმებოდი, მის ამ შეხედულებას, მაგრამ ჩემი მეგობარი არ დაეთანხმა და აღარც დაუწყია სხვების არჩევა მაინცდამაინც, წამოვედით მალე. ფასებზეც იგივე შემიძლია ვთქვა – დაახლოებით იგივე, რაც სხვაგან. 10-დან 9 ქულა, პროდუქციის არც თუ ისე კარგი განლაგების გამო.

“Go! Electronics” – “თბილისი ცენტრალის” მაღაზიაში ვიყავით და იმდენი ხალხი ირეოდა, კონსულტანტი ძნელი დასაჭერი იყო. თუმცა, როცა მოვიდა ჩვენამდე, იმის მიუხედავად, რომ დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს იდგა, მაინც თავაზიანი და ყურადღებიანი იყო. ფასები აქ ოდნავ მაღალი იყო სხვებთან შედარებით. ასეთი ტიპის მაღაზიებში ყველანაირ პროდუქციას აწერია ფასები და მახასიათებლები და პრინციპში, კონსულტანტი დეტალების გასარკვევად შეიძლება დაგჭირდეს. ლეპტოპების განლაგების პინციპი შესანიშნავი იყო – თითო ბრენდს თავისი კუთხე ჰქონდა, რაც ძალიან მოსახერხებელია, სწრაფად დასათვალიერებლად. მხოლოდ Apple-ს კუთხე იყო იმ პერიოდში განსხვავებული – სტივ ჯობსის სურათით და შავი ლენტებით იყო შემკული ყველა ლეპტოპი. არავითარი ინფორმაცია არ იყო მონაცემებსა და ფასებზე. ჩვენც მეტი რა გზა გვქონდა, დავარტყით საპატიო წრე, მივაგეთ ჯობსის ხსოვნას პატივი და წამოვედით Open-mouthed smile ამ დაუსრულებელი გლოვის გამო, 10-დან 7 ქულა დაიმსახურეს, ჩემს თვალში Winking smile

“Elit Eelectronics”, “ElitEl” – ამათზე ყველამ იცის მეტ-ნაკლებად ყველაფერი. ფასებიც სხვების მსგავსად, ცოტა მაღალიც, შეიძლება ითქვას და მეტისმეტად მონდომებული კონსულტანტები ჰყავთ. არ მიყვარს, ეგრევე რომ დაგეძგერებიან, რა გნებავთ და ა.შ. კონსულტანტის დახმარება მაშინ მინდა, როცა მე ვთხოვ ამას. თუმცა, ამას მენეჯმენტი სთხოვთ, სავარაუდოდ. საბოლოო ჯამში, 10 ქულიდან 6-ს დავუწერდი, პროდუქციის ცოტა აბდაუბდა განლაგების გამოც.

“მეგატექნიკა” – ლეპტოპებზე დაბალი ფასები ჰქონდათ, სხვებთან შედარებით (ახლა ცოტა გააძვირეს, მგონი). მომსახურება აქაც ნორმალური თავაზიანი. თუმცა პროდუქციის განლაგებ ის გამო 10-დან 7 ქულა მაქსიმუმ.

“Smiley” – მაღაზიასთან არ მქონია შეხება, მაგრამ Facebook გვერდის ადმინისტრატორი მართლა ყურადღებიანი ჰყავთ. სამაგიეროდ, დღემდე ვერ მოაწესრიგეს მგონი საიტი და თანაც ცოტა მაღალი ფასებია. ამ ფონზე, მთლიანობაში 5 ქულა 10-დან.

“Ok Shop”- ფასები ნორმლურია, კონსულტანტები და სერვისი კარგი. პროდუქციის განლაგებაც კარგი აქვთ, სხვებთან შედარებით. Facebook გვერდის ადმინისტრატორიც კარგი და ყურადღებიანი იყო. თუმცა, ვაჟა-ფშაველას ფილიალში განვადება ვერ გაგვიკეთეს, ინტერნეტის გათიშვის გამო და რა ვიცით აბა, როდის გვექნებაო Open-mouthed smile მოგვიწია “თბილისი ცენტრალში” გაქცევა. დავუწეროთ 9 ქულა 10-დან, ამხელა მაღაზიას, ორი ინტერნეტ პროვაიდერი მანც უნდა ჰყავდეს, როგორც წესი Smile

“ალგორითმი” – ვაიმე!!! საიდან დავიწყო არ ვიცი… პირველი შეხება მათთან მცირე იყო და მაინც დასამახსოვრებელი: ერთ არამშვენიერ დღეს, ქულერი გამიფუჭდა და მირჩიეს, რომ დამერეკა მათთან. დავურეკე, ფალიაშვილზე მდებარე მაღაზიაში (სათაო ეგაა როგორც აღმოჩნდა) და ბიჭმა მიპასუხა, ძალიან ოფიციალური ხმით და “ვაჟნი” ტონით. ვკითხე, თუ ჰქონდათ 755 სოკეტზე ქულერი, მითხრა არაო. არის საერთოდ თქვენს ქსელში მეთქი? ინტერნეტში შებრძანდით და ნახეთო, გამომიცხადა ცივად Disappointed smile გადავირიე – კომპიუტერს ვერ ვრთავ, რადგან ქულერი არ მაქვს. თქვენი ნომერი ძლივს ვნახე მობილურიდან და ინტერნეტში როგორ შევიდე მეთქი. ამის მერე იკადრა, შევიდა ბაზაში და მითხრა, რომ საერთოდ არ ჰქონდათ არსად ამ ტიპის ქულერი. კიდევ კარგი! წავედი “gITec” – ში და ვიყიდე მშვენიერი ქულერი. სულ არ დაზარებია ოპერატორს ახსნა, რომელ ფილიალში ჰქონდათ და რა ფასად Winking smile

“ალგორითმის” – არც პეკინზე მდებარე სერვის ცენტრია გადასარევი. კონსულტანტი გოგონა ნახევრად სავარძელში გადაწოლილი, ფეხსაცმელებს ათვალიერებდა ონლაინ მაღაზიაში და ასე გვპასუხობდა კითხვებზე. აშკარად ვაწუხებდით მგონი Open-mouthed smile არც გვერდით მჯდომი კოლეგები იკლავდნენ თავს, ცოტაც და მე მეგონებოდა თავი თანამშრომელი და ისინი კლიენტები… როგორც იქნა გავარკვიეთ ან უფრო, გამოვწიწკნეთ ინფორმაცია, რომ არ ჰქონდათ ის მოდელი, რაც გვაინტერესებდა და მერე კეთილი ინებეს და გაგვირკივეს, რომ ისნის ფილიალში უნდა მივსულიყავით.

ისნის ფილიალი ყველაზე უკეთესი იყო ერთი შეხედვით. მოგვცეს საშუალება, რომ კარგად აგვერჩია ლეპტოპი, შეგვედარებინა სხვათან და ა.შ. ლეპტოპი განვადებით გამოვიტანეთ და სანამ მე საბუთებს ხელს ვაწერდი (ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, მიხვდება, რამდენი ხელის მოწერა დამჭირდა) და ჩემი მეგობარი სალაროში წავიდა, ფულის გადასახდელად, გამოგვიტანეს ლეპტოპი და დაგვიდეს შეფუთული. წაიღეთ და აბა მშვიდობაშიო. ეს იყო რა თქმა უნდა იგივე მოდელი, მაგრამ არა ის, რაც ვნახეთ თაროზე, საწყობიდან გამოვიტანეთო, გვითხრეს. ჩვენ ბუნებრივია, გაგვიჩნდა, კითხვა, რატომ არ გვიხსნიდნენ და არ გვამოწმებინებდნენ, წამორებამდე. გვიპასუხეს, რომ რად გინდათ გარანტია ხომ აქვსო, თუ რამე მოიტანთ და შევცვლითო. მეტი რა გზა იყო, წამოვიღეთ, რადგან რაც არ უნდა გვექნა, ძალიან ძნელი საქმე ჩანდა, იმ ბიჭების სკამიდან აფხეკა. Open-mouthed smile

შედარებისთვის: როდესაც მეორე მეგობარს გავყევი, “Ok Shop”-ში, კონსულტანტმა მოგვცა საშუალება, რომ კარგად შეგვემოწმებინა, გვენახა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა და მერე გამოგვატანა ლეპტოპი. გარანტია, იმასაც ჰქონდა, რა თქმა უნდა!

დავუბრუნდეთ “ალგორითმს”. ამ გარანტიის იმედზე გამოტანებულ ლეპტოპს იმავე საღამოს აღმოვუჩინეთ, 3 მკვდარი პიქსელი ეკრანზე. ამაზე გვითხრეს, რომ 5 პიქსელი თუ არ იქნებოდა მკვდარი, ისე არ შეცვლიდნენ. თუმცა, არც ხელშეკრულებაში და არც საგარანტიოში, მსგავსი რამ არ ეწერათ, თანაც პასუხისმგებლობა მაინც მათ მხარეს იყო, პროდუქციის შეუმოწმებლად გამოტანებისათვის და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობითაც ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა. თუმცა, სასამართლო არც დაგვჭირდა, – მალევე მოკვდა 2 პიქსელი და მეტიც მიჰყვა. მოკლედ, აშკარად კვდებოდა ეკრანი ნელ-ნელა. ამის მერე, იკადრეს შეცვლა, მაგრამ ეს შეცვლაც დროში გააჭიანურეს, თან საზიზღრად, უგულოდ ემსახურებოდნენ ჩემს მეგობარს (ფალიაშვილზე ხდება საგარანტიო მომსახურება). შეცვლის მერე, იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით – ისევ ცოცხალ-მკვდარი ეკრანი ჩასვეს და ამის ხელახლა შეცვლაზეც პრობლემები შექმნეს, რა თქმა უნდა. ამოუვიდა ყელში მეგობარს და დაუკავშირდა “ალგორითმის” მფლობელს. ის კი მართლა ყურადღებიანი ადამიანი აღმოჩნდა და აიძულა თანამშრომლები, წესიერად მომსახურებოდნენ კლიენტს. ამის მერე კი, დაფაცურდნენ, მშვენიერი ეკრანიც ჩაუსვეს, მაგრამ აქეთ უსაყვედურეს, რატომ გამოაქვეყნეთ ეს ამბავიო (არადა, დღეს პირველად ქვეყნდება, უბრალოდ ვერ მიხვდნენ, როგორ მივიდა მფლობელამდე ეს ამბავი Winking smile ) და “სწერვებიც” გვიწოდეს. რადგან ლეპტოპი ჩემს სახელზეა, ხოლო მფლობელი რეალურად მეგობარია, ორივე “სწერვად” მოგვნათლეს… Open-mouthed smile აი, ამ ყველაფრის მერე, როგორ შევაფასო “ალგორითმი” ?? მფლობელის ყურადღებას ცალკე შევაფასებ 10-დან 10-ით, ხოლო თანამშრომლების დამოკიდებულებას 10-დან 2 ქულით. ის ორიც ისნის ფილიალმა “გამოიმუშავა”, პრინიციპში Smile

მესმის, იღლებიან, მესმის, კი არა, ვიცი რა რთულია კლიენტებთან ურთიერთობა, თან ზოგი ისეთია მტრისას (არ უნახავთ, ნამდვილი “სწერვები” ალბათ…). მაგრამ თქვენი მაინც გამკვირვებია ხალხო – ამ უმუშევრობაში მაინც დაეშვით ცოტა და მაღაზიაში შესულ კლიენტს ადამიანურად მოეპყარით… შეიძლება არაა ეს საოცნებო სამსახური (თუმცა, ვისთვის როგორ, მე ისე მიყვარს ტექნიკასთან ურთიერთობა, ქექვა, ნამდვილად არ ვიტყოდი უარს, მსგავს სამსახურზე. ეჰ, სადაა… Sad smile ), მაგრამ ვერც წინ წახვალთ, თუ დაზეთილი სახეებით იქნებით მუდამ და ასე გალანძღავთ კლიენტებს. ერთი ლეპტოპის ყიდვით ხომ არ ამოიწურება ყველაფერი, მერეც ხომ შეიძლება დაგვჭირდეს რამე? მე პირადად მართლა ვერიდები “ალგირითმში” შესვლას, ვარჩევ, 2 ლარით მეტი გადავიხადო სხვაგან, ვიდრეს ისინი ვნახო კიდევ… ესეც არ იყოს, თითოეული კლიენტის უკან დგანან მისი ახლობლები, მერე მათი ახლობლები და ა.შ. ცუდი ამბები კი, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კარგი… Smile ასე, რომ მენეჯმენტსაც უღირს ალბათ დაფიქრება და თუნდაც “იდუმალი მყიდველის” გამოყენება (აქ მარტო “ალგორითმს” არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა).

ესეც ასე, იმედია, ჩემი პოსტი არავის არ გააბრაზებს ძალიან… და ვწერ ხაზგასმით, რომ ეს პოსტი არაა ვინმეს დაკვეთა! ეს უბრალოდ ჩემი შეფასებაა. ხშირად მეკითხებიან, სად ვიყიდოთ, სად გვირჩევ მისვლასო დასხვ. ჰოდა, ასეთია ჩემი შეფასება და რა ვქნა… Winking smile

იღბლიან და სასიამოვნო შენაძენებს გისურვებთ, მეგობრებო Winking smile

Advertisements