Facebook Messenger

ხანდახან როცა რაღაცას ვაკეთებ და ვინმე მწერს Facebook-ზე, მართლა მიშლიდა ნერვებს ეს ბრაუზერის გაშლა-ჩაკეცვა. აღარც Pop Out-ს აკეთებდა და ვიტანჯებოდი Open-mouthed smile ეტყობა ცუკერბერგს გულმა უგრძნო და დღეს ჩატი რომ გავხსენი, შემომთავაზა, აგერ მესენჯერიო, დააინსტალირე და დაისვენეო Open-mouthed smile

ვინაიდან ბოლო დროს ბევრი საეჭვო აპლიკაცია გავცელდა საიტზე, ჯერ ანტივირუსები გადავატარე, მერე სხვა გაუქმებული პროფილი აღვადგინე ამის გულისთვის, თანაც დიდი ვაივაგლახით (ნეტავ რატომ არ მეზარებოდა? Open-mouthed smile) მერე იმისი მონაცემები ჩავწერე და გამიხსნა მესენჯერი, არც არაფერი მოსვლია ჩემს პროფილს და ამის მერე, თამამად გამოვიყენე, აქტიური პროფილისთვისაც Open-mouthed smile

მერე გავიკითხ-გამოვიკითხე ახლობლებში და არავისთვის არ შეუთავაზებია ცუკერბერგს ეს პროგრამა ჯერ. ხოდა, თუკი თქვენც მათ რიცხვში ხართ, გადავწყვიტე, დავასწრო და მე შემოგთავაზოთ Open-mouthed smile

გადმოწერეთ, დააყენეთ, ჩაწერეთ თქვენი მონაცემები (მეილი და პაროლი) და სულ ესაა Winking smile მესენჯერთან ერთად Notification-საც გიგდებთ, მაგრამ ისეა გაკეთებული, რომ არც შემაწუხებელია და მოსახერხებელიცაა. ამ მესენჯერიდანვე შეგიძლიათ დაიმალოთ, გამოხვიდეთ ონლაინში, ან ჩანდეთ მხოლოდ გარკვეული ჯგუფისათვის და სხვ.

ბოდიში, რომ ასეთ ფაილ ჰოსტინგზე ვტვირთავ – ჩემი FTP სეკვესტრში მოაყოლა კავკაზუსმა Open-mouthed smile მაგრამ მოევლება ამ პრობლემასაც მალე Winking smile მანამდე კი ამ ბმულით ისარგებლეთ Smile

გადმოწერა/Download

Advertisements