Blogger is writing

ახლა აღარ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მაგრამ ისევ და ისევ Facebook-ზე გადავაწყდი ერთ უსამართლობას და კმარა დუმილი, გამოხმაურებაა საჭირო…

დავიწყოთ იქიდან, რომ გაიხედავ და სადღაც შეხვედრაა “ქართველ ბლოგერებთან” და გიჩნდება კითხვა, ამდენი ხანია ბლოგი გაქვს, არც თუ ურეიტინგო და შენ ვინ ხარ მაშინ??? ან რა კრიტერიუმით ერქმევათ საქართველოში “ბლოგერი?” ჩემი და სხვა ბლოგები შეიძლება ნაკლებად რეიტინგულნი არიან, ორი მიზეზის გამო – შეგნებულად ვერიდებით ყბადაღებულ, გაცვეთილ, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც პოპულარულ თემებზე, ისეთი როგორიცაა სექსი, ქალიშვილობა, ცისფერები, ლესბოსელები და სხვ. არც რეიტინგებს ვიმატებთ ხელოვნურად ბევრის მსგავსად (როგორც პროგრამისტს, არაფერი მეპარება თვალთახედვიდან)… რაცაა ესაა Smile ეს კრიტერიუმები თუა აუცილებელი, ბლოგერობისათვის, მაშინ მე ვიქნები ვინმე სხვა… არაა პრობლემა, მაგრამ ამ სისტემას რომ ბლოგი ქვია და ვინც წერს, ბლოგერი, რა ვქნათ…

კარგი, ამას თავი დავანებოთ. Facebook-ზე იყო ჯგუფი, სადაც ქართველი ბლოგერები იყვნენ გაერთიანებულნი. ვუზიარებდით ერთმანეთს ახალ პოსტებს, ვაფასებდით სხვის ბლოგებს, პოსტებს და სხვ. მოკლედ, იყო მშვიდობა და სოლიდარობა. სიმართლე რომ ვთქვა, ვინ იყო ჯგუფის ავტორი, არ ვიცი, მეგობარმა რომ დამამატა იქ, ეგ ვიცი. ორიოდ დღის წინაც ყველაფერი რიგზე იყო. დღეს შევედი და აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ადმინისტრატორებს შეუძლიათ ახალი პოსტების დამატება, დანარჩენ წევრებს მხოლოდ კომენტარების სახით გამოხმაურება. ადმინისტრატორები გარკვეული ჯგუფი ჩანს, ერთმანეთთან დაახლოებული ადამიანებისაგან შემდგარი. მე ასე მეჩვენა, ყოველ შემთხვევაში.

ახლა მიპასუხეთ: როდიდან აღარ ვართ დანარჩენები ქართველები, ან ბლოგერები? Smile

თუკი თვლით, რომ ბევრი ხალხი იყო და მართლა ძნელია, ამხელა ჯგუფის მართვა, სადაც ყველა თავისუფალია (თუმცა არა შეუძლებელი, პირადი გამოცდილებიდან!) შეგეზღუდათ როდენობა, თქვე კაი ხალხო. რას ჰგავს, მიიწვიო ადამიანი, მერე ცხვირწინ შეუქმნა “სასტავი” და ამით აგრძნობინო, შენ ვინ ხარ, არაფერი, არარაობა… დასჯერდი იმას, რომ ჩვენი ბრწყინვალე ნააზრევის კითხვა შეგიძლია… მეტი არაფერი არ იყო ეს საქციელი. არადა, ჯგუფის მიზანი, როგორც მახსოვს, ქართული ბლოგინგის განვითარება და ბლოგერებისათვის ხელის შეწყობა,პოპულარიზაცია იყო… ამის მერე რა თქმა უნდა, დავტოვე ჯგუფი, იქ ყოფნა, თუნდაც წერის უფლება მოეცათ, შეურაცხმყოფელი იყო. არაფრად არ მჭირდება ასეთი საზოგადოება, ვისაც თავი სხვაზე მეტი ჰგონია და რის გამო, კაცმა არ იცის…. Smile

ზუსტად ეს “სასტავ-კუტოკებად” გაერთიანება, ერთმანეთის დაჭმა ვერ გვიშველის. თუ ნორმალური ქვეყანაში ცხოვრება გვინდა. უცხოელებს ვეპრანჭებით, ასეთი ტრადიცია და კულტურა გვაქვსო… რომელი ერთიღა შეგვრჩა??? ალბათ ხვდებით, ჯგუფზე და მის Permission-ზე არაა აქ აქცენტი, ეს მეორე ხარისხოვანია. უბრალოდ, ფაქტია ამაზრზენი … თან როცა ამას აკეთებს ახალგზარდა, ის, ვინც ქვეყნის მომავალია, წესით და რიგით… ორმაგად შემაძრწუნებელი ხდება, მაშინ ასეთი ქცევა…

ბოლოს კი, რომ არ დაიწყონ “შურს, იბოღმება” და სხვ. ხაზგასმით მინდა ვთქვა: ეს ჯგუფი ბევრს არაფერს მიკეთებდა და არც უმაგისობა მაკლია ნამდვილად. არც ახალი ჯგუფის შექმნაა ჩემთვის პრობლემა და არც მისი უცებ “გაქაჩვა”. არაერთი პოპულარული ჯგუფი მაქვს უკვე… Smile ასევე, სატელევიზიო კომენტარებიც მიკეთებია, ჩემი ბლოგის სახელით, სხვადასხვა საკითხზე და სადმე “თავის წამოყოფა” ნამდვილად არ მსურს. ვიმეორებ, ეს არაა მთავარი. უბრალოდ, გამაოცა ამ ყველაფერმა და გული მატკინა, საზოგადოების ერთი ნაწილის რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ლამაზი საქციელის ხილვისას. შეიძლება, მტრებიც შემძინოს ამ პოსტმა, მაგრამ ეგეც არ მანაღვლებს – უსამართლობაზე მაინც ვიტყვი ყოველთვის ჩემს სათქმელს, რაც არ უნდა მოხდეს. მე მაინც შემიძლია, მშვიდი ვიყო და მოვლენებს ვუყურო გვერდიდან. თანაც, თუ კალამი გიჭრის, ყველაზე საშიში იარაღის მფოლბელი ხარო, ნათქვამია… Winking smile რა თქმა უნდა, ყველამ არ უნდა მიიღოს, ზემოთ თქმული, თავის თავზე. ჯგუფის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებ და თუ ვინმე შემთხვევით, ნახავს ამ პოსტს, რომელსაც შეზღუდულ უფლებებიანი ჯგუფი აქვს, ნუ გგააიგივებს მაინცდამაინც თავის ჯგუფთან. აქ ერთ კონკრეტულ ადამიანზე არაა საუბარი და მიმხვედრი, მიხვდება… Smile

წარმატებები ყველას, ყველას, ყველას….. Smile

ამხელა აბზაცის მერე, მაინც დაასკვნეს არასწორად რაღაცები და განვმარტავ – პოსტი არ ეხება, ყველაზე ცნობილ ჯგუფს “ქართველი ბლოგერები”.  20.03.2012

Advertisements