Keyboard_Job_Search

ჩემი ბლოგის მკითხველი კი მიხვდება, რატომ წერია ბრჭყალებში, სიტყვა დამსაქმებელი, ვინც ვერ მიხვდება, იხილეთ პოსტები ქვემოთ, მაგ:ისევ დასაქმებაზე… და კიდევ უამრავია… ამ თემაზე იმდენი ვწერე, მალე უმუშევართა ასოციაციის ბლოგად გადავკეთდებით მგონი Open-mouthed smile

ამ საღამოს არგ ხასიათზე ვარ რაღაც… მიუხედავად იმისა, რომ გარეთ თოვს და ცივა (სულ ფეხებზე ჰკიდია, ამინდს კალენდარი) და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ნორმალური სამსახური, მაინც მინდა სახალისო პოსტი დავწერო და შემოგთავაზოთ სამსახურის ძიებისას მოკრეფილი “მარგალიტები”. ზოგი პირდაპირ ტექსტია ამოღებული, ზოგიც ფოტოს სახით იქნება. აბა დავიწყეთ:

ჩემს კოლექციაში პირველია ისეთი განცხადებები, რომელთა პატრონებს აქვთ გამოცდილი კომპიუტერი და მისთვის სჭირდებათ ოპერატორები, ასევე ჰყავთ გამოცდილი ქალი და მამაკაცები… მათთვის სტილისტები უნდათ, აბა როგორ! Open-mouthed smile

გვესაჭიროება გამოცდილი კომპიუტერის ოპერატორი 35 წლამდე გოგონა, სავალდებულოა სწრაფი ბეჭდვა.

გვესაჭიროება გამოცდილი კომპიუტერის ოპერატორი 30 წლამდე გოგონა

სილამაზის სალონს ესაჭიროება გამოცდილი ქალისა და მამაკაცის სტილისტი

ქვემოთ მოცემულ განცხადებაში გასაგებია, ვისაც ეძებენ, მაგრამ ხელოსანი ვერ ჟღერს რაღაც… ტელევიზორის ხელოსანი, სარეცხი მანქანის ხელოსანი ხო, მაგრამ ადამიანების???

სასწრაფოდ! სილამაზის სალონს ესაჭიროება ქალისა და მამაკაცის გამოცდილი ხელოსანი

ზოგს საქონელი აეროპორტში ჰყავს გაშვებული, საძოვარზე….

მესაჭიროება საქონლის მომვლელი, აეროპორტის ტერიტორიაზე.

ზოგს პოტენციური თანამშრომლის წონაზე აქვს გართულება:

სილამაზის სალონი  (ქალაქის ცენტრში, პეკინის პარალელური) აცხადებს ვაკანსიას: დამბან-დამლაგებელი, 20-40 წლამდე სიმპათიური, გამხდარი, კეთილსინდისიერი, კომუნიკაბელური

აქაც გასაგებია, რას ითხოვენ. მაგრამ, ისე ჟღერს ეს განცხადება, რომ უნებურად გიჩნდება სურვილი, კარგი ყურის ექიმი ურჩიო იმ საწყალს… Secret telling smile

თონეში პურის მცხობელს ესაჭიროება სმენა.

“ახალი დაწყებული” თუ ხარ, არაო… დაიბადე და მერეო Open-mouthed smile

სასწრაფოდ! სილამაზის სალონ ‘თაკოს~ ესაჭიროება ქალის და მამაკაცის თმის სტილისტი, სასურველია წვერსაც პარსავდეს, სალონი მდებარეობს მ. ‘სამგორთან~ ძალიან ახლოს. გვყავს ჩვენი კლიენტურა, გამოუცდელები და ახალი დაწყებულები ნუ გამოგვეხმაურებიან

ჯერ რა მოთხოვნაა და თან რა “მშვენივრად” ჩამოყალიბებული!

პრესტიჟულ სლოტ-კლუბს ესაჭიროება მხოლოდ და მხოლოდ მოდელური აღნაგობის გოგონები ოპერატორის, დამხმარე ოპერატორის და მოლარის თანამდებობაზე

აი ბოლო განცხადება კი იდუმალებით და ინტრიგითაა სავსე… Open-mouthed smile

დავასაქმებ მამაკაცს 25-დან 40 წლამდე.

გადავიდეთ ფოტომასალაზე.

საკუთარი განცახადების გადაუმოწმებლად გაშვება ერთი, ამ საკუთარ აღჭურვილობაში ნეტავ რა შედის, ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვა თუ რამე სხვა? Open-mouthed smile თურქულის სპეციალისტის ძებნის მაგიერ კი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მოეძებნათ, ჯობდა, იქნებ რაიმე ესწავლათOpen-mouthed smiledr (2)

გრამატიკის მასწავლებელი ამათაც დახატავდათ… ან რუსულიდან გამომდინარე წერენ, ან ესენიც ურევენ ბევრის მსგავსად “ბ” და “ფ” სად უნდა გამოიყენონ, ან სხვა კუთხე აღმოაჩინეს, სახელად “აბხაზეთი” …

dr

აი ამათ, წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს ოპერატორის საქმე, რას აკეთებს მენეჯერი და რა არის ბუღალტერია, სალარო და ა.შ.  საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ეს ყველაფერი ერთდროულად აკეთოს ადამიანმა და კარგად გაართვას თავი. ეს უფრო ის ვარიანტია, რომ გამუშავებენ, მერე შარის მოზეზს ნახავენ, ხელფასს დაგატოვებინებენ და გაგიშვებენ (ამით თუ გადარჩი და კიდევ ვალი არ დაგადეს, მადლობა უნდა თქვა).

etff

ამ კომპანიას საშინელი სამუშაო გრაფიკი ხომ აქვს: დილის 10:00-დან საღამოს 20:00-მდე, ნახევარი საათანი შესვენებით დღეში და პლუს ამას, პირდაპირ გენდერული დისკრიმინაციაა ეს განცხადება: მე პირადად, არაფრით არ შემიძლია სალაროსთან და ფულთან ურთიერთობა. სამაგიეროდ, თავისუფლად შემიძლია პროგრამულ კონსულტანტად მუშაობა და რამდენი ბიჭია, რომელიც ისურვებდა, მოლარე-ოპერატორობას და არ აქვს წარმოდგენა, პროგრამულ უზრუნველყოფაზე. თუმცა, ამათი პირობების გამო, მაინც არ ღირს ახლოსაც გაკარება, სამუშაოდ…. Winking smile

388386_325426667490338_168522453180761_1053129_1999832828_n

დღეს დავასრულებ და განვაგრძობ საიტებზე ძრომიალს, სამსახურის პოვნის იმედით… სამსახურს თუ ვერა, მარგალიტებს ხომ მაინც მოვაგროვებ… კარგ სამსახურებს გისურვებთ, კარგი ანაზრაურებით!… Smile

 

 

 

 

Advertisements