march8

დღეს 8 მარტია და ჩემებურად რომ არ გამოვეხმაურო ამ დღეს, არ შემიძლია clip_image002მოდი ვნახოთ, რას გვეუბნება ვიკიპედია ამ დღის შესახებ:

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი. იხ.ბმული

ერთი სიტყვით, 8 მარტი ქალთა უფლებებთან და ემანსიპაციასთან ასოცირდება გარკვეულწილად. მოდი, შევხედოთ ამ მხრივ საქართველოში რა ხდება… რა და ქალთა უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა სამწუხაროდ.

ნურავის ეწყინება, მაგრამ დღეს ქალის პატივისცემა სუფრასთან წარმოთქმულ მაღალფარდოვან, ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებში გამოიხატება… ამ დროს, დრეგრძელობის ობიექტი ზოგჯერ ვერც კი ისმენს, ამ სადღეგრძელოს, რადგან მორიგი ცხელი კერძი უნდა შეარბენინოს სუფრასთან… შემდეგ აალაგოს, ოჯახს მიხედოს და არავინ არ ფიქრობს იმაზე, რამხელა ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს. ვისაც ეს ყველაფერი ერთხელაც არ უწვნევია, მათთვის ყველაფერი მარტივი ჩანს და ეს უბრალოდ “ქალის საქმეა”, “ქალის მოვალეობა”. ხოლო საიდან მოდის ეს აზრი? ისევ საზოგადოების მიერ თავს მოხვეული, შეზღუდული აზროვნებიდან… თორემ დაბადებიდან ადამიანი თავისუფალი ინდივიდია, ეს ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლებაა, რომელსაც საზოგადოების სტერეოტიპები ზღუდავს…

“ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია… “

თუმც, უფლებებს ვინ ჩივის, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ძალიანაა მოდაში ქალის შეურაცხყოფა, დაცინვა. ძირითადად სოც. ქსელებსა და ფორუმებზე. ასეთი დავა-კამათის და ჩხუბის არაერთი მაგალითი მინახავს…. ამ დროს შეურაცხმყფლები არც კი ფიქრობენ, რომ პირველ რიგში საკუთარი ოჯახის მანდილოსნებს შეურაცხყოფენ… ხშირად ნახავთ ასეთ ფრაზებს: “ქალის ადგილი “კუხნაშია” “ “ქალი სახლში უნდა იჯდეს და ბავშვებს ზრდიდეს” და სხვ. კარგი, თუკი ქალი უნდა იჯდეს სახლში, მაშინ კეთილი ინებეთ და უზრუნელყავით ოჯახი, ისე როგორც საჭიროა! clip_image002[4]ხოლო თუკი ისიც გეხმარებათ ოჯახის შენახვაში, ნება იბოძეთ და მიეხმარეთ, ოჯახის მოვლაში. 21- საუკუნეში, მიეხმარო მეუღლეს, სასირიცხვილო კი არა საქებარია!!! დღეს მამაკაცებს სურთ, რომ მეუღლე თან ყველაფერს აკეთებდეს და თან იდეალურ ფორმაში იყოს. გარწმუნებთ, ორივე ერთად, უმრავლესობისათვის ძალიან ძნელია! არიან ისეთები, რომლებსაც ზერელე წარმოდგენა აქვთ ქრისტიანულ რელიგიაზე და თავის მოსაზრებებს ამყარებს არგუმენტით, ამ ყველაფერს რელიგია ასე გვავალებსო და ქალთა ემანსიპაციით თურმე ტრადიციებს ვკარგავთ და ქვეყანა დაიქცევა! ასეთებს ვურჩევდი, გადაეხედათ ამ პოსტისათვის: ქორწინების საიდუმლო აი, რეალურად რას გავალებთ რელიგია და დაუფიქრდით, რას აკეთებთ თქვენ? რელიგიაზე გამახსენდა ერთი მკრეხელური ფრაზაც: “უტვინო ძვლისგან შექმნილ ქალს, ჭკუა არ მოეკითხება”. ჰოი, თქვე მართლა უტვინოებო! განა ამ ქალმა არ გშობათ თქვენ? არ გაგზარდათ, იყო თქვენს გვერდით და ახლაც არის, ფიქრობს თქვენზე, მაშინაც, როცა თქვენ სულ აღარ გახსოვთ ის…

ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…”

ესე კი გენიალური ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სიტყვებია… clip_image002[5] ცოტა ხნის წინ კი, ჩვენმა თანამედროვე და მართლაც შესანშნავმა მწერალმა, დათო ტურაშვილმა დაახლობით ასეთი რამ თქვა: “დღეს ქალების მხრებზე დგას საქართველო და მათ მოიყვანეს აქამდეო”. თუ დავუკვირდებით, მართლაც ასეა… დიახ, სწორედ ჩვენმა დედებმა არ გააცივეს კერები, ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს წლებში, საკუთარ თავზე აიღეს უდიდესი ტვირთი, გვზრდიდნენ, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით, თავად იკლებდნენ ყველაფერს და ჩვენთვის იყო ყველაფერი, რაც ჰქონდათ. ვაჟკაცურად დაუდგნენ მამებს მხარში და მოვედით დღემდე… ახლა ეს ტვირთი ჩვენზე გადმოდის, ხოლო უმცროსი თაობის მამაკაცების ნაწილი, ვერ ხვდება ამას, ან არ უნდა, რომ მიხვდეს… ალბათ ამითაც აიხსნება მათი აგრესია. მათ ეშინიათ, ძლიერი და წარმატებული ქალის…

murtazi kaci

“ქართულად ფირობს”, რას ერჩით Open-mouthed smile

დღეს “კაცურ საქმედ” ყველაზე მეტად ინფორმაციული ტექნოლოგიები ითვლება და თუკი ქალი ჩვეულებრივ მომხმარებლის დონეს გასცდა, უმეტესობას ძალიან უკვირს. როგორ შეიძლება, არსებობდეს პროგრამისტი, ან IT ქალი! ამ სახის დისკრიმინაციას მეც არაერთხელ გადავყრივარ, სამწუხაროდ… ძირითადად, სამსახურის ძებნისას, რა თქმა უნდა. დამსაქმებელთა უმეტესობას, ვერცწარმოუდგენია, როგორ შეიძლება ქალმა გააკეთოს მარტივი ინსტალაცია, სისტემის, პროგრამების და სხვ. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ვერაფრით ვერ გავაგებინე, ფორუმ.გე-ს რამოდენიმე აქტიურ წევრს (რომლებიც ამასთან, კომპანია F1-ის თანამშრომლებიც არიან), როგორ დავაყენე სისტემა ძალიან სუსტ კომპიუტრეზე, თან დისკისა და ქსელის გარეშე… ჯერ ის ვერ გაიგეს, გოგომ ეს როგორ შეძლო, მერე დისკების და ყველაფეის გარეშე clip_image002[12]თანაც, საკმაოდ ცინიკური და ირნიული კითხვებიც დამაყარეს… ზოგადად, ფორუმებზე,გოგო თუ იკითხავს რაიმეს, ამ სფეროდან, თუნდაც კარგად იყოს საქმეში ჩახედული, – წესიერ პასუხს ან აღირსებენ, ან არა. ბიჭმა რომ იკითხოს რაიმე, მართლაც დიდი სისულელე, მოთმინებით და დიდი სერიოზულობით უხსნიან… clip_image002[13]ერთადერთი გამონაკლის ის ფორუმია ალბათ, სადაც მე ვარ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოდერი clip_image004

ჩვენში ერთგულებაც სხვადასხვანაირად ესმით: კაცს ეპატიება აქეთ-იქით წანწალი, ქალს არა! არადა, არც ერთსაც არ ეპატიება!!! ქორწინებისას, ერთგულების ფიცს ორივე დებთ!!! ამ მოსაზრების გავრცელებას, სამწუხაროდ, თავად ქალებიც უწყობენ ხელს. მაგალითად, მოსმენილი მაქვს, როგორ აკრიტიკებდა დედამთილი რძალყოფილს, ოჯახის დანგრევის გამო, როცა ამ უკანასკნელმა ვეღარ(!) აიტანა მეუღლის გამუდმებული ღალატი. დედამთილყოფილი თავის მოსაზრებას შემდეგი არგუმენტით ამყარებდა: “მერე რა, დადიოდა ჩემი ქმარიც აქეთ-იქით, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემთან დარჩაო დაშევინარჩუნე ოჯახიო, აბა როგორო!” ნეტავ გარედან შეეხედა ამ ქალბატონს თავისი “ოჯახისა” და ცხოვრებისათვის – სანამ ის ხეხავდა, რეცხავდა, ალაგებდა, უვლიდა შვილებს და მოღალატე ქმარს, მეუღლე შესანიშნავად ატარებდა დროს. ხოლო, როცა ასაკში შევიდნენ და ქმარი მოსავლელი გახდა, მაშინ კი გაახსენდა მეუღლე და ოჯახის სიწმინდე… ამ ყველაფერს უყურებდა უფროსი ვაჟიც, რომელიც მიეჩვია დამცირებული დედის ყურებას და ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა ამას… მამისაგან აიღო მაგალითიც, მაგრამ, მეუღლე არ შეხვდა დედასავით ბრმად მორჩილი… clip_image002[14]ასე, რომ თუ გიყვართ, უერთგულეთ, თუ არადა, ნუ მოატყუებთ!..

ერთი სიტყვით, საკმაოდ ბევრი ვწერე და არ მინდა ჩემს მკითხველს ძალიან დაჩარგულის შთაბეჭდილება დარჩეს ჩემზე clip_image004[1]მადლობა ღმერთს, მამაჩემიც, ბიძაშვილებიც, ჩემი საყვარელი ადამიანიც, სრულიად ნორმალურად უყურებენ ყველაფერს, ესმით ჩვენი და მშვენივრად გვექცევიან ქალებს, ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა clip_image006როგორც ზევით ვახსენე, ჩემი უფლებები, სმასახურის ძებნისას ირღვევა ძალიან… რაც შეეხება სოც. ქსელებში მპოსტავ ადამიანებს, მათ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ, მე პირადად, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს მაინც ეს პრობლემა და იმედია, დროთა განმავლობაში, გადაწყდება… ბოლოს და ბოლოს შეიგნებს ჩვენი თანამემამულეების ეს ნაწილი, რომ მათ კომპეტენციებში არავინ ერევა, არც მათი უფლებები დაირღვევა, ჩვენი უფლებების გაზრდით და არც ყურადღება მოაკლდებათ… გულის სიღრმეში, ქალებს ძალიან უყვართ, როცა მათზე ზრუნავენ, ანებივრებენ და საპასუხოდ ათმაგ ზრუნვას და სითბოს უბრუნებენ… მაგრამ თუკი კაცი არ კაცობს, სხვა რა გზაა, შენ უნდა იყო ქალიც და კაციც… დასასრულ, დავამატებდი, რომ თავად სამყარო, ბუნება, მატრიარქატულია და ქალის დამცირებით, მისი უფლებების შელახვით, თქვენ სამყაროს ეწინააღმდეგებით clip_image002[15]ისტორიამ კი არაერთი გმირი, მებრძოლი ქალის სახელი შემოგვინახა (ბევრი კი სახელის შეუნახავად შეეწირა სამშობლოსათვის ბრძოლას)… ყველას ვერ ჩამოვთვლის, მაგრამ მარტო მარო მაყაშვილის სახელისათვის, არ უნდა შებღალოს თავმოყვარე ადამიანმა ქალის ღირსება, თუნდაც სხვა, უღირსი ქალების გამო. 2008 წლის ომშიც, ქართველი, ჩვენი ტანამედროვე ქალები, გმირულად იბრძოდნენ, მამაკაცების გვერდით… გახსოვდეთ ეს, მუდამ და გაუფრთხილდით მათ!

ესეც ასე, ამ პოსტით ვიცი, რომ ბევრის სათქმელიც ვთქვი და რადგანაც, ეს ქალთა სოლიდარობის დღეა, სოლოდარობის ნიშნად, ზუსტად ამ სახის პოსტით გილოცავთ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ძვირფასო ქალბატონებო. clip_image008გისურვებთ დიდ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებულ კარიერას, პირად ცხოვრებას და რომ ყოველთვის აფასებდნენ გარშემომყოფები, იმას, რასაც აკეთებთ… clip_image008[1]

8th March

ვინც დღეს გარკვეულწილად ქმნის საზოგადოებრივ აზრს…. clip_image002[20]შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე გეწყინებათ, ჯერ საკუთარ თავს ჩაუღრმავდით – რატომ???

მომავალ შეხვედრამდე…. clip_image004[6]

 

Advertisements