for_sale

“იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე”… უნებურად ეს სიმღერა გამახსენდა, როცა ყველასათვის ნაცნობ ფორუმზე ყიდვა-გაყიდვაში ასეთი განცხადებები ვნახე (იხ. ფოტო).

ooopp1

რას აღარ ყიდიან ჩვენთან – ძველ, ნახმარ ნივთებს, საიტებს (ყველაზე უგვანსაც კი) და ა.შ. ამაში არაბუნებრივი პრინციპში არაფერია, მაგრამ როცა ყიდი მეგობრებს ან “ლაიქებს” უკვე მეტისმეტია… ანუ შენ ყიდი ადამიანების ემოციებს, მათ პირად სიმპათიას და ნდობას შენდამი…. პლუს ამას, ეს არასტაბილური კაპიტალია – მე კარგა ხანია, ასეთ გვერდდებს Unlike გავუკეთე, ვინაიდან, მათი უმრავლესობა საკმაოდ უზრდელი და გაუნათლებელი მოზარდების მიერაა შექმნილი, რომლებიც ერთმანეთისგან სურათებს იპარავენ და ამის ხარჯზე ცდილობენ ხალხის მოზიდვას და მერედა რისთვის – გასაყიდად!… ისე, მათ შორის “ჩვენ გვეზარება დილით ადრე ადგომა” ყველაზე ნორმალური ჩანდა…

საერთოდ, ამ უძირო ჭას – “ფეისბუქს”, მოდური ტენდენციებიც ახასიათებს – ადრე მოდაში იყო სხვადასხვა აპლიკაციები, ტესტები, კითხვები. მერე გამოკითხვები, რომლებსაც მომხმარებლები ქმნიდნენ და პირდაპირ თოვდა კედელზე. ახლა კი, მოდაშია ეს უნიჭო გვერდები, გადავსებული უკვე გადაღეჭილი ფოტოებით, ან უნიჭო “ტროლებით”. სავარაუდოდ, ეს მოდა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, როგორც ახალი “ბიზნესი” თუკი ამ გვერდების მეგობრებს არ შეაწუხებთ თავმოყვარეობა და არ დაანებებენ მათ თავს.. ეს არაა, პროპაგანდა, უბრალოდ მართლა უსიამოვნო გრძნობაა, როცა ცოცხალ ადამიანს გყიდიან და თანაც როგორც Like-ს.. Disappointed smile  უცნობი, გაურკვეველი პროფილების დამატება რომ არ ღირს, ესეც ცხადია, რომ გაყიდული მეგობრების სიაში არ მოხვდეთ…. ისე, ვინ იყიდის ნეტავ და რაში უნდა გამოიყენო ასეთი გვერდი? ამ ადამიანებს შევახსენებ, რომ “ფეისბუქი” სულ რამოდენიმეჯერ აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, რომ შეცვალონ სახელი და გვარი. ხოლო პირად ლინკს ქმნით ერთხელ და სამუდამოდ. ასე, რომ თქვენი “პროდუქტი” მაინც უვარგისია იმ ადამიანებისათვის, ვისაც ცრუ პროფილი სჭირდება, რაიმეს გამო…

მავანი იტყვის, მერე რა, ეს ყველაფერი ხომ ვირტუალურიაო. მათ შევახსენებ – ვირტუალური სივრცის მიღმა, რეალური ადამიანები დგანან და ის, ვინც ვირტუალურად ყიდის მეგობარს, რეალურადაც არ დაიხავეს უკან ამაზე, ასე მგონია.

მე კი არასოდეს გაგყიდით მეგობრებო – არც ბლოგის სახით, არც “ფეისბუქზე”, არც რეალურად… მიყვარხართ ყველა Smile

ესეც ის, რაც გამახსენდა.
Advertisements