jobwanted

სამსახურის მაძიებლები დამეთანხმებიან ალბათ, რომ არსებობს არაერთი რეკომენდაცია, როგორ შევადგინოთ სივი, როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე, რა ჩავიცვათ, რა ვთქვათ, სად გავიხედოთ, როგორ გვეწყოს ხელები… მოკლედ სამსახური თუ გინდა, უკანა თათებზე უნდა დადგე და კუდი აქიცინოო გვეუბნებიან.

კეთილი და პატიოსანი, არავინ დაობს იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც ეძებს სამსახურს, ნორმალურად უნდა იქცეოდეს და ერთი სიტყვით, კარგი იმიჯი ჰქონდეს. მაგრამ არავინ არ ადგენს არც წესებს და არც ქცევის ნორმებს უდგენს მათ, ვინც დებს ვაკანსიებს საიტზე და ითვლებიან დამსაქმებლებად.

მათი რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო მოთხოვნები, რამოდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

1. უაზროდ გაბერილი მოთხოვნები, ხელფასი კი მიზერული მოთოხვნებთან შედარებით – ასეთი ვაკანსიები როგორც წესი მთელ გვერდზეა გაჭიმული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და მომავალი თანამშრომლისადმი წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალით. ეს მოთხოვნები ზოგჯერ ძალიან არალოგიკურია და ერთი ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება ხოლმე მისი შესრულება და მით უმეტეს, 20-25 წლამდე სწავლაც. მაგალითად, ითხოვენ IT სეციალისტს. ხსნი ვაკანსიას და გხვდება მოთხოვნები, რომ გარდა იმისა, რაც ევალება IT-ს, უნდა შეასრულოს ვებ დიზაინერის, სისტემური ადმინისტრატორის, ქსელის ადმინისტრატორის და სხვათა მოვალეობები. ვინც არ იცის, შემიძლია დანამდვილებით ვუთხრა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები რამოდენიმე სფეროდ იყოდა და ეს იმის მსგავასია, ერთ ექიმს რომ დავავალოთ იყოს ქირურგიც, კარდიოლოგიც, სტომატოლოგიც, ოფთალმოლოგიც და ა.შ. თან ეს ყველაფერი სრულყოფილად იცოდეს 23-25 წლის ასაკში, ასე 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით Smile

2. არანორმალური სამუშაო დღე – ბოლოს რაც ვნახე ასეთი, ჰქონდა მაღაზია iPhone-ს. სამუშაო საათები იწყებოდა დილი 10 დან და გრძელდებოდა საღამოს 9-მდე, ნახევარი საათი შესვენება. კვირაში ერთი დღე დასვენება. მოკლედ, ადამიანი კი არა, ავტომატი უნდა იყო, ამას რომ გაუძლო… ხელფასი 500 ლარი. ამის მსგავს ვაკანსიაზე გავიარე გასაუბრება შარშან, იქ უარესი იყო – ხელფასი 270 ლარი, შენი კვებით და გზის ხარჯებით. ზოგჯერ შეიძლება ტაქსით მოგიწიოს წასვლამო. რა თქმა უნდა, აქ მე ვთქვი უარი. კიდევ რამოდენიმე იყო ასეთი, რა ჩამოთვლის… არადა 8 საათიანი სამუშაო დღისთვის მოხდა რევოლუცია Smile თავაუღებლად მუშაობისას აუცილებლად დაუშვებს ადამიანი შეცდომას, გადაღლილობის გამო… ეს გახდება მიზეზი, გაუშვან თანამშრომელი, მოძებნონ ახალი და რა თქმა უნდა არ გასცენ დაპირებული პრემიები და ბონუსები Winking smile ის კი არადა ხელფასსაც არ მისცემენ ალბათ, რაც იმუშავა… თანაც ცვლებში რომ აიყვანო მეტი ხომ უნდა გადაუხადო? რატომ უნდა შეიწუხო თავი, როცა ქვეყანა უმუშევრებითაა სავსე და შრომის კანონიც საშინელი გვაქვს?

 3. სიცრუე სამუშაო პირობებში – უწერიათ ერთი, მიდიხარ და გეუბნებიან მეორეს. ან სამუშაო საათებია უფრო მეტი, ან ხელფასი ნაკლები, ან ორივე ერთად და თან აქეთ გაყვედრიან – ხომ იცოდი, რომ ასე იყო, რატომ მოდიოდიო. თუ გინდა აუხსენი, რომ საიტზე თავად ეწერათ ასე – არც კი გისმენენ Smile ან რას მოგისმენენ, როცა გამოღმა გედავებიან. იყო ასეთი შემთხვევაც, – იმ საქმეში, რასაც ახლა ვაკეთებ და თან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვართმევ თავს, – ტრენინგი მომთხოვეს. ჩვენს სტილს უნდა მეორგოთო. კარგი ბატონო მეთქი და მთავარი სიურპრიზიც აქ მელოდა – ტრენინგში 100 ლარი უნდა გადაგვიხადოო! ხელფასი როგორ გგონიათ, რამდენი იყო? – გამომუშავებით… Smile

4. არასერიოზული საკნოტაქტო ინფორმაცია – თუკი სამსახურის მაძიებელი უნდა მოეკიდოს სერიოზულად მეილს და თავის სივის შინაარსს, რატომ არ მოეთხოვება დამსაქმებელს იგივე? mail.ru –ზე და სხვა მსგავს დაბალი დონის მეილ სერვერების მეილები, არასერიოზული სახელები, გაუმართავი ვებ-გვერდები, გამორთული საკონტაქტო ნომრები, ან ისეთები, რომლებსაც არავინ პასუხობს… ეს არასრული ჩამონათვალია ამ სახის დარღვევების. მოთხოვნები კი იცოცხლეთ, აქვთ უზარმაზარი!

5. წაუკითხავი მეილები – აი მაგალითად, კომპანია “ცენტურიონი” ერთი თვეა ვაკანსიას დებს, რომ ოპერატორი სჭირდებათ. აგზავნი სივს და მეილი უკან გიბრუნდება – შეტყობინებით, რომ მიმღებს სავსე აქვს შეტყობინებების ყუთი (ინბოქსი). ვინმე რომ შედიოდეს იმ მეილზე, ნუთუ ვერ მიხვდებოდა, რომ სავსეა??? თუ შედიან ვერ ხვდებიან, კარგად ყოფილა მაგათი საქმე Smile კავკაზუსში მუშაობისას კი მხვდებოდნენ ხშირად ეგეთები, რომლებიც ვერ ამჩნევდნენ, რომ ფოსტა სავსე იყო, მაგრამ იმას მაინც ხვდებოდნენ, რომ მეილი აღარ მისდიოდათ და რეკვდნენ მაინც პრობლემის გასარკვევად…. “ცენტურიონს” კი სულ არ აღელვებს როგოც ჩანს ეს ფაქტი და სამწუხაროდ, ასეთი “დამსაქმებლებიც” ბევრნი არიან… მეორე შემთხვევაა კიდევ, gmail-ის, ან yahoo-ს მიერ შავ სიაში შეყვანილი მეილები. ძირითადად, სპამერობის გამო. მე პირადად ვხვდები, უკან დაბრუნებული მეილების მიზეზს, ძველი სამუშაო გამოცდილების გამო, მაგრამ რამდენი ვერ ხვდება? ესეც გადავსებული მეილის დამამტკიცებელი საბუთი:

maildir

მოკლედ, ახლა ეს პირობითი კატეგორიები კიდევ რომ გავაგრძელო, ალბათ საკმაოდ დიდი სია გამოვა და ამას ჯობია, ფოტომასალა შემოგთავაზოთ, ყველ იმ აარალოგიკური თუ კურიოზული ვაკანსიისა, რაც არც თუ ისე დიდი ხნის მანძილზე მოვაგროვე…

145

აი ეს პირველი კატეგორიის მაგალითია, მოვალეობებს თუ დავუკვირდებით. ფიგაროს ეძებენ თუ IT სპეციალისტს, ვერ გაიგებ. მინიმუმ 2 ადამიანის საქმე ევალება ერთ ადამიანს. ერთი სიტყვით, “აქაც მე ვარ იქაც მე ვარ”… Smile

bb

ეს ორ კატეგორიაში გადის – დიდი სამუშაო დღე და ქართული ენის არ ცოდნა, პლუს უპატივცემულობა – თუ არ იცი ენა, ვინც იცის, იმან მაინც დადოს რა.

122

ხელფასი მიზერული, არადა დატვირთვა და პასუხისმგებლობა დიდია ასეთ ადგილას. ყურადღებიან ან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მაინც არ უნდა იყოს? 40 წლის გოგონაც საერთოდ…  ქალის “ასაგდებ” განცხადებას უფრო ჰგავს, ვიდრე ვაკანსიას Smile

Captureff

აქ ხელფასია დაცინვა. მოთხოვნები კი, დიდი არაა, არც საქმე თითქოს ბევრი, მაგრამ სრული სამუშაო დღის განმავლობაში ადამიანს ჭამა არ უნდა დღეში ერთხელ მაინც? ანდა ღამის თერთმეტ საათზე რომ უშვებ სახლში, მუნიციპალური ტრანსპორტი ამ დროს უკვე აღარ მუშაობს და გამოდის, ტაქსით უნდა წავიდეს. ანუ ხელფასიდან რჩება არაფერი. თანაც საბოლოო ჯამში, ხალხთან ურთიერთობა სულაც არაა მარტივი საქმე.

dd

თავმოყვარე და გამოცდილი IT აქ ნამდვილად არ მივა და საერთოდ – რატომ უნდა აძლიო პროცენტი სხვას, თავად ვერ ივლი გამოძახებებზე ადამიანი? მოკლედ, გამომუშავებით ანაზღაურება ასეთ შემთხვევაშიც დაცინვაა.

lll

აქ ისევ მშობლიური ენის უცოდინარობა-უპატივცემულობასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით “სკანირება” მომეწონა. ადამიან-ანტივირუსს ეძებდნენ ალბათ. ასეთი ტერმინების ავტორებს ალბათ მიაჩნიათ, რომ რაც მეტ ბარბარიზმს გამოიყენებენ და მეტ გაურკვეველ წინადადებას დაწერენ, მით უფრო სერიოზულ კომპანიად გამოჩნდებიან…. Smile

lllll

ეს დიდი გაურკევლობა, პოტენციური დამსაქმებლის გაუმართავი ვებ-გვერდის მაგალითია.

ss

ესეც იგივე – გაუმართავი ენა, ტრეფიკინგული სამუშაო დღე.

tooi

ეს ორგანიზაცია მუდამ ორიგინალური მოთხოვნებით გამოირჩევა, მაგრამ ამან ყველაფერს გადააჭარბა – თან უნდა დაიცვას, თან მიწაზე იმუშაოს, შეასრულოს სარემონტო სამუშაოები, დაალაგოს და მოკლედ, ამ ჩამონათვალს თქვენც კი წაიკითხავთ. საინტერესო ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანს ევალება! სამუშაო დატვირთვას სრული კი არა, არაადამიანური უნდა ეწეროს!

tttt

ამას ჰქვია არაპროფესიონალიზმი და ისევ ენის უცოდინარობა. “სარიშვილი” ასეთი პროგრამა სუპერმარკეტებისათვის თუ დაწერა ვინმემ არ ვიცი, მაგრამ კომპანია Microsoft-ს ასეთი პროგრამა რომ არ გამოუშვია ნამდვილად ვიცი. არადა რა ლამაზად წერია, სარიშვილი და სხვა საოფისე პროგრამებიო… ან იქნებ გამოუშვა მაიკროსოფტმა და თვითონაც არ იცის? ეჰ რას გაიგებ… Open-mouthed smile

hh

ამ ვაკანსიამ სათაურის გამო მიიპყრო ჩემი ყურადღება. გახსნამდე გული მიგრძნობდა, რომ რაღაც “ქართული დასაქმებისებური” იქნებოდა და არც შევმცდარვარ – ვაკანსია უნდა ნახოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზეო. როგორც მიხვდით დამლაგებელს ეძებენ და ინგლისური ენის ცოდნის გარეშეც შეასრულებს ადამიანი იმ ყველაფერს, რაც მოთხოვნებში წერია. ქართულად თუ იფიქრა, ოთახებს ვერ დაგვის? სასტუმროში შეიძლება მოსთხოვო ინგლისურის ცოდნა რაღაც დონეზე, კი ბატონო. მაგრამ, სრულყოფილად და უფრო მეტიც – ბრწყინვალედ? ეს ისევ საკუთარი ენის უპატივცემულობის პოლიტიკაა, რაც დღეს ჩვენშია გამეფებული, სამწუხაროდ. ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ცდილობს მომსახურე პერსონალი, გელაპარაკოს ინგლისურად. იმ მაღაზიაშიც კი, რომლებიც ტურისტებზეა გათვლილი. თუ სულ არ გესმის ენა, მეტი რა გზაა… თუმცა სრულყოფილ ინგლისურს მათგან მაინც ვერ მოსიმენ… აქ კი – ინგლისური იცოდე ოღონდ და ქართული სულ დაივიწყე თუ გინდა……. Sad smile

44

ესეც ისევ უცხოეთის და უცხოელების გაფეტიშება – აბა საზღვარგარეთ თუ არ დაგილაგებია, აქ როგორ დაალაგებ! იქ ხომ დალაგებაც თავად სრულყოფილებაა და უზარმაზარ ცოდნას იძენ, თუნდაც მტვრის გადასაწმენდი ჩვარის ხელში დაჭერის მანერაში…..

gmail

ესეც არასერიოზული საკონტაქტო ინფორმაციის მაგალითი. კლავიატურაზე მეტი რიცხვები ვერ იპოვეს რეგისტრაციისას, საინტერესოა? ბოლოში საწყლად ჩაკვეხებულ r-ზეც კარგად ვიხალისე – როგორც ცნობილია,                    gmail-ი ,მხოლოდ რიცხვებისაგან შემდგარი მეილის რეგისტრაციის ნებას არ აძლევს მომხმარებლებს. ხოდა რაც მოხვდათ, იმას მიარტყეს ბოლოში თითი, როცა gmail-მა თავაზიანად აცნობათ, მარტო რიცხვები არაო….. თანაც კარგა ხანი ეძებდნენ თანამშრომელს, ოპერატორს, თუ სწორად მახსოვს. ჩვეულებრივი მოთხოვნებით – საშუალო სკოლა დამთავრებული რომ დააკმაყოფილებს ისეთით… მოკლედ, ვის და რაში დასჭირდა ეს აფიორა, კაცმა არ იცის.

11

აქ რა ვთქვა არ ვიცი…. თან მძღოლიო თან IT . ანუ შეფსაც უნდა ემსახურებოდეს და კომპიუტერებსაცო…  ეს რაღაც ახალს მიაგნეს ქართველებმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და მალე ალბათ მსოფლიოს გააოცებენ…

qat

რა თქმა უნდა! საოფისე პროგრამების ცოდნის გარეშე ქათამს როგორ აჭმევ ისე! Smile ეს უკვე ის ვარიანტია, სჭირდებათ თუ არა, მაინც რომ ითხოვენ ინგლისურს და კომპიუტერს.

ჩვენი ბლოგის მკითხველების უმეტესობა, ვინც სწავლა დაასრულა უკვე, უმუშევარია, – როგორც გამოკითხვა ცხადყოფს გვერდზე… ასე, რომ უკეთეს მომავალს და საინტერესო სამახურებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო…

პ.ს. ეს პოსტი ვინმეს გაღიზიანებას ან შურისძიებას ნამდვილად არ ისახავს  მიზნად. არც იმას ვამტკიცებ, რომ საიტებზე დადებული ვაკანსიებით დასაქმება შეუძლებელია. აქ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებია ასახული… Smile

Advertisements