facebook

დღეს Facebook-ი “დაიბომბა” სპამით, რომელიც გვეპატიჟება, რომ ჩვენი პროფილები გავალამაზოთ საშობაო თემით… ttttttttt

ისინი, ვინც წამოეგნენ ამ ანკესს, თავისდაუნებურად ავრცელებენ ამ სპამებს…  მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან დღეს და ბევრი ქექვის მერე, გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს სპამი ჯდება ბრაუზერში, აპლიკაციის სახით. ეს პოსტიც სწორედ უნებურ გმავრცელებლებს ან მათ მეგობრებს გამოადგებათ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შვდივართ ჩვენი ბრაუზერების Extensions ან Add-on-ში. აღწერა ყველა ბრაუზერისათვის:

  • Chrome: ვაჭერთ მარჯვენა მხარეს Customize yyyღილაკს, მერე Options Extensions. აქ მოძებნეთ და წაშალეთ ყველა საეჭვო აპლიკაცია, განსაკუთრებით ის, რომელსაც აღწერაში აქვს ფეისბუქი და იცით, რომ თქვენ არ დაგიყენებიათ. ამის მსგავსი :fffffff

ეს ჩემი მეგობრის ქრომში აღმოვაჩინე, ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ესენი ავრცელებდნენ სპამს, მაგრამ არც ერთი არ დაუყენებია მას თავად და მეორე აპლიკაცია არაფერს არ აკეთებდა ფეიბუზე იმის მსგავსს, რაც აღწერაში აქვს.

  • Opera: ვაჭერთ Opera-ს ღილაკს, ჩამოშლილ მენიუში ვირჩევთ Extensions და მერე Manage Extensions. აქაც იგივე – ყველაფერს საეჭვოს ვშლით.
  • Mozila Firefox: ვაჭერთ Mozila Firefox-ის ღილაკს, მერე Add-on და მერე Extensions. აქაც წაშალეთ, ან Disable გაუკეთეთ.

ან თუ ეს პრობლემას არ შეგიქმნით რაიმეს, საფუძვლიანად წაშალეთ ბრაუზერი და თავიდან დააყენეთ… Smile

შენიშვნა: არ შეგეშინდეთ აქ აპლიკაციების წაშლის, არაფერს დააშავებთ ამით Smile

Advertisements