ctrl1

“ფეისბუქი” ჭასავით და ჭაზე უძირო რამაა უკვე ვიცით, აქ ყველა არის ის ვინც უნდა, პოეტი, ინტელექტუალი, მეცნიერი, ფსიქოლოგი…. ამაში ხელს უწყობს და ეხმარება გუგლიც… თუმცა არ იციან გუგლის სწორად “გამოყენებაც” Smile

ბლოგებსაც გუგლის ხარჯზე უძღვება უმეტესობა, თუმცა არც ესმით და ვერც გაუგიათ, როგორ აკლებს რეიტინგს დაკოპირებული პოსტები ყველას… ჩემი ბლოგი წელიწადზე მეტია არსებობს და არასოდეს მიკადრებია ჩემი მკითხველისათვის რამე დამეკოპირებინა და ისე დამედო… ეს არც მომავალში განმეორდება. ახლა კი ის, რამაც ეს პოსტი დამაწერინა – თითქმის უკვე ყველამ ვიცით “ფეისბუქზე” გვერდი, “ადამიანის ფსიქოლოგია”. მეც მქონდა ეს გვერდი მოწონებული, მეგობრის რჩევით და ხანდახან ვერთობოდი ამით.. ჰოდა ამ საღამოს აღმოვაჩინე, რომ ამ გვერდს აღებული აქვს პოსტი ჩემი ბლოგიდან ტესტი- შეგიძლიათ თუ არა იხაროთ ცხოვრებით? გადავამოწმე გუგლში და ამავე გვერდის “პერსონალურ ბლოგზეც” დევს გაშანშალებული ეს ტესტი, როგორც საკუთარი მონაპოვარი… ამის შესახებ მივწერე ფეისბუქზე და პასუხებს დავდებ “სქრინშოტების” სახით Smile

11p1

1451

რა თქმა უნდა ბმულებიც მივაწოდე, ველოდე, რომ მაჩვენებდა სად დევს “სხვაგან”, მაგრამ ამაოდ….  მე სასტიკად არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაციები და გამოვერიდე საერთოდ. ქალბატონი “ფსქიოლოგი” საკმაოდ გაღიზიანდა და ცოტა აგრესიაც იგრძნობოდა, შემდეგ რასაც წერდა. მთელი იმ მიმოწერის დადება აქ უაზრობა იქნება ახლა. ისიც ვნახე, როგორ დაწერეს სხვებმა, რომ ჩემთან უფრო ადრე დევს პოსტი და აუხსნეს, “სეოს” პრინციპების დახმარებით, რომ მე და ჩემი ბლოგი მართლები ვართ Smile მაგრამ მხოლოდ სტატუსი წაიშალა “ფეისბუქზე” და ჩვენმა დიდმა :ფსიქოლოგმა” ამითი “ამოწურა” კონფლიქტი ალბათ თავისი აზრით. როცა “კოპი-ფეისთით” სწავლობ თუ ცდილობ ფსიქოლოგობას, სხვა გზა არც გაქვს ალბათ…. ჭეშარიტი ფსიქოლოგი ან ცოტა მაინც გარკვეული ადამიანი უფრო დიპლომატიურ პასუხებსაც მოძებნიდა და საქმის არსში გარკვევას ეცდებოდა კიდეც…. ის, რომ ტესტი მე არ შემიდგენია, პასუხი არაა ქალბატონო და იქნებ ჩემი შედგენილიცაა? მაშინ რას იტყოდით? დიახ, არაა ჩემი შედგენილი, მაგრამ თარგმნილია და კარგად მოგწერეს – ესეც ინტელეტუალური შრომაა, თარგმნილია რუსული გაზეთის ორი ფურცლიდან…. რომელსაც დავასკანერებ, როგორც კი საშუალება მექნება Smile

მოდი ვნახოთ თარიღებიც…

ეს ჩემი პოსტი: ბმულიც კი დავდე ზევთ.

33

ეს მათ ბლოგზე:

26

მერე რა, რომ 2 თვის მერე აიღო პოტი, როგორც იმართლა შემდეგ თავი. 10 წლის წინ გამოშვებული ნივთის ქურდობა ქურდობა არაა? Smile

თუ ვინმე დამიწყებს მტკიცებას, რომ ტესტი ჩემი მომზადებული არაა, გაეცნოს ჩემს ბლოგზე სხვა პოსტებს და ნახოს ჩემი წერის სტილი. უმეტესობა სიტყვა" “ბრძანდებით”-ის მაგიერ დაწერდა “ხართ”-ს. მე კი ვერიდები, რადგან არასწორია გრამატიკულად… Smile

ამის მერე შეიძლება ჩაასწორონ იქ, შეცვალონ რაღაცები და ამიტომ ისევ პატარა “სქრინშოტი”

pl

რას იტყვით, წვეთი წყალივით ჰგავს, არა? Smile აქ ტავტოლოგიაც მაქვს სხვათა შორის, ბ –ს პასუხებში, მაგრამ დაღლილი ვიყავი და ჩასწორების თავი არ მქონდა. ამის შესასწორებლად მაინც შეეწუხებინათ თავი Smile

ძნელია, ინტერნეტ სივრცეში ამტკიცო სიმართლე, არც დავწერდი არაფერს, ირიბად რომ არ დაებრალებინა ჩემთვის აქეთ პლაგიატი. კარგად შეგძლებიათ ადამიანების ცნობა, ძვირფასო “ფსიქლოგო” Smile ნეტავ თქვენივე გვერდზე დადებულ ტესტში, შეგიძლიათ თუ არა ადამიანების ამოცნობაო, რა პასუხი მიიღეთ? Winking smile

ეჰ, არადა რამხელა პატივს გცემდით, ყველაფერი თქვენი დაწერილი და თქვენი შრომით შექმნილი მეგონა, რეალურად კი… სხვადასხვა დროს სხვადასხვა წყაროებიდან აწაპნილ მასალებს ვიწონებდით თურმე, გაქებდით ამისათვის და თქვენც იფერებდით… აფერუმ!  სხვა ბლოგერებმაც ჩახედეთ ამ გვერდს, იქნება თქვენც იპოვოთ რამე და არ გაგიკვირდეთ თქვენი ბლოგი “თუ პირველად ნახეს”. ჰო მართლა, დამწყებო ბლგერო “ფსიქლოგო” ვორდპრესს აქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ ვინ საიდან გადმოვიდა და თქვენი ვიზიტი დაფიქსირებულია აქ, არაერთხელ, IP-იც კი ვიპოვე… და კიდევ – პერსონალური ნიშნავს საკუთარს, თქვენი ხელით დაწერილს და არა სხვისგან მოპარულს, იქნებ გეფიქრათ ამაზეც? Smile

პ.ს. ეს პოსტი არ გადააკოპიროთ ბლოგზე, არ გამოგადგებათ Smile

Advertisements