ბეარ

შაბათ საღამოს ალასკას შტატის ქალაქ კეტჩიკანის სასურსათო მაღაზიას მოულოდნელი და უჩვეულო კლიენტი ეწვია, ეს კლიენტი არც მეტი, არც ნაკლები პატარა დათვის ბელი გახლდათ, კეტჩიკანი შტატის უკიდურეს სამხრეთით ზღვის პირას მდებარეობს, ქალაქი ძალიან ახლოსაა ტყესთან და აქ დაახლოებით  8 ათასი მოსახლეა, პატარა ბელის უჩვეულო საქციელმა კი  დიდი  ინტერესი გამოიწვია მთელ მსოფლიოში.  შემოგთავაზებთ მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის ჯო სტოლარის მიერ გადაღებულ კადრებს, თუ როგორ დააბიჯებს პატარა ბელი სასურსათო მაღაზიის დახლებზე, სავარაუდოა, რომ მას ამ დახლებზე დალაგებული სტაფილო, კარტოფილი და ხახვი სულაც არ იზიდავდა, თუმცა გზა აებნა და ელექტროკართან მისულმა როდესაც ის ავტომატურად გაიღო მაღაზიას მიაშურა.  დარმწუნეებული ვარ “ადამიანი კლიენტები” გაოცებას ვერ დამალავდნენ, როდესაც ბოსტნეულის ასარჩევად მისულებს იქ პატარა დათვი დახვდებოდათ, რამოდენიმე წუთში პოლიციაც გამოიძახეს და პატარა დათუნიას დასაკავებლად ორი “ახმახი” ამერიკელი მობრძანდა, თუმცა ცხოველთა დამცველთა საზოგადოების წარმომადგენელმა პირველობა არავის დაუთმო, ფრთხილად სტაცა ხელი პატარა ბელს და სავარაუდოდ უკან ველურ ბუნებაში დააბრუნა. 

 

Advertisements