XXI საუკუნე ნელ–ნელა ეშხში შედის და უკვე ნათელია, ამ საუკუნეში უხასიათობამ იმატა, ეს ნამდვილად სტრესის საუკუნეა და როდესაც სტრესი და ცუდი განწყობა ცდილობს თავისი გამარჯვება იზეიმოს, ჩვენ ადამიანებმაც უნდა ვიღონოთ რამ მის შესაჩერებლად, ყოველთვის ვცდილობ დეპრესია და სტრესი, ცუდი ხასიათი თაიდან ავირიდო, თუმცა ეს ხომ შეუძლებელია, ამ შემთხვევაში კი მათ ცდროულად თავიდან მოცილებაზე მიჩნდბეა საზრუნავი, მათთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი მაქვს და ვცდილობ ეს გამოვიყენო, ჩემი ოპტიმიზმნარევი რეალიზმის აღქმის საუკეთესო საშუალება კი ქართულ სულშია, სულში რომელიც ვერავინ ჩაკლა და ის დარჩება სამარადჟამოდ, ქართველებს „ჭკუამხიარულობას“ გვწამებენ, განა ჩვენ არ გვაქვს ყველაზე მეტი გასახარი?

 

იტყვით სად შენი განწყობა და სად საქართველო? რატომღაც გლობალურად აზროვნებას ვარ მიჩვეული და საბოლოოდ მაინც პატრიოტიზმამდე „ვმსხვილმანდები“.

ქართველები ხომ, ყველაზე ახლოს არიან უფალთან, თავისი ტრადიციებით, კულტურით, ისტორიით…

მინდა გაგიზიაროთ ერთი პატარა დეტალი რაც მე ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს, ეს პატარა დეტალი ერთი ლექსია, რომლის წაკითხვაც მუდამ სიამოვნებით გამოწვეულ ღიმილს მგვრის რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, რადგან ამ ლექსის შინაარსის მოყოლით ვცდილობ ჩემს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან – საქართველო განვაცდევინო.

– – –

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი, 
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად, 
მყინვარი შანდლად ედგა , 
შიგ მზე სანთლად ენთო 
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა. 
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა , 
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა , 
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა , 
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა . 

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი , 
ფრანგნი თუ… ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ . 

ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი, 
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი, 
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები . 
უფლის განაჩენი არ იყო სადაო . 

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი, 
რიგი და ქართველი? სადან სადაო 

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი, 
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, 
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა, 
წარუდგნენ და ჰკითხეს: 
ჩვენ რა ვქნათ უფალო 

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ, 
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც, 
განცვიფრდა : 
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე 
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე… 

ქართველნი გახლავართ, 
გავშალეთ ნაბდები … 
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ, 
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ 
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ… 
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, 
მეუფევ მაღალო! 

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, 
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად. 
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი, 
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა! 

…ალპებად, 
ანდებად, 
თუ კავკასიონის მთებად, 
აიწიენ წარბები შეკრული… 

სად დაგაბინაოთი- არ არის იოლი, 
ასეთი ლამაზნი. 
მამაცნი 
ერთგულნი… 
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც , 
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, 
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის, 
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი, 
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები 
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, 
ზეცაში ვიცხოვრებ… 
ხოლო ეს ედემი – 
თქვენთვის დამითმია . 
დე, იყოს ალალი! 

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა, 
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,  
ამიტომ საქართველოს რა არ გააჩნია 
ქუხს მისი სიტურფის, 
სიუხვის ამბავი…..

 

 

და მაინც რით ვართ ეს ქართველები სხვებისგან განსხვავებული? 

 

იცით რატომ დგებიან ქართულ ხალხურ ცეკვებში ფეხის წვერებზე?! …

 

Advertisements