ჩრდილო კავკასიურმა მახანჭყალურმა კლუბმა “ანჟიმ” გასულ სატრანსფერი ბაზარზე კიდევ ერთი სენსაციური შენაძენი გააკეთა და XXI საუკუნის ერთ–ერთი საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი ცენტრალური თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო შეიძინა, აღნიშნულ კლუბში მუდამ ირიცხებოდა რამოდენიმე ქართველი, შარშან ექვსი ხოლო წლევანდელ სეზონში ორი ჩვენი თანამემამულე ასპარეზობს. კამერუნელის რუსეთში და თანაც ერთ–ერთ აუთსაიდერ გუნდში გადასვლას დიდი მითქმა–მოთქმა მოჰყვა ევროპულ   საფეხბურთო წრეებში, უმრავლესობამ სამუელის ეს გადაწყვეტილება ფულს დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ ოთხგზის აფრიკის საუკეთესო მოთამაშე წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს და ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 10 ყველაზე მარალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში შევიდა, აღნიშნული აჟიოტაჟი “ბარსელონას” ლეგენდასაც არ დაუტოვებია უყურადღებოდ და თავისი “ანჟიში” გადაბარგება პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარით გაამართლა:

მე ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღე და ამაზე დავთანხმდი, ჩვენ ყველა ფულისათვის ვშრომობთ, ვინც ასე არ იტყვის ის ფარისეველია და მეტი არაფერი.

განუცხადა მან ყოველდღიურ ესპანურ სპორტულ გამოცემას.  ჟურნალისტმა მას მწვრთნელების თაობაზეც კითხა, ვისთანაც კი მას ოდესმე უთამაშია და მან ყველა დიდი სიყვარულით გაიხსენა, აღნიშნა რომ მისთვის საუკეთესო მწვრთნელი ლუის არაგონესი იყო, როდესაც ის “მალიორკაში” ირიცხებოდა, აღნიშნულ მწვრთნელთან ერთად ყოფნა სამუელ ეტო’ოს 2000-01 და 2003-04 წლების სეზონში მოუწია:

ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი ესპანელი ლუის არაგონესია, მისგან უამრავი რამ ვისწავლე ფეხბურთში და ცხოვრებაში.” 

Advertisements