წლევანდელი წელი ფინანსური თვალსაზრისით მსოფლიო ფეხბურთში ძალიან საინტერესო გამოდგა, რადგან ბევრმა საფეხბურთო კლუბმა საკუთარი სპონსორები დაკარგა თუმცა საუკეთესო ფეხბურთელებს უფრო მაღალი ხელფასები შეთავაზა ვიდრე წინა წელს, გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს რომლებიც საკუთარი ნიჭისა და შრომის ფასად მწვერვალებზე ავიდნენ და დღეს მილიონრები არიან.

10. სამუელ ეტო’ო (“ანჟი” – რუსეთის ფედერაცია)– 9 მილიონი ევრო

სამუელ ეტო’ო ერთ ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ევროპაში, მას ხელფასის სახით 9 მილიონი ევრო ერიცხება, ის აგრეთვე დიდ შემოსავალს იღებს Puma–საგან, სწორედ სამუელ ეტო’ოა ამ ბრენდის მთავარი სარეკლამო სახე, მას Puma–ს მიერ წარმოებული საუკეთესო ბუცები აცვია მსოფლიოში რომლის სახელიც ასე გამოიყურება:  v1.10 SL.

9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – (“მილანი”, იტალია) – 10,4 მილიონი ევრო

“ბარსელონადან” არასასიამოვნო წამოსვლის შემდეგ ბაკანური წარმოშობის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩიიტალიური კლუბისათვის შეუცვლელი ფიგურა გახდა, მას კატალონიურ გრანდში ყოფნისას 9,5 მილიონი ევროიანი წლიური ხელფასი ქონდა, ხოლო “სან სიროზე” გარჯისათვის ის 10,4 მილიონს იღებს.

8. ფრენკ ლამპარდი – (“ჩელსი”, ინგლისი) – 10,2 მილიონი ევრო

თავდაპირველად ინგლისელი ნახევარმცველის ხელფასი 6,6 მილიონ ევროს შეადგენდა თუმცა არც მაშინ გრძნობდა ფრენკი ფულის ნაკლებობას.

7. უეინ რუნი – (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი) – 12 მილიონი ევრო 

“შრეკად” წოდებული, წარსულში “ხულიგანი” და აწ დაჭკვიანებული უეინ რუნი სიის მეშვიდე ადგილზეა.

6. ტიერი ანრი– (“რედ ბულზი”, აშშ) – 12,6 მილიონი ევრო

ევროპიდან გადაბარგებული “ტიტი” არც ამერიკაში ყოფნით არ უნდა იყოს უკმაყოფილო.

5. კაკა – (“რეალი”, ესპანეთი) – 14,4 მილიონი ევრო

ჩემთვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კაკას ერთ ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვს მსოფლიოში, გასაკვირი იმის გამო რომ ის მისი ამჯამინდელი კლუბისათვის თითქმის ვერაფერს ვერ აკეთებს უკვე მეორე წელია.

4. რონალდინიო – (“ფლამენგო”, ბრაზილია) – 14,4 მილიონი ევრო

“გაუჩო” ამ ასაკშიც კი იმსახურებს მსოფლიოს პირველ ხუთეულში ყოფნას ანაზღაურების მიხედვით.

3. ლიონელ მესი – (“ბარსელონა”, ესპანეთი)  – 19,9 მილიონი ევრო

მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი ამ სიაში მესამე ადგილს დასჯერდა.

2. კრისტიანო რონალდო – (“რეალი”, ესპანეთი) –  22,3 მილიონი ევრო

საფეხბურთო შედეგებით და მიღწევებით მეორე კრისტიანო რონალდო ამ სიაშიც მეორე ადგილზეა, თუმცა მადრიდული კლუბის ბიუჯეტს ამ შემთხვევაშიც კი დიდ ზიანს აყენებს.

1. დევიდ ბექჰემი  – (“გალაქსი” – აშშ) – 24,1 მილიონი ევრო

მეფის დაბრუნება! ასე შეარქვეს ბექჰემის კვლავ პირველ ადგილზე გადასვლას საფეხბურთო წრეებში, მოგახსენებთ, რომ წინა სეზონში ყველაზე მეტ გასამრჯელოს ერთი პატარა ბიჭი ლეო იღებდა არგენტინის ქალაქი სანტა ფედან.

Advertisements