skype-to-skype

მოგეხსენებათ, სკაიპი ხშირად აკეთებს განახლებას და ყოველ ჯერზე რაღაცას ცვლის. ბოლო ცვლილება სმაილები იყო, რაც მომხმარებლების საკმაო ნაწილს არ მოეწონა და უსიამოვნი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვისაც. ჯერ “ფეისბუქთან” ინტეგრირებული სკაიპი რად მინდა მეთქი ვფიქრობდი და მერე ეს სმაილები! თანაც ახალ სკაიპს ამოღებული აქვს ფუნქცია, რომელიც განახლებებს ურთავდა და ამის შემდეგ სკაიპი დაუკითხავად განახლდებაო, სკაიპის ფორუმზე განგვიმარტეს.

გავბრაზდი, დავაყენე 4.1 ვერსია, გამოვრთე ავტომატური განახლება და რომ მეგონა ამით დამთავრდა მეთქი სკაიპის დიქტატურა, მეორე დილით უბოდიშოდ განმიახლა ისევ 5.5-მდე. ამის შემდეგ დავიწყე ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და მივაგენი:

1. წაშალეთ სკაიპის არასასურველი ვერსია;

2. გახსენით Run-ი, მასში აკრიფეთ %Temp%  დაჭირეთ OK-ს. გაიხსნება საქაღალდე, რომლის მისამართიც იქნება შემდეგი: C:\Users\”თქვენი მომხმარებლის სახელი \AppData\Local Settings\Temp folder სადაც ნახავთ საინსტალაციო ფაილს, სახელით SkypeSetup.exe . წაშალეთ ეს ფაილი და საერთოდაც სასურველია სულ გაასუფთავოთ ეს საქაღალდე.

3. დააყენეთ სკაიპის სასურველი ვერსია (ორს ნახავთ აქ, 3.8 და 4.1-ს). ჩვეულებრივად გახსენით სკაიპი თქვენი ID-ს და პაროლის გამოყენებით, შემდეგ დააჭირეთ Tools, აირჩიეთ Options აქ კი გახსენით Advanced გამოსულ ფანჯარაში ნახავთ წარწერას When a new version of skype is avalable და მის ქვევით დაგხვდებათ ორი ველი: 1. Nitify me 2. Automatically download and install it. როგორც წესი ორივეში ზის “პწიჩკა”. მეორეს მოხსენით, ხოლო Nitify me-ს დაუტოვეთ და Save ღილაკით დაადასტურეთ ცვილებების შენახვა.

4. დაბრუნდით საქაღალდეში Temp folder , სადაც იქნება 2 ფაილი: Skype და SkypeToolbars. მე გირჩევთ, რომ ცალკე საქაღალდეში გადააკოპიროთ ეს ფაილები და შენახოთ. ზუსტად ესენია რეალურად სკაიპის საინსტალაციო ფაილები, ხოლო ის რასაც ჩვენ ვიწერთ სკაიპის საიტიდან, არის უბრალოდ მათი ჩამოსატვირთი ფაილი. ოდესმე თუ უფრო :გაჯიუტდა” საკიპი და აღარ გადმოგვაწერინა ძველი ვერსიები, ეს ფაილები ნამდვილად გამოგვადგება. ასევე მათი საშუალებით სკაიპს დააინსტალირებთ იქ, სადაც ინტერნეტი არ არის (რა თქმა უნდა დროებით, უინტერნეტოდ სკაიპი არავის სჭირდება, გასაგებია 😀 )

5. ახლა მივხედოთ კოპირებულ ფაილებს Skype და SkypeToolbars. ფაილი Skype-ს შეუცვალეთ სახელი, დაარქვით SkypeSetup ისევ გადააკოპირეთ Temp საქაღალდეში. ამის შემდეგ სკაიპი აღარ ჩათვლი საჭიროდ ახალი სკაიპის გადმოწერას, რადგან ფაილი SkypeSetup – უკვე ეგულება Temp საქაღალდეში.

6. შემდეგი ჩართვისას სკაიპი შემოგთავაზებთ განახლებას. თქვენ უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს Skip this version და ამით დამთავრდება ყველაფერი 🙂

მეტი საიმედოობისათვის:

მათ, ვინც კარგად ერკვევა ვინდოუსში და მისი უსაფრთხოების საკითხებში, დამატებით შეუძლია დაიცვას თავი სკაიპის ავტომატური განახლებისაგან, შემდეგი მეთოდით: Temp საქაღალდეში ჩაგდებულ, თქვენივე შექმნილ SkypeSetup-ს დააჭირეთ მარჯვენა ღილაკი, აირჩიეთ Properties მოძებნეთ Security ჩანართი, დააჭირეთ Add ღილაკს, გახსნილ ფანჯარაში ჩაწერეთ Everyone და OK. ახლა Deny ველში მონიშნეთ ყველა ველი და ისევ OK. ასევე შეგიძლიათ თქვენს ექაუნთს და სხვებსაც გაუთიშოთ კონტროლი ამავე მეთოდით. თქვენი მომხმარებელი ავტომატურად გამოჩნდება ველში Group or user names.

ახლა სისტემას ძალიანაც რომ უნდოდეს ამ ფაილის ინსტალაცია, ვერაფრით ვერ შეძლებს, რადგან მასზე კონტროლი ყველას შეზღუდული აქვს. ამასთან არც ერორებს აგდებს, არის თავისთვის წყნარად 😉

ამის შემდეგ, მართლა დაისვენებთ და შეძლებთ სკაიპის იმ ვერსიის გამოყენებას, რომელიც თქვენ გსურთ, სკაიპი ვეღარ განახორციელებს დიქტატურას თქვენს კომპიუტერში 😀

ყურადღება: თუკი  Advanced-ში (პუნქტი №3) ვერ იპოვეთ ჩანართი When a new version of skype is avalable , ე.ი. უფრო ძველი ვერსია უნდა დააყენოთ, როგორც უკვე გითხარით, მეხუთე ვერსიიდან ამოიღეს ეს ველი, რომ მომხმარებლებმა ვეღარ გამორთონ ავტოგანახლება.

ვინდოსუსი გადაყენების შემდეგ: გადმოწერეთ და დააყენეთ სკაიპის უახლესი ვერსია. გაიარეთ ავტორიზაცია ჩვეულებრივ, ანუ გახსენით სკაიპი ID-ს და პაროლის გამოყენებით, მისწერეთ 1-2 ადამიანს, რომ შეიქმნას საწირო ფაილები და ისტორია. მერე გამორთეთ, წაშალეთ და მიჰყევით ზემოთ აღწერილ ნაბიჯებს. კითხვები თუ გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში და ვეცდები დაგეხმაროთ.

გისურვებთ  წარმატებებს 🙂

Advertisements