happy girl

ტესტი ქალბატონებისთვისაა. ცოტა ძველი კია, მაგრამ ვინც შეავსო უკვე, თვლის რომ გავს მის ხასიათს. მათ შორის მეც. ასე, რომ მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი, ან უბრალოდ გახსენით Notead-ი და დავიწყეთ 😉 პასუხის მისაღებად უნდა ჩაინოშნოთ ვარიანტი, რომელსაც ირჩევთ. მაგ: ა, გ და ა.შ.

1. თქვენი საუკეთესო მეგობარ იქნებოდა:

ა) ლეტიცია კასტა ბ) სინდი კროუფორდი გ) სტელა ტენანტი

2. საოცნებო კუნძულზე ერთ კვირაინი არდადეგები თქვენთვის არის:

ა) ზეიმი ყოველ ღამე ბ) მშვენიერი პეიზაჟი და სურნელების არომატი გ) დამსახურებული დასვენება.

3. თქვენს რჩეულს ურეკავთ:

ა) მთელი დღის განმავლობაში ბ) დღეში ერთხელ, რომ უთხრათ რას ფიქრობთ მასზე გ) პურის ყიდვა რომ არ დაავიწყდეს

4. ბავშოვბაში ყველაზე ძალიან გიყვარდათ:

ა) გაპრანჭვა ბ) ზღაპრების კითხვა გ) მონოპოლიის თამაში.

5. თქვენი საყვარელი თაიგული:

ა) მინდვრის ყვავილები ბ) ორი-სამი ორქიდეა და იკებანა გ) ვარდები მაღაზიიდან

6. დრიოს გატარება გიყვართ:

ა) მეგობრების კომპანიაში და იმპროვიზირებულ საღამოებზე პიცერიაში                     ბ) კარგ რესტორანში საყვარელ ადამიანთან ერთად გ) მთელი ღამეები კომპიუტერთან ინტერნეტში

7. თქვენი ოცნების პრინცია:

ა) დევიდ ბექემი ბ) ბრედ პიტი გ) სტინგი

8. არასოდეს იცილებთ:

ა) თილისმას ბ) ტელეფონს გ) მობილურ ტელეფონს

9. ნერვებს გიშლიან ადამიანები რომლებიც:

ა) ვერ გიგებენ ბ) ზურგს შეგაქცევენ გ) არ გიცნობენ

პასუხები იხილეთ სრულად წაკითხვაში 🙂

თუ პასუხთა უმრავლესობაა ა

თქვენ ნამდვილი “Happy Girl” –ი ბრძანდებით

მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ იყოთ ბედნიერი და ამით მოგებულნი რჩებიან თქვენი გარშემომყოფნი. საოცარი ღიმილი და სიცილი გაქვთ, თქვენი კარგი განწყობა გადამდებია ხოლმე გარშემომყოფთათვის. მოწყენილობას ვერ იტანთ და ებრძვით მას მთელი ძალით. სხვებს ხშირად შურთ თქვენი კარგი განწყობა და ოპტიმიზმი.  მართალია, ბევრს აღიზიანებს ის, რომ თქვენთვის ყველაფერი ასე ადვილად ხდება, მაგრამ ასეთია თქვენი ბუნება.

თუ პასუხთა უმრავლესობაა ბ

მაშინ გაწონასწორებული “Happy Girl” –ი ბრძანდებით

ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანი ბრძანდებით, ამასთანავე თავშეკავებულიც და უმნიშვნელო, ბულვარულ რამეზე სიცილს არ დაიწყებთ. გონება გკარნახობთ, რომ ბედნიერება უნდა დაიმსახურო. დროთა განმავლობაში ისწავლეთ პატარ-პატარა ცხოვრებისეული სიხარულის დაფასება: მზის სხივი ზამთრის ცივ დღეს, შოკოლადის ნატეხი, პოეზიის რამდენიმე გვერდი. იგივეა მეგობრობასა და სიყვარულში. ჰარმონიის შექმნა სხვაზე უკეთ შეგიძლიათ. ახლობლები გაღმერთებენ და მადლობელნი არიან იმ ბედნიერი წუთებისათვის, რომლის მინიჭებაც თქვენ შეგიძლიათ.

თუ პასუხთა უმრავლეოსბაა გ

ამ შემთხვევაში “Happy Girl” –ი ბრძანდებით მაგრამ ჯერ არ იცით ეს

ბედნიერი ვარ? ამ კითხვაზე არასოდეს დაფიქრებულხართ… ბედნიერება თქვენი აზრით მეზღაპრის გამოგონილი რამაა და სხვა არაფერი? ეს შეცდომაა! გაახილეთ თვალები და დაინახავთ, რომ ცხოვრება სავსეა სიხარულით, სიცილით და სიამოვნებით, რომელთაც შეუძლიათ ბედნიერი გაგხადონ. შეეცადოთ შეიგრძნოთ, რომ გაზაფხული დადგა, ან შეყვარებული ხართ ან გიყვართ თქვენი სამუშაო… ანდა სულაც ყველაფერი ერთად… მართლა მშვენიერია არა? და გახსოვდეთ: ბედნიერება მხოლოდ იმათთან მოდის, ვინც მას ეძებს!

Advertisements