25266_404039519461_106921954461_4917092_8062721_n

ეს ბროლის ზღაპარი 1892 წელს დაიწყო. ჩეხური ბოჰემიის (ბროლის ოსტატთა განთქმული მხარე) მკვიდრმა უცნობმა მევიოლინემ, დანიელ სვაროვსკიმ გამოიოგონა მანქანა, რომელსაც შეეძლო ბროლის, ძვირფასი ქვებისა და კრისტალების დიდი რაოდენობით და თანაც საუკთესო ხარისხით დამუშავება.

საინტერესოა, რომ დანიელი ბავშვობიდანვე თვალს ადევნებდა თავის მამას, რომელიც ბროლის მცირე ქარხანას ფლობდა და ალბათ ამ დროს ჩაისახა პატარა დანიელში ბროლის სიყვარული და სურვილი სრულეყო ეს საოცარი ქვა.

როცა ის Elketrische Ausstelung (ელექტო საქონლის პირველი გამოფენა) –ს ეწვია, გაუჩნდა იდეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება და დიდი აღიარება მოუტანა. როგორც ჩანს, სიმენსის და ედისონის გამოგონებებმა დიდი გავლენა იქონია 21 წლის ახალგაზრდაზე და მან გადაწყვიტა შექმნა ბროლის საჭრელი და დასამუშავებელი მანქანა.

ამ ჩანაფიქრზე დღეა და რამე მუშაობდა და უკვე 9 წლის შემდეგ მზად იყო დაეპატენტებინა პირველი ბროლის საჭრელი მანქანა, ომელიც სრულყოფამდე დაიყვანდა ამ აქვის დამუშავებას. ამგვარად დაიწყო ახალი ერა ბროლის სამყაროში. 29 წლის გამომგონებელი ადგილობრივ ოსტატებთან კონკურენციას მოერიდა და ავსტრიაში გადაბარგდა, სადაც 1895 წელს ტიროლის ერთ-ერთ სოფელში – ვატენსში დაარსა ბროლის მწარმოებელი ქარხანა. იმ დროისათვის ასეთი სახის ნაწარმს ფართოდ იუენებდნენ მოდური ტანისამოსის და აქსესუარების გასაწყობად.

რამოდენიმე წლის განმავლობაში დანიელმა თავისი ტექნოლოგია კიდევ უფრო დახვეწა, ხოლო 1911 წელს უკვე შვილებთან ვილჰელმთან და ფრიდრიხთან ერთად შეძლო ბროლის დამუშავებაში ახალი სიტყვის თქმა, რაც მანამდე არავის გაუკთებია. სანკტ-პეტერბურგელი და პარიზელი ნოდის მოყვარულნი, სადაც სვაროვსკიმ პირველი ნიმუშები გააგზავნა, აღფრთოვანებულნი დარჩნენ და ბროლის “ბრილიანტების” შეკვეთები მოაწყდა სვაროვსკების ქარხანას.

გავიდა წლები და “სვაროვსკი” დახვეწილი, მდიდრული და საოცნებო სამკაულის სიმბოლოდ იქცა. ამ ფირმის აქსესუარები ამკობდა მარლენ დიტრიხის და ჯერი ჰოლის საღამოს კაბებს, ასევე მაიკლ ჯქსონის და თინა თერნერის სასცენო კოსტუმების განუყოფელი სამკაულიც იყო. ცნობილი სამოდელო სახლები – კრისტიან დიორი, ივ სენ ლორანი და შანელი, თავის კაბებს მხოლოდ “სვაროვსკის” თვლებით აწყობენ… და ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

დღეისათვის სვაროვსკის მემკვიდრეები აწარმოებენ ბროლის ბიჟუტერიას, ასობით ათასი ფირმისა და ფერის ნამუშევრებს, ყველანაირი გემოვნებისათვის…

1976 წელს ფირმამ შობის წინ დაამზადა პირველი ბროლის ფიგურა, ეს იყო პატარა თაგვი, აწყობილი რამოდენიმე დეტალისაგან და ჭაღის ერთ-ერთ ატრიბუტს, კერძოს საკიდს წარმოადგენდა. წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თაგვს მოჰყვა ზღარბი, კუ, ირემი, მარტორქა, გედი…

“სვაროვსკის” სიმბოლო თავდაპირველად ედელვაისი იყოს, მაგრამ ეს ალპური ყვავილი მხოლოს მთის მცხოვრებთათვის იყო ნაცნობი. ამიტომაც, როდესაც უკვე სახელგანთქმული კომპანიისათვის სიმბოლოს ხელახალი არჩევის საკითხი დადგა, მათ არჩევანი გედზე შეაჩერეს და იგის “სვაროვსკის’ სიმბოლო 1899 წლიდან დღემდე.

“სვაროვსკის” უამრავი მაღაზია აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის თბილისშიც… მე ჯერ არც კი გამიბედავს შიგნით შესვლა, თუმცა ვიტრინა მუდამ საოცრად ატკბობს თვალს… ან რა გასაკვირია – ეს ხომ “სვაროვსკის” სამყაროა…

 

“სვაროვსკის” მუზეუმი ავტრიაში

swarovski_kristallwelten_07

10068754

 181572_10150129998459462_106921954461_7681232_2865284_n

44428_453740619461_106921954461_6172404_6897957_n

Advertisements