facebook

საქართველოში, რომ სერვისი ვერა და ვერ ისწავლეს ეს უცხო ხილი არაა… უფრო სწორად იძულებით ისწავლეს იმ კომპანიებმა, რომლებსაც ბაზარზე ძლიერი კონკურენტები ჰყავთ. ხოლო უკონკურენტოებს, რბილად რომ ვთქვათ “ჰკიდიათ”, როგორ გასცემენ პასუხს კლიენტს.

ეს სენი დაიწყო სატელეფონო, თუ პირადი სერვისიდან და გავრცელდა ინტერნეტშიც 🙂 დღეს, როცა “ფეისბუქი” არის უდიდესი სოციალური ქსელი და მასზე განთავსებული რეკლამა, საკუთარი გვერდების სახით, არის საკმაოდ მომგებიანი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას, როგორი ადმინისტრატორი ეყოლება  გვერდს… მინახავს კარგებიც, მაგრამ ბევრჯერ მინახავს შეხლა-შემოხლაც, სუსტი ადმინისტრირების გამო ერთ-ერთი იყო თ.ს.უ-ს თვითმმართველობის გვერდზე. შეხვიდოდი, აგეტირებოდა, გვერდის მმართველის პასუხებზე, “დახვეწილი” ქართულიდან დაწყებული, “კომპეტენტური და თავაზიანი” პასუხებით დამთავრებული 🙂 მეგონე, ამაზე უარესს ვეღარ ვნახავდი, მაგრამ შევცდი 🙂

დღეს კიდევ ერთი ასეთი მაგალითის მომსწრენი გავხდით, “ფეისბუქის” მომხმარებლები, ახლა საქმე უკვე “ევროპარკის” გვერდს და მის ადმინისტრატორს ეხება.. 🙂 უკომენტაროდ, შემოგთავაზებთ ფოტოებს იმისა, თუ რა ხდებოდა გვერდზე:

1

2 

3

ყოველგვარი პირადი შეხედულებების გარეშე, ცივი გონებით შევხედოთ ამ ყველაფერს – ადმინისტრატორი, რომელიც რეალურად ეწევა კომპანიის რეკლამას, ცდილობს მისი კლიენტების მოზიდვას, არ უნდა უსვებდეს ისეთ ბანალურ შეცდომებს, როგორიცაა – სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, განსჯა, მორალის კითხვა :)  გეკითხებიან? უპასუხე 🙂 ამ შემთხვევაში გონივრული პასუხი იქნებოდა, რომ ასეთია ადმინისტრაცისი გადაწყვეტილება და თუ შეიცვლებოდა რამე აცნობებდა მომხმარებლებს…. რეალურად, გვერდის ხელმძღვანელი არის შუამავალი კომპანიასა და მომხმარებელს შორის, ის არ ადგენს წესებს (უმეტეს შემთხვევაში).

აქ კი რა მოხდა? ადმინისტრატორმა თავის თავზე აიღო ყველაფერი, დასჯით და პარკში არ შეშვებით დაემუქრა ამ ადამიანს, წაშალა კომენტარები, დაბლოკა მომხმარებლები…  როგორც ჩანს, პირადი შეხედულებების დატევა საკუთარ თავში და დაკისრებული მოვალეობისათვის თავის გართმევა ცივი გონებით, ბევრისთვის შეუსრულებელი მისიაა ჯერ ისევ 🙂

პირად შეხედულებებს ადგილი მოუნახეთ საკუთარ “კედლებზე” სტატუსებზე, ანდაც ფორუმებზე. სხვისი შეურაცხყოფა ელემენტარულად აფრთხობს პოტენციურ კლიენტებს 🙂

პ.ს. სანამ რამეს დამაბრალებდნენ – მე არც ამ ადამიანებს ვიცნობ, არც მონაწილე ვარ ამ აურზაურის, მაგრამ ვეხმაურები, რადგან სირცხვილია ასეთი ვაი სერვისი… სირცხვილია მუდამ ნაცნობობით შერჩეული კადრები… 🙂

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: Litterator’s Blog

Advertisements