Bliss

ვინ არ იცის სამუშაო მაგიდის, ანუ დესკტოპის ეს ფონი, განსაკუთრებით მათ, ვინც Windows XP-სთან “აიდგა ფეხი”, როგორც კომპიუტერის მომხმარებლმა.

ეს ფონი გვხვდება დღესაც ძალიან ხშირად მათთან, ვინც ისევ იყენებს XP-ს. ასევე მისი უამრავი მოდერნიზებული ვარიანტიც არსებობს… და როგორც არ უნდა იყოს ყელში ამოსული, XP-ს დაყენებისთანავე პირველად მას იხილავთ თქვენს სამუშაო მაგიდაზე 😀

მე არ ვიცი ზუსტი სტატისტიკა, მსოფლიოს მასშტაბით რამდენ ადამიანს აქვს ეს ფონი კომპიუტერის “მაგიდაზე” და ალბათ ამის დადგენა საკმაოდ რთულიცაა, მაგრამ როცა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შესახებ გაკეთებულ რეპორტაჟში მოვკარი ამ ფონს თვალი, თანაც რამოდენიმე მონიტორზე, გადავწყვიტე მომეძებნა მისი ისტორია და გამეცნო ის თქვენთვის 🙂

მაშ ასე, მისი სახელია Bliss, გაფართოებაა BMP ანუ Bitmap image და იმალება C:\WINDOWS\Web\Wallpaper საქაღალდეში.

ეს ფოტო 1996 წელს გადაიღო პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ჩარლზ ო’რერმა  კალიფორნიაში, სონომას ველზე. ჩარლზი ფოტოებს იღებდა ციფრული კომპანიის HighTurn-ისათვის, ასევე ბილ გეიტსისა და ნაციონალური გეოგრაფიული ჟურნალისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზის, როგორც ფოტოგრაფის პროფილი, ჟურნალისათვის იყო მევენახეობა, ამ ფოტოზე მას არ გადაუღია ვენახი. მან ფოტო გადაიღო სხვა რაკურსით, შოსესგან მოშორებით.

charlz bil gates

2000 წლიდან ფოტო კომპანია “მაიკროსოფტმა” შეიტანა Windows XP-ს თემაში და უწოდა მას სახელი Bliss, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ნეტარება. მიზეზი იმისა, რომ სისტემის ყველა მომხმარებელს თავიდანვე ხვდება ეს ფოტო, არის შემდეგი: ფოტოს სიგანის და სიმაღლის შეფარდება საკმაოდ მარტივია, მისი ხასიათიდან გამოდინარე და ამდენად ის იოლად ერგება ნებისმიერი ტიპის და გაფართოების მონიტორს.

2006 წლის ნოემბერში გაერთიანება Goldin+Senneby-ს ფოტოგრაფი ისევ ეწვია სონომას ველს და ხელახლა გადაიღო ის ადგილი, სადაც 10 წლის წინ შექმნა თავისი ცნობილი ფოტო ჩარლზ ო’კონერმა. გთავაზობთ ამ ფოტოსაც 🙂

Bliss 10 years later

მოგვიანებით ვეცდები, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციაც მოგაწოდოთ. პოსტში თუ რაიმე უზუსტობა გამეპარა, ბოდიშს ვიხდი – უკვე ძალიან მეძინება 🙂 უბრალოდ დაწყებული საქმის მიტოვება არ მინდოდა შუა გზაზე 😀

Advertisements