დღეს ცნობილი გახდა, რომ წუხელ, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა პოპულარული მომღერალი ემი უაინჰაუზი. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომღერლის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი მისი დამოკიდებულება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი. ამის გამო ის რამდენჯერმე მოათავსეს კლინიკაში, თუმცა ვერ შეძლო მავნე ჩვევების დაძლევა. სავარაუდიდ, სწორედ ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა მილიონობით ადამიანის საყვარელი მომღერლის სიცოცხლე. რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცნობილი გახდება მისი გარდაცვალების მიზეზი.

ემი უაინჰაუზის სიკვდილმა უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. ისინი ლონდონში, მომღერლის სახლთან შეიკრიბნენ ყვავილებითა და ანთებული სანთლებით ხელში.


Advertisements