“ბარსელონაში” ბოიან კრიკიჩი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. დიახ, იყო, ახლა კი ის უკვე იტალიური “რომას” თავდამსხმელია. მეც, როგორც თითქმის ყველა “კულეს” მისი ძალიან მეიმედებოდა და მეგონა რომ “ბარსას” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდებოდა, თუმცა იმედები არ გამიმართლდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი  მუდმივმა ტრავმებმა დატანჯა. სწორედ ტრავმები მიიჩნევა “ბარსაში”  მისი კარიერის დასრულების მთავარ მიზეზად.

ბოიან კრკიჩმა “რომაში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ორშაბათს  გულშემატკივრებს წარუდგენენ. ბოიანის განცხადებით ის ბედნიერია “რომაში” გადასვლით, რადგან დარწმუნებულია, რომ მეტი სათამაშო დრო მიეცემა და შეძლებს თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას. ბოიანის ტრანსფერში “რომამ” 12 მილიონი ევრო გადაიხადა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 13 მილიონი ევროა.  საბედნიეროდ, 2 წლის შემდეგ “ბარსელონას” შეეძლება მისი დაბრუნება. ამ სეზონის შემდეგ მისი დაბრუნება 17 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. 2 სეზონის შემდეგ კი ის აუცილებლად დაბრუნდება “ბარსელონაში”.  თუ “რომა” ფეხბურთელის დატოვებას მოისურვებს მას 28 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

Advertisements