დედაქალაქ ოსლოს მახლობლად მდებარე უტოიას კუნძულზე საზაფხულო ბანაკია მოწყობილი, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ საზოგადოებში, რომელიც უკვე დიდი ხანია მშვიდად და უდარდელად ცხოვრობს დღეს შიშმა დაისადგურა, ყველაფერი კი ასე დაიწყო.

პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ბანაკში მყოფ ნორვეგიელ ახალგაზრდებს დაუძახა, როდესაც ისინი მას მიუახლოვდნენ ცეცლსასროლი იარაღით მან ყველა დახოცა, ნორვეგიის პოლიციის განცხადებით ამ შემთხვევას 80–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იმისათვის, რომ დამნაშავე დარწმუნებულიყო, რომ ისინი ნამდვილად დაიხოცნენ საკონტროლო გასროლა განახორციელა და ადგილიდან მიიმალა.

“უამრავი დახოცილი ადამიანი დავინახე” – ამბობს 15 წლის ნორვეგიელი გოგონა ელისი, რომლის გვარის გამხელისაგანაც მამამისი თავს იკავებს.

“შენობის მახლობლად ვიდექი, როდესაც პოლიციელი დავინახე ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მას ჩვენთვის რამის დაშავება შეეძლო, ამ დროს კი დავინახე როგორ დაიწყო მან სროლა ჩვენი მიმართულებით”

ელისი საბედნიეროდ იმ კლდეს ამოეფარა რომელთანაც დამნაშავე იდგა და ის ცოცხალი გადარჩა. “მე მისი სუნთქვის ხმა მესმოდა კლდის მეორე მხრიდან” თქვა მან.

პანიკაში მყოფმა გოგონამ მშობლებს მობილურით გადაურეკა და შველა ითხოვა, საბედნიეროდ მისი მშობლები არ დაიბნენ და ის დააწყნარეს.

“როდესაც დავრეკე მათ მითხრეს, რომ პანიკაში არ  ჩავვარდნილიყავი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მერე მამამ მირჩია ჩემი ფერადი მოსასხამი გამეხადა და გადამეგდო, რათა მკვლელისათვის ნაკლებად შესამჩნევი ვყოფილიყავი, პოლიციის ფორმაში მყოფმა დამნაშავემ კი კუნძლის შემდეგ ცეცხლი ზღვაში მყოფ ადამიანებს გაუხსნა.”

ნორვეგიის პოლიციის განცხადებით აღნიშნულმა პიროვნებამ დაახლოებით იგივე დროს დედაქალაქ ოსლოში პრემიერ მინისტრის რეზიდენციასთან ახლოს ბომბი ააფეთა რომელსაც 10–მდე ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარეობს გამოძიება ამ საშნელი დამნაშავის სათანადოდ დასასჯელად.

Advertisements