ელენიო ერერა მსოფლიო ფეხბურთის  ისტორიაში გამორჩეული მწვრთნელია, საფეხბურთო სამყაროს ისტორიკოსები კი ერთ-ერთი პოპულარული ტაქტიკური სქემის – „კატენაჩოს“ შემქმნელად სწორედ მას მიიჩნევენ. თუმცა ეს იყო მილანის „ინტერში“,  მანამდე კი მან „ბარსელონასთან“ ერთად მოიპოვა აღიარება: 1958 წელს მაშინდელი ბაზრობათა (შემდეგ უეფას თასი, ახლა უკვე ევროპის ლიგა  😀 ) თასი მოიგო, 1959 წელს  ესპანეთის ჩემპიონატი და თასი, 1960 წელს კი კვლავაც იმარჯვა ლა ლიგაში და მეორედ აღმართა ბაზრობათა თასი.

აქვე გეტყვით, რომ 1959-62 წლებში ერერა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. 1960 წლის ზაფხულში ელენიო ერერამ „ბარსელონას“ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ  ლადისლაო კუბალასთან უთანხმოების გამო  დატოვა და მილანის „ინტერში“ გადავიდა. სადაც კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. სამჯერ მოიგო სერია ა და ორჯერ აღმართა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები.  1979 წელს „ინტერში“, „რომასა“ და „რიმინიში“ გატარებული წლების შემდეგ, ელენიო ერერა „ბარსელონას“ დაუბრუნდა და 1981 წლამდე უხელმძღვანელა გუნდს – 1981 წლის გაზაფხულზე კატალონიელებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით აღმართეს  ესპანეთის თასი.

ამ ტიტულით ლეგენდარულმა მწვრთნელმა კარიერა დაასრულა. ერთხელ, „ბარსელონაში“ მოღვაწეობის დროს, მან მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა მოთამაშე, რომ მან უთხრა ჟურნალისტს, მადრიდში საბრძოლველად ჩამოვედითო. მწვრთნელმა შეუსწორა: „მადრიდში საბრძოლველად კი არა მოსაგებად ჩამოვედით!“  ის ასევე ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი იყო, რომელმაც გულშემატკივრებს „მეთორემეტე ფეხბურთელი“ უწოდა, ერთხელ კი, როცა მის „ბარსელონას“ პირველ ტაიმში მოთამაშე გაუძევეს, თქვა: „ჩანს, ჩემი გუნდი 10 ფეხბურთელით უკეთ თამაშობს“. კატალონიელებმა ის მატჩი მოიგეს…

ელენიო ერერა.

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი: 1959. 1960.

ესპანეთის თასი: 1959.

ბაზრობათა/უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა: 1958. 1960.

Advertisements