one-year-old

დიახ, ამ ხუმრობა-ხუმრობაში ჩვენი ბლოგი ერთი წლის გახდა. ცრუ რწმენის თანახმად ერთ წელს არ აღნისნავენო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, დამეწერა ცოტა რამ 🙂

ბლოგი ჩემი ცნობისმოყვარეობისა და სხვების დახმარების სურვილის გამო დაიბადა 🙂 უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შარშან ზაფხულის ცხელ დღეებში, მეტი საქმე რომ არ მქონდა, გადავწყვიტე მეცადა ბლოგის რეგისტრაცია და მენახა, რა გამოვიდოდა :)  რა თქმა უნდა ნოლიდან დავიწყე, რაღაცები არ ვიცოდი და მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ,ს მეგობარს, რობიტას, რომელმაც ამიხსნა დიზაინის გამართვის საწყისი პრინციპები 🙂

საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რასაც დღეს ხედავთ… ამ ერთი წლის განმავლობაში ბლოგმა მუდმივი მკითხველიც შეიძინა და ეს იმ ფონზე, როცა დღეს ქართული ბლოგების მკითხველებისათვის არაპოპულარულ თემებს ვეხებით… ჩვენ არ ვწერთ სექსზე და მსგავს ყბადაღებულ თემებზე (გამონაკლისია სამედიცინო სტატიები და რჩევები, რაც დაიდო ჩვენთან). საქართველოში კი რაც უფრო ხშირად და რაც უფრო თამამად ახსენებ სექსს, მით უფრო პოპულალაურილი ხარ 🙂 ხშირად ვიღებთ შემოტავაზებას, პორნო საიტებისაგან, ბანერების გაცვლის თაობაზე და ხმამაღლა მინდა ვთქვა: ეს არასოდეს არ მოხდება, სანამ მე ამ ბლოგის ადმინისტრატორი ვარ!

როგორც დასაწყისში ვახსენე, ბლოგს ორი მიზანი აქვს: ერთი ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, პოსტების სახით, ასევე იმ პროგრამების მიწოდება, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს კომპიუტერის მომხმარებელი. რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ 🙂 ამასთან, ბლოგი საუკეთესო საშუალებაა შენი ნააზრევის და გულსნადების გადმოსაცემად… ამისათვის გვაქვს კარეგორია “პირადი ჩანაწერები”… 🙂 მეორე დანიშნულება კი საინფორმაციოა. ჩვენ ვეძებთ და ვდებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება საინტერესო იყოს მკითხველისათვის. სფერო  შეუზღუდავია, როგორც ხედავთ 🙂 და ამიტომაც გახდა მისი სლოგანი “ბლოგი მეგობრებისა და მათი მეგობრებისათვის”.

ასე რომ ბლოგს აქვს გარკვეული წარმატებები და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მკითხველს, ვისაც ოდესმე შემოუხედავს ჩვენთან და განსაკუთრებით მათ, ვინც სისტემატურად შემოდის. მადლობა იმ თბილი წერლიებისთვისაც, რომელსაც მეილზე ვიღებ…

ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი, ჩემი მეგობრების გარეშე, რომლებიც პერიოდულად წერენ ბლოგზე, ან დაუტოვიათ ერთი პოსტი მაინც. ესენი არიან: garcelona, natiabarca, imnabarcuk, zizu040901, samaneli. დიდი მადლობა მეგობრებო, ბლოგის სიცოცხლისუნარიანობა, თითოეული მკითხველის მოზიდვა, სწორედ თქვენი დამსახურებაა… 🙂

იმედი მაქვს, ბევრჯერ აღვნიშნავთ ბლოგის იუბილეს მომავალსი, შევძლებთ იმ ცვლილებების განხორციელებას რასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, უფრო დავიხვეწებით და განვვითარდებით… 🙂

Advertisements